NEXT.On.ge-ჟურნალისტი, მარიამ რამაზაშვილი, კონკურსის “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” 2025 წლის ფინალისტებს შორისაა. იგი მონაწილეობას იღებს კატეგორიაში “საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ონლაინ მედიაში”.

ეს კონკურსი საქართველოში უკვე მეთოთხმეტედ ტარდება და საუკეთესო ნაშრომებს 7 კატეგორიაში ავლენს.

"კატეგორია 'საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ონლაინ მედიაში' ეძღვნება ახალ თაობას, სტუდენტებს, რომლებიც დღეს უკვე ქმნიან პასუხისმგებლობიან და პროფესიულ ჟურნალისტიკას და მედიის სივრცეში ახალი ხმების გამოვლენას ემსახურება", — ვკითხულობთ European Union in Georgia-ს მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.

ფინალისტებს შორის ასევე მოხვდნენ არსენ სებისკვერაძე მედსკრიპტუმიდან და მარიამ ყვავაძე ჟურნალისტიკის რესურსცენტრიდან.

გაეცანით მონაწილეთა ნაშრომებს:

გამარჯვებულის ვინაობა 6 თებერვალს გახდება ცნობილი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.