14 წლის გოგოს ცხედრის მანქანაში პოვნიდან 7 თვის თავზე ბრალს წაუყენებენ მომღერალ d4vd-ს
ფოტო: Michael Kovac/Getty Images
ლოს-ანჯელესის ოლქის საოლქო პროკურატურა ორშაბათს გამოაცხადებს, აღძრავს თუ არა სისხლის სამართლის საქმეს არტისტ d4vd-ის წინააღმდეგ, 14 წლის სელესტ რივას ერნანდესის მკვლელობასთან დაკავშირებით. 21 წლის მომღერალი, ნამდვილი სახელით დეივიდ ენტონი ბერკი, ხუთშაბათს დააკავეს. ეს მოხდა მომღერლის სახელზე გაფორმებულ მიტოვებულ ტესლაში გოგოს ცხედრის აღმოჩენიდან შვიდი თვის შემდეგ.
დეივიდ ენტონი ბერკი, რომელიც სასცენო სახელით d4vd არის ცნობილი, ხუთშაბათს დააკავეს
ფოტო: Michael Kovac/Getty Images
პროკურორების განცხადებით, საქმეს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილება სწავლობს, რომელმაც უნდა დაადგინოს, შეესაბამება თუ არა არსებული ფაქტები და მტკიცებულებები სისხლის სამართლის ბრალდების სტანდარტებს. პროკურატურამ CNN-ს განუცხადა, რომ დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის ხელმისაწვდომი არ არის და განახლებას მხოლოდ ორშაბათს, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაავრცელებენ.
სელესტის ოჯახი, რომელიც ცხედრის პოვნის შემდეგ საჯაროობას ერიდებოდა, ორშაბათს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე დასწრებას აპირებს. ოჯახის ადვოკატი პატრიკ სტაინფელდი ამბობს, რომ ერნანდესების ოჯახი მოწადინებულია, სელესტის ხმა ყველამ გაიგოს და მისი ხსოვნა ამ პროცესის განმავლობაში ღირსეულად იყოს დაცული.
ყვავილებით, სანთლებითა და რბილი სათამაშოებით მორთული დროებითი მემორიალი 14 წლის სელესტ რივას ერნანდესის პატივსაცემად, ჯეიმისონის ქუჩის მახლობლად, ლეიკ-ელსინორში, კალიფორნია, მუსიკოს d4vd-ის დაკავების შემდეგ, 2026 წლის 17 აპრილი.
ფოტო: არაფატ ბარბახი/Reuters
ამავდროულად, d4vd-ის ადვოკატები აცხადებენ, რომ დეივიდის უდანაშაულობას ბოლომდე დაიცავენ. მათი თქმით, მომღერალი მხოლოდ ეჭვმიტანილის სტატუსითაა დაკავებული. ადვოკატების განცხადებით, მტკიცებულებები დაადასტურებს, რომ დეივიდ ბერკს სელესტი არ მოუკლავს და მისი გარდაცვალების მიზეზი ის არ ყოფილა. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ამ დრომდე არც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს და არც პროკურატურას ოფიციალური ბრალი არ წარუდგენია. თებერვალში გამოქვეყნებული სასამართლო დოკუმენტები კი მოწმობს, რომ ნაფიცი მსაჯულები მომღერლის საქმეს უკვე იძიებდნენ და მას გამოძიების სამიზნედ მიიჩნევდნენ.
მომავალ ორშაბათს თითქმის ორი წელი გავა მას შემდეგ, რაც სელესტი მესამედ და საბოლოოდ გაუჩინარდა. ოჯახი და მეგობრები ჯერ კიდევ 2024 წლის დასაწყისში გამოთქვამდნენ დიდ შეშფოთებას მეშვიდეკლასელი გოგოს უსაფრთხოების გამო. ის მაშინ მხოლოდ 13 წლის იყო.
სელესტ რივას ერნანდესი
ფოტო: რივას ერნანდესის ოჯახი
2025 წლის სექტემბერში, სელესტის 15 წლის იუბილეს მეორე დღეს, მისი დანაწევრებული ცხედარი d4vd-ის სახელზე რეგისტრირებული ავტომობილის საბარგულში იპოვეს. თავად მომღერალი იმ დროს მსოფლიო ტურნეს ფარგლებში მინეაპოლისში იმყოფებოდა. ხელისუფლებას მკვლელობის ზუსტი დრო ჯერ არ დაუდგენია, თუმცა დოკუმენტები აჩვენებს, რომ სელესტი 14 წლის ასაკში გარდაიცვალა. CNN-ის მიერ მოპოვებული ფოტოები მიუთითებს, რომ სელესტი დაკარგვიდან თითქმის ერთი წლის განმავლობაში ცოცხალი იყო.
მეზობლების თქმით, მანქანა კარგა ხანს იდგა ჰოლივუდის ბორცვებზე, იმ სახლთან ახლოს, სადაც d4vd ცხოვრობდა. მოგვიანებით ავტომობილი საჯარიმოზე გადაიყვანეს, სადაც თანამშრომელმა მძაფრი სუნი იგრძნო და პოლიცია გამოიძახა. მომღერალი 16 აპრილს ჰოლივუდის ბორცვებზე მდებარე სახლში დააკავეს, საჯარიმო სადგომიდან სულ რაღაც ერთ მილში. ის ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება გირაოს გარეშე.
ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე ასახულია ოპერაცია, რომელიც 16 აპრილს მომღერალ d4vd-ის დაკავებით დასრულდა. მას ბრალად ედება 14 წლის გოგონას მკვლელობა, რომლის ცხედარიც გასულ წელს ავტომობილში იპოვეს.
ფოტო: LAPD
სელესტსა და d4vd-ს შორის კავშირის ნიშნები გოგონას გაუჩინარებამდეც არსებობდა. 2024 წლის იანვარში ისინი ერთად გამოჩნდნენ Twitch-ის პირდაპირ ეთერში, სადაც გვიანობამდე საუბრობდნენ, სანამ მომღერალი სიცილით იტყოდა, რომ ყველაფერი წაეშალათ. მოგვიანებით სელესტის სახლთან ახლოს მომღერალი ტესლადან გადმოსვლისას დააფიქსირეს, რისი ამსახველი ფოტოებიც TikTok-ზე გავრცელდა. 2024 წლის ივნისში კი სელესტი ლოს-ანჯელესში, მომღერლის კონცერტის კულისებში გადაიღეს. კერძო გამომძიებელმა ასევე აღმოაჩინა ფოტოები, სადაც ისინი 2024 წლის ბოლოს და 2025 წლის დასაწყისშიც ერთად ჩანან.
-
"ევროპის დღეები ევროპული სიძულვილის დღეებად აქცია" — პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე "ევროპის დღეები ევროპული სიძულვილის დღეებად აქცია" — პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე
გადახედვა
-
ნარუტოს სამყაროში სიახლეებია — ახალი მანგა და სერიალი გამოდის ნარუტოს სამყაროში სიახლეებია — ახალი მანგა და სერიალი გამოდის
გადახედვა
-
რამ გამოიწვია Yandex-ის სერვისების შეფერხება რამ გამოიწვია Yandex-ის სერვისების შეფერხება
გადახედვა
-
გამოავლინეს ფრინველები, რომელთა ბგერებიც ბურღსა და ელექტროხერხზე ხმამაღალია — მოუსმინეთ გამოავლინეს ფრინველები, რომელთა ბგერებიც ბურღსა და ელექტროხერხზე ხმამაღალია — მოუსმინეთ
გადახედვა
-
ანდრეი სიბიჰა: რუსეთმა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მისი გამოცხადებისთანავე დაარღვია ანდრეი სიბიჰა: რუსეთმა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მისი გამოცხადებისთანავე დაარღვია
გადახედვა
-
ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
გადახედვა
-
სანამ საქართველოს მთავრობა წინ არ წავა ევროპული ღირებულებებისკენ, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ — რა განცხადებები გაკეთდა ლუქსემბურგში? სანამ საქართველოს მთავრობა წინ არ წავა ევროპული ღირებულებებისკენ, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ — რა განცხადებები გაკეთდა ლუქსემბურგში?
გადახედვა
-
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა
გადახედვა
-
ზემო ნიქოზში მიტროპოლიტ ისაიას ინიციატივით დაარსებული ანიმაციური ფილმების ფესტივალი "ნიქოზი" იმართება ზემო ნიქოზში მიტროპოლიტ ისაიას ინიციატივით დაარსებული ანიმაციური ფილმების ფესტივალი "ნიქოზი" იმართება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
-
როგორ მოქმედებს ურბანული ქაოსი ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე? როგორ მოქმედებს ურბანული ქაოსი ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე?
-
NASA მთვარეზე "იდუმალ" ღრმულს შეისწავლის, რომელიც შეიძლება გიგანტური მღვიმე იყოს NASA მთვარეზე "იდუმალ" ღრმულს შეისწავლის, რომელიც შეიძლება გიგანტური მღვიმე იყოს
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას
გადახედვა
-
მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დელიმიტაციის დაწყებისკენ მოუწოდებს მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დელიმიტაციის დაწყებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე? რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე?
გადახედვა
-
უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს
გადახედვა
-
რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება
გადახედვა
-
Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
კომენტარები