კრიტიკოსებისა და რ.ჯ. პალაციოს შეფასებები "საოცრების" ეკრანიზაცის ნახვის შემდეგ
ვისაც რ. ჯ. პალაციოს საოცრება წაგიკითხავთ, აუცილებლად დაგვეთანხმებით, რომ ეს ნაწარმოები ერთ-ერთი ყველაზე კეთილი, გულისამაჩუყებელი და გმირული ამბავია, ერთ საოცარ ბიჭსა და მის მეგობრებზე, რომლებიც პატარა ასაკში ისეთ პრობლემას აწყდებიან და ჭრიან, რომელსაც ბევრი ზრდასრული ადამიანი მთელი თავის ცხოვრების განმავლობაში ვერ ლახავს.
ფილმში ავგუსტ პულმანის როლს ჯეიკობ თრამბლი ასრულებს, მისი დედის როლში ჯულია რობერტსია, ხოლო მამის - ოუენ ვილსონი.
საოცრება უკვე ნახა ამერიკული გამოცემების დიდმა ნაწილმა. გთავაზობთ რამდენიმე ნაწყვეტს მათი რივიუებიდან.
"აირჩიე სიკეთე - ასეთია ფილმის მთავარი მესიჯი, რომელიც საოცრების ეკრანიზაციის პრომო-აქციებს ლაიტმოტივადაც გასდევდა. ჯულია რობერტსისა და ჯეიკობ თრამბლის წყვილი, ფილმის მთავარი პლიუსია, ისინი არაჩვეულებრივად ახერხებენ გადმოსცენ ის, რასაც დედა-შვილი ერთმანეთის მიმართ რეალურად გრძნობს და მთელი ფილმის განმავლობაში გვაცინებენ, უფრო ხშირად კი გვატირებენ. ეს არის ფილმი, რომელიც ნებისმიერ თქვენგან მადლიერების დღესა და ზამთრის არდადეგებს გაულამაზებს", - წერს The Hollywood Reporter-ის ჟურნალისტი.
ფილმის შესახებ საკუთარ მოსაზრებას გვთავაზობს Variety-ს კინომიმომხილველი ოუენ გლეიბერმანიც:
"ერთი შეხედვით საოჯახო ფილმი თვალსა და ხელს შუა დიდ დრამად გარდაიქმნება. ფილმის წინასაპრემიერო ჩვენებაზე მისული ჟურნალისტები და კრიტიკოსები დარბაზიდან თვალებ აწითლებულები გამოვედით. არ მახსოვს ბოლოს როდის ვიტირე ამდენი ფილმზე, თუმცა ეს არ ყოფილა მხოლოდ სევდისაგან გამოწვეული ცრემლები, ეს იყო სიცილის და ბედნიერების ცრემლებიც, რომელიც ძირითადად ჯულია რობერტსის არაჩვეულებრივი პერსონაჟისა და მისი ბრწყინვალე შესრულების დამსახურებაა. ორ საათიანი ფილმი გულგრილს არავის დატოვებს, მეტიც, იმდენად კარგად დაგანაყრებთ, რომ რამდენიმე დღის შემდეგაც კი თქვენი ერთადერთი საფიქრალი ავგუსტ პულმანი და მისი არაჩვეულებრივი ოჯახი იქნება", - წერს კინომიმომხილველი.
Wonder-ის შესახებ წერს Indiewire:
"საოცრება კარგი გაკვეთილია ბავშვებისთვის, მშობლებისა და თითოეული ჩვენგანისთვის, რომ ვისწავლოთ, გავიხსენოთ და ავირჩიოთ სიკეთე. მსახიობების არაჩვეულებრივი შესრულება, თუ არ ჩავთვლით ოუენ უილსონს, ნამდვილად A კლასის არის, რაც კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის ფილმს. საოცრება ნამდვილად სანახავი ფილმია, ასე რომ მოჰკიდეთ ხელი თქვენს შვილებს და სასწრაფოდ წაიყვანეთ მის სანახავად", - წერს კინოკრიტიკოსი დეივიდ ერლიხი.
აღსანიშნავია, რომ ფილმის შესახებ საკუთარი აზრი რ.ჯ. პალაციომაც გამოთქვა, რომელიც იმ წიგნის ავტორია, რომლის მიხედვითაც ეკრანიზაცია გადაიღეს:
"ძალიან კარგი ფილმია, არაჩვეულებრივი სამსახიობო ანსამბლით, მუსიკით, გარემოთი და ა.შ. არაჩვეულებრივია ჯულია რობერტსიც დედის როლში და არ დავმალავ, პირდაპირ გეტყვით, რომ კინოთეატრიდან გამოსვლის შემდეგ, უფრო მეტიც, დღემდე მასზე ვფიქრობ, მგონია რომ ჯულიას დამსახურებაა ის, რომ ეს ფილმი აუცილებლად შედგება. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ფილმის ყურების დროს მთელ ყურადღებას არა ავგუსტზე, არამედ დედის პერსონაჟზე გავაკეთებდი, მაგრამ რობერტსი ახერებს, რომ მთელი ჩემი ყურადღება მისკენ იყოს მიმართული. აღფრთოვენებული ვარ მენდი პატინკინითა და ვიას როლის შემსრულებლებითაც. რა თქმა უნდა ჯეიკობ თრამბლი, როგორც ყოველთვის, აქაც ბრყწყინავს.", - ამბობს ფილმის ავტორი რ.ჯ. პალაციო.
-
გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი
გადახედვა
-
Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია
გადახედვა
-
თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის
გადახედვა
-
10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია 10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია
გადახედვა
-
რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა? რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა?
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
-
ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
გადახედვა
-
სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს
გადახედვა
-
Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს
-
კობახიძე იმედოვნებს, რომ რუსეთი ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს გადაწყვეტილებას შეცვლის კობახიძე იმედოვნებს, რომ რუსეთი ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს გადაწყვეტილებას შეცვლის
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, მას კორუფციისკენ უბიძგებ ირაკლი კობახიძე: 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, მას კორუფციისკენ უბიძგებ
გადახედვა
-
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები იცვლება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები იცვლება
გადახედვა
-
რიკარდ იოზვიაკი: EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების პოზიცია იგივეა — საქართველში სერიოზული პოლიტიკური უკუსვლაა რიკარდ იოზვიაკი: EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების პოზიცია იგივეა — საქართველში სერიოზული პოლიტიკური უკუსვლაა
გადახედვა
-
გამოავლინეს 17 "კატასტროფული" საფრთხე, რომლებიც ადამიანებს ამ საუკუნეში გვემუქრება გამოავლინეს 17 "კატასტროფული" საფრთხე, რომლებიც ადამიანებს ამ საუკუნეში გვემუქრება
გადახედვა
-
კობახიძე: აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის შუამავლის გარეშე იმპორტმა შესაძლოა ტარიფი შეამციროს კობახიძე: აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის შუამავლის გარეშე იმპორტმა შესაძლოა ტარიფი შეამციროს
გადახედვა
-
კადრებში რაც ხდება, თავიდან ბოლომდე შეესატყვისება პროპორციულობის პრინციპს — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე კადრებში რაც ხდება, თავიდან ბოლომდე შეესატყვისება პროპორციულობის პრინციპს — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ნებისმიერი ღირებულების ავტომობილი 0%-იანი თანადაფინანსებით — რას სთავაზობს Lion Auto მომხმარებლებს ნებისმიერი ღირებულების ავტომობილი 0%-იანი თანადაფინანსებით — რას სთავაზობს Lion Auto მომხმარებლებს
-
ჩატბოტის გრძნობებზე თამაში აღარ გაგივათ! — Claude-თან მოპყრობაზე შეზღუდვებს აწესებენ ჩატბოტის გრძნობებზე თამაში აღარ გაგივათ! — Claude-თან მოპყრობაზე შეზღუდვებს აწესებენ
გადახედვა
-
ეუთოს თავმჯდომარე იგნაციო კასისი 14-16 ოქტომბერს საქართველოსა და სომხეთს ეწვევა ეუთოს თავმჯდომარე იგნაციო კასისი 14-16 ოქტომბერს საქართველოსა და სომხეთს ეწვევა
გადახედვა
კომენტარები