5 ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მარტო მოგზაური ქალებისთვის
ფოტო: Jet Set World Travel
ახალი მონაცემები და მოგზაურთა გამოცდილება აჩვენებს, თუ სად გრძნობენ თავს ყველაზე უსაფრთხოდ მარტო მოგზაური ქალები — იქნება ეს კოსტა-რიკის ხალხმრავალი ქალაქები, თუ ნორვეგიის იზოლირებული, არქტიკული ბუნება. არაერთი ტურისტული კომპანია აღნიშნავს, რომ მარტო მოგზაური ქალების სეგმენტი ყველაზე სწრაფად მზარდია. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მთელ მსოფლიოში საძიებო ველში თემა "მარტო მოგზაურობა ქალებისთვის" 30%-ით გაიზარდა.
მიუხედავად მზარდი ინტერესისა, ბევრ ქალს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები კვლავ აწუხებს. 2026 წლის თებერვალში კომპანია Talker Research-ის მიერ Road Scholar-ისთვის ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 59%-მა განაცხადა, რომ მარტო მოგზაურობისას ყველაზე მეტად ღამით სეირნობა აშინებთ. ქალები, კაცებთან შედარებით, გაცილებით უფრო ხშირად ასახელებენ უსაფრთხოებას იმ მთავარ მიზეზად, რომლის გამოც ჯერ მარტო არ უმოგზაურიათ.
არ არსებობს ერთიანი გლობალური ინდექსი, რომელიც ზუსტად აჩვენებს, თუ რამდენად უსაფრთხოა ქვეყნები მარტო მოგზაური ქალებისთვის. ამის ნაცვლად, BBC-მ გაანალიზა ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის ქალთა მშვიდობისა და უსაფრთხოების (WPS) უახლესი ინდექსი, ასევე გლობალური მშვიდობის ინდექსი და ესაუბრა მოგზაურ ქალებს იმის შესახებ, თუ სად გრძნობდნენ თავს ყველაზე კომფორტულად.
აი, ის 5 ქვეყანა, სადაც მოგზაურობისას ქალები ყველაზე უსაფრთხოდ გრძნობენ თავს:
1. კოსტა-რიკა
კოსტა-რიკა სულ ცოტა ხნის წინ მსოფლიოს ყველაზე ბედნიერ ქვეყნებს შორის დაასახელეს. გარდა ამისა, ქვეყანამ WPS (ქალთა მშვიდობისა და უსაფრთხოების) ინდექსში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნახტომი გააკეთა და 60-ე ადგილიდან 34-ეზე გადაინაცვლა.
"კოსტა-რიკა მარტო მოგზაური ქალისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ადგილია ახალი მეგობრების შესაძენად," — ამბობს მოლი გენიონი, კომპანია The Social Solivagant-ის აგენტი, რომელიც მარტო მოგზაურობის მსურველებს ეხმარება. ის ხაზს უსვამს ემიგრანტების, სერფერებისა და მეწარმეების დიდ ნაკადს, რომლებიც ნიკოიას ნახევარკუნძულის წყნარი ოკეანის სანაპიროზე არიან თავმოყრილნი. "ადამიანებს ბუნებრივად ხვდები სერფინგისა და იოგას გაკვეთილებზე, კაფეებში და უბრალოდ, პლაჟზე სეირნობისას," — აღნიშნავს ის — "აქაური კულტურა დამოუკიდებლობას ახალისებს. კოსტა-რიკაში სრულიად ნორმალურია ისეთი ქალების დანახვა, რომლებიც ყველაფერს მარტო აკეთებენ."
ფოტო: Getty Images
პირველად ჩამსვლელებს აგენტი ურჩევს, რომ მოგზაურობის დასაწყისშივე დაგეგმონ ერთი ან ორი აქტივობა — მაგალითად, სერფინგის გაკვეთილი ან გიდთან ერთად ლაშქრობა. ასევე, იზოლირებული აპარტამენტების ნაცვლად, უპირატესობა მიანიჭონ მეგობრულ და ხალხმრავალ ჰოსტელებს.
ნახევარკუნძულის კარიბის ზღვისპირა ნაწილი სრულიად განსაკუთრებულ ატმოსფეროს გვთავაზობს. "ისეთი სიცოცხლით სავსე და მშვიდი გარემო, როგორიც სანაპიროზე დამხვდა, აქამდე არსად შემხვედრია," — ამბობს ეშლი ჰანტერი, რომელიც ცოტა ხნის წინ კოსტა-რიკაში მარტო მოგზაურობდა.
2. ესტონეთი
ესტონეთი WPS ინდექსში მე-11 ადგილზეა, რაც ქვეყნისთვის ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ქვეყანას დიდი პროგრესი აქვს ქალთა ჯანმრთელობის, ფინანსური ჩართულობისა და უსაფრთხოების მხრივ. ის ასევე 24-ე ადგილს იკავებს გლობალური მშვიდობის ინდექსში, რაც დაბალი კრიმინალისა და პოლიტიკური სტაბილურობის მაჩვენებელია.
"ესტონეთში ყოფნისას თავი დაცულად ვიგრძენი. აქ ყველაფერი მარტივი და გასაგებია. ქვაფენილით მოკირწყლული ქუჩები, ტრადიციული ხელნაკეთი ნივთებისა და საკვების პატარა მაღაზიები და ტალინის ქუჩების მდიდარი ისტორია მარტო სეირნობისას სრულ სიმშვიდეს მანიჭებდა," — ამბობს ვერონიკა რომანი.
ფოტო: Kompas Nordic
მარტო მოგზაური იოანა მოგა ტურისტებს ურჩევს, აუცილებლად ეწვიონ მუზეუმს Kiek in de Kök და ბასტიონის გვირაბებს, რომლებიც რამდენიმე შუა საუკუნეების კოშკისგან შედგება. "Kiek in de Kök ითარგმნება როგორც "ხედი სამზარეულოში", რადგან კოშკში მყოფ ადამიანებს შეეძლოთ მოპირდაპირე ქუჩაზე მცხოვრები ხალხის სამზარეულოები დაენახათ", — ამბობს მოგა, რომელმაც თავის მოგზაურობაზე ბლოგი დაწერა — "ჩემი საყვარელი ნაწილი მიწისქვეშ ჩასვლა და იმ გვირაბებში გავლა იყო, რომლებიც მრავალი საუკუნის განმავლობაში სხვადასხვა მიზნისთვის გამოიყენებოდა."
ესტონეთის დასავლეთით მდებარე Tabasalu Nature Park ბუნებაში განტვირთვისათვის საუკეთესო ადგილია. "პარკი იდეალური ადგილია ლაშქრობისთვის, მშვიდ და ლამაზი ხედებთან ერთად, — ამბობს რომანი — "ბუნებაში მარტო ყოფნამ სრული სიმშვიდე მომგვარა. ადამიანები, რომლებსაც პარკში შევხვდი, კეთილი და სტუმართმოყვარენი იყვნენ; ისინიც ისევე ტკბებოდნენ ბუნებით, როგორც მე."
3. ვიეტნამი
გლობალური მშვიდობის ინდექსში ვიეტნამი 38-ე ადგილზეა, რაც მას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთ ყველაზე მაღალრეიტინგულ ქვეყნად აქცევს. მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ვიეტნამმა ქალთა მშვიდობისა და უსაფრთხოების (WPS) ინდექსშიც საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა.
ფოტო: iStock
"ვიეტნამში ყოველდღიური ურთიერთობები ძალიან თბილი და სტუმართმოყვარე აღმოჩნდა, — ამბობს გენიონი, რომელიც გასულ წელს ვიეტნამშიც მარტო მოგზაურობდა — "ისეთი მარტივი მომენტები, როგორიცაა კაფეს მეპატრონესთან საუბარი ან ღამის ავტობუსით მგზავრობა, ბუნებრივად გიბიძგებს, რომ ადამიანებს გაესაუბრო. გაოცებული ვიყავი არა მხოლოდ ქვეყნის სილამაზით, არამედ იმითიც, თუ რამდენად უსაფრთხოდ ვგრძნობდი თავს მარტო მოგზაურობისას. ამ გაზაფხულზეც ვბრუნდები — ჩემი ყოფილი გიდის ქორწილს უნდა დავესწრო."
მისი რჩევაა, რომ გასცდეთ სტანდარტულ ტურისტულ მარშრუტებს, აირჩიოთ ადგილობრივი გიდები, საოჯახო ტიპის სასტუმროები (homestay) და იყოთ ღია უფრო ნელი, ადამიანურ ურთიერთობებზე დამყარებული მოგზაურობისთვის. ვიეტნამი ცნობისმოყვარეობასა და პატივისცემას აფასებს. "ეს ქვეყანა საუკეთესოდ სწორედ მაშინ შეიცნობა, როცა ადგილობრივებთან მჭიდრო კავშირი გაქვთ", — დასძინა მოგზაურმა.
4. ურუგვაი
ურუგვაიმ წელს მნიშვნელოვანი წინსვლა აჩვენა WPS ინდექსშიც და 59-ე ადგილიდან 35-ეზე გადაინაცვლა, რაც უსაფრთხოების მაღალი მაჩვენებლებითაა განპირობებული, მათ შორის, ქალთა მიმართ ძალადობის დაბალი დონით. გლობალური მშვიდობის ინდექსის მიხედვით, იგი სამხრეთ ამერიკის მეორე ყველაზე მშვიდობიან ქვეყნად (არგენტინის შემდეგ) არის მიჩნეული.
"აქაური მშვიდი და მეგობრული ატმოსფერო მაშინვე ვიგრძენი", — ამბობს კლაუდია ტავანი, რომელმაც თავისი მოგზაურობის შესახებ ბლოგი დაწერა — ურუგვაი საოცრად მშვიდი ქვეყანაა, სადაც ძალიან თბილი ხალხი ცხოვრობს. მარტის შუა რიცხვებში ვიმოგზაურე, როდესაც ტურისტების დიდი ნაკადი აღარ იყო, ამიტომ ბევრ ადგილობრივს შევხვდი — ისინი მუდამ მზად იყვნენ საუბრისთვის და სიამოვნებით მიზიარებდნენ საინტერესო ისტორიებს ქვეყნის კულტურისა და წარსულის შესახებ."
ფოტო: Brittanica
მონტევიდეოში ქალაქის დასათვალიერებლად ყველაზე მარტივი გზა ველოსიპედის დაქირავება და რიო-დე-ლა-პლატას სანაპირო ზოლში სეირნობაა. ტავანი ასევე ყურადღებას ამახვილებს კარნავალზე, რომელიც იანვრის შუა რიცხვებიდან მარტის დასაწყისამდე იმართება და რიოს მასშტაბურ ზეიმთან შედარებით, გაცილებით უფრო მშვიდი ალტერნატივაა.
5. ნორვეგია
WPS ინდექსში (შვედეთთან ერთად) ნორვეგია მესამე ადგილზეა და სოციალური დაცვის, თანაბარი ანაზღაურებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების კუთხით მაღალი შეფასება აქვს. ინდექსის ამოქმედებიდან (2017 წლიდან) ქვეყანა მოწინავე სამეულში ადგილს სტაბილურად ინარჩუნებს. ნორვეგიაში ქალები როგორც შრომის ბაზარზე, ისე სახელმწიფოს მართვაში აქტიურად არიან ჩართულნი.
მარტო მოგზაური ქალებისთვის ნორვეგიის მთავარი ხიბლი ბუნება და უსაფრთხოებაა. "მარტო მოგზაურობა ძალიან მარტივი და სასიამოვნო იყო," — ამბობს ჯენის ლინცი — "ველურმა ბუნებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენ ვნახეთ თეთრი დათვები, სელაპები, პოლარული მელიები და ჩრდილოეთის ირმები."
ფოტო: National Geographic Kids
კომფორტისა და უსაფრთხოების განცდა ღამით, გარეთ ყოფნის დროსაც არ ქრება. "მე თავს ყოველთვის დაცულად ვგრძნობდი, მაშინაც კი, როდესაც ღამის ცას ვუღებდი", — ამბობს სამოგზაურო ფოტოგრაფიის კლუბ The Wandering Lens-ის დამფუძნებელი ლიზა მიშელ ბარნსი. ფოტოგრაფმა ნორვეგიაში ორჯერ იმოგზაურა: ერთხელ ზამთარში, ჩრდილოეთის ციალის გადასაღებად, ხოლო მეორედ — ზაფხულის ბოლოს. მან დროის დიდი ნაწილი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში გაატარა.
მიუხედავად იმისა, რომ ბარნსს ძალიან უყვარს ბუნებაში ყოფნა, ის ნორვეგიის სასტუმროებსაც აფასებს. "მეთევზეთა ტრადიციული სახლები, რომლებიც ახლა კოტეჯებად არის გადაკეთებული, და სკანდინავიური ინტერიერის დიზაინი კიდევ ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ იქნება ნორვეგია მუდამ იმ ადგილთა შორის, სადაც სიამოვნებით დავბრუნდებოდი", — ამბობს ის.
-
აშშ აღფრთოვანებულია თქვენი გამძლეობით — დონალდ ტრამპმა უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა აშშ აღფრთოვანებულია თქვენი გამძლეობით — დონალდ ტრამპმა უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
გადახედვა
-
2 წლის წინ გარდაცვლილი 23 წლის სტიქაროსნის, თემო ხადურის დედა შვილის საქმის სრულფასოვან გამოძიებას ითხოვს 2 წლის წინ გარდაცვლილი 23 წლის სტიქაროსნის, თემო ხადურის დედა შვილის საქმის სრულფასოვან გამოძიებას ითხოვს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით საერთაშორისო ბიზნესგამოფენა გაიმართება საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით საერთაშორისო ბიზნესგამოფენა გაიმართება
-
ქეით ჰადსონის პროდიუსერობით, How to Lose a Guy in 10 Days-ს გაგრძელებაზე მუშაობა დაიწყო ქეით ჰადსონის პროდიუსერობით, How to Lose a Guy in 10 Days-ს გაგრძელებაზე მუშაობა დაიწყო
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: "რომანის სათაური მის შინაარსთან დაკავშირებით ბუნდოვანებას ქმნის" პენიტენციური სამსახური: "რომანის სათაური მის შინაარსთან დაკავშირებით ბუნდოვანებას ქმნის"
გადახედვა
-
ჩვენი გალაქტიკა კოსმოსური კანიბალია — უადრესი "მსხვერპლის" კვალი მის შუაგულშია ჩვენი გალაქტიკა კოსმოსური კანიბალია — უადრესი "მსხვერპლის" კვალი მის შუაგულშია
გადახედვა
-
"მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის" — გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს "მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის" — გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა და ნაშოვნ თანხას ართმევდა — პროკურატურამ მშობელს ბრალი წარუდგინა არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა და ნაშოვნ თანხას ართმევდა — პროკურატურამ მშობელს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი EU-ის წევრობაზე ოფიციალურ განაცხადს მალე შეიტანს ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი EU-ის წევრობაზე ოფიციალურ განაცხადს მალე შეიტანს
გადახედვა
-
გრძელი გზა, რომელსაც განგებ ირჩევ სახლში დასაბრუნებლად გრძელი გზა, რომელსაც განგებ ირჩევ სახლში დასაბრუნებლად
-
7 ნიშანი, რომ დასვენება კი არა, გაჩერება გჭირდება 7 ნიშანი, რომ დასვენება კი არა, გაჩერება გჭირდება
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი სოციალური მედიის მიმართულებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკი სოციალური მედიის მიმართულებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
დასვრილი ჭურჭელი, რომელსაც ღამით ნიჟარაში დატოვე, სიზარმაცეს არ ნიშნავს — აი, რატომ დასვრილი ჭურჭელი, რომელსაც ღამით ნიჟარაში დატოვე, სიზარმაცეს არ ნიშნავს — აი, რატომ
-
ტესტი: გამოიცანი კომპანია პროდუქტის მიხედვით ტესტი: გამოიცანი კომპანია პროდუქტის მიხედვით
-
თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი წყალში დაიხრჩო თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი წყალში დაიხრჩო
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად ლაშა მარგიშვილი დაინიშნა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად ლაშა მარგიშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უარყოფს, რომ გემი SAVIR TIGER ოკუპირებული აფხაზეთის ნავსადგურში შევიდა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უარყოფს, რომ გემი SAVIR TIGER ოკუპირებული აფხაზეთის ნავსადგურში შევიდა
გადახედვა
-
რატომ არ უნდა შეგვაშინოს ბაზრის ვარდნამ და როგორ გამოვიყენოთ ის ჩვენს სასარგებლოდ რატომ არ უნდა შეგვაშინოს ბაზრის ვარდნამ და როგორ გამოვიყენოთ ის ჩვენს სასარგებლოდ
-
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის
-
ლევან ხაბეიშვილი: წასაშლელია პარტიული ხაზები! "ერთ პარტიად" გამოვაცხადოთ სამშობლო — საქართველო და მის გარშემო გავერთიანდეთ ლევან ხაბეიშვილი: წასაშლელია პარტიული ხაზები! "ერთ პარტიად" გამოვაცხადოთ სამშობლო — საქართველო და მის გარშემო გავერთიანდეთ
გადახედვა
-
8 წლის მაქსიმე კახიძის ვიდეომიმართვის შემდეგ, ნიუ იორკის მერმა ბრუკლინში სათამაშო მოედანი გახსნა | ვიდეო 8 წლის მაქსიმე კახიძის ვიდეომიმართვის შემდეგ, ნიუ იორკის მერმა ბრუკლინში სათამაშო მოედანი გახსნა | ვიდეო
გადახედვა
კომენტარები