10 გავრცელებული ღამის კოშმარი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს სძულს
ფოტო: eggeegg/shutterstock
სიზმარი ძილის პროცესში ნანახი არ არსებული რეალობაა, რომელიც სრულად წარმოაჩენს თქვენს უნიკალურ ფანტაზიის უნარსა და ქვეცნობიერში გადამალული სურვილებს, მისწრაფებებსა თუ შიშებს.
ხშირად იღვიძებთ შუაღამისას არასასურველი და მტანჯველი სიზმრიდან თავის დასაღწევად? უნდა იცოდეთ, რომ თქვენ არც პირველი ხართ და არც უკანასკელი, ვისაც ღამ-ღამობით საშნელი კოშმარი სტუმრობს და ტკბილად გამოძინების საშუალებას არ აძლევს.
დღეს კი 10 ყველაზე გავრცელებულ ღამის კოშმარს წარმოგიდგენთ, რომელიც ყველას მთელი გულით სძულს.
1. კბილების დაკარგვა
ფოტო: Viral Thread
უმიზეზოდ და მტანჯველი ტკივილით დაკარგული კბილები, ყველა ჩვენგანის ღამის კოშმარი შეიძლება იყოს. ნაკლები კბილები კი ნაკლებ პრობლემას ნიშნავს, რადგან ამ შემთხვევაში თქვენი ძილი საუკეთესოდ არის დაცული და როგორც ხედავთ დადებითი მხარე ყველაფერს შეიძლება ჰქონდეს.
2. მონსტრები
ფოტო: Joe Prachatree/shutterstock
თქვენივე ფანტაზიის მიერ გამოგონილ უცნაურ მონსტრებს ბავშვობაში აუცილებლად ნახავთ, თუ ასე არ არის, მაშინ გაცილებით დიდი პრობლემა გქონიათ და უმჯობესია მეხსიერების გაუმჯობესებაში წაივარჯიშოთ.
3. ავიაკატასტროფა
ფოტო: Nomad_Soul/shutterstock
და აი დადგა ის ბედნიერი მომენტი, როდესაც ბარგი ჩაალაგეთ და სამოგზაუროთ, დიდი და კომფორტული თვითმფრინავით მიემგზავრებით, თუმცა მალევე ყველაფერი თავდაყირა დგება, აფეთქების დამაყრუებელი ხმა ისმის და რკინის მონსტრში გამომწყვდეული, არნახული სისწრაფით მიწისკენ იწყებთ ვარდნას.
4. როდესაც გაგვიანდება
ფოტო: fizkes/shutterstock
ალბათ ხშირად დაგსიზმრებიათ მომენტი, როდესაც სადღაც აგვიანებთ და პრობლემის გადაჭრელად არანაირი გზა არ არსებობს. ამ დროს ჯობია სადმე ჩამოჯდეთ და უბრალოდ გაღვიძებას დაელოდოთ.
5. სიშიშვლე
ფოტო: The Common Vision
საჯაროდ გაშიშვლების გრცხვენიათ? მაშინ თქვენთვის ეს სიზმარი ნამდვილი ღამის კოშმარი იქნება, რადგან რთულია ხალხით გადატენილ მატარებლის სადგურსა თუ სამსახურში, თანამშრომლების თანდასწრებით, ტრუსების ამარა, ან მის გარეშე ყოფნა.
6. ცოცხლად დამარხვა
ფოტო: FOTOKITA/shutterstock
თუ ტაფოფობია, ანუ ცოცხლად დამარხვის შიში გაქვთ, ეს სიზმარი ნამდვილად ბოლოს მოგიღებთ, თუმცა დაგამშვიდებთ და გეტყვით, რომ ინტერნეტში უხვად მოიპოვება ასეთი შემთხვევებისათვის განკუთვნილი სპეციალური ინსტრუქციები. უმჯობესია ცოდნით აღიჭურვოთ და დაუნდობელ ღამის კოშმარს მაქსიმალურად მომზადებული დახვდეთ.
7. სმარტფონის გატეხილი ეკრანი
ფოტო: Mila Supinskaya Glashchenko/shutterstock
აღსანიშნავია, რომ სმარტფონის გატეხვის ისტერიული შიში, მისივე მზარდ და აქამდე არნახულ ფასებთან ერთად მკვეთრად მატულობს, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ თუ თქვენი ერთ-ერთი ღამის კოშმარი, ახლად ნაყიდი, ძვირადღირებული ტელეფონის დამსხვრევით დაიწყება და მშვიდ ძილს დაგიფრთხობთ.
8. გარდაცვლილი ადამიანები
ფოტო: leolintang/shutterstock
გარდაცვლილი ადამიანების სიზმარში ნახვა, ერთ-ერთი ყველაზე საშნელი ღამის კოშმარია, რომლის ნახვასაც ალბათ მტერსაც არ უსურვებდით.
9. დახრჩობა
ფოტო: Sergey Nivens/shutterstock
როდესაც სიზმარში იხრჩობით, გირჩევთ მომხიბვლელი მაშველების გამოჩენას ტყუილად ნუ დაუცდით, უმჯობესია გაცუროთ ან კოშმარის დასასრულს ერთ ადგილზე გაჩერებულმა დაუცადოთ.
10. სიმაღლიდან ვარდნა
ფოტო: By tommaso lizzul/shutterstock
თუ რომელიმე სიზმარს ყველაზე გავრცელებული შეიძლება ვუწოდოთ, ეს ნამდვილად არის სიმაღლიდან ვარდა, რომელსაც სწრაფი გაღვიძება და საშინლად უსიამოვნო განცდა მოსდევს, რადგან მიუხედავად იმისა რომ კოშმარი დასრულდა, ვარდნის დაუოკებელი შიში არსად გამქრალა.
თუ აქ ჩამოთვლილი სიზმრებიდან რომელიმე ჯერ არ დაგსიზმრებიათ, მაშინ მოემზადეთ, რადგან ყველასათვის არასასურველი ღამის კოშმარი, ნებისმიერ უწყინარ ღამეს შეიძლება გესტუმროთ.
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
ICC-ის დაცვა EU-ს პრიორიტეტად რჩება — კაია კალასი აშშ-ის მიერ ICC-ის სანქცირებაზე ICC-ის დაცვა EU-ს პრიორიტეტად რჩება — კაია კალასი აშშ-ის მიერ ICC-ის სანქცირებაზე
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო? ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო?
გადახედვა
-
სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა
გადახედვა
კომენტარები