როგორია ახალი საკითხავი დღეს — გამომცემლობა პალიტრა L ორ ახალ სერიას აანონსებს
ფოტო: პალიტრა L
2025 წლის 31 ოქტომბერი გამომცემლობა პალიტრა L-ის დაბადების დღეა. ამ თარიღის აღსანიშნავად მაისის წიგნის ბაზრობაზე დაიწყო კამპანია განახლებული სათქმელით —საკითხავი ეს არის.
ამ საიუბილეო წელს პალიტრა L ორ ახალ სერიას აანონსებს — სერიები ერთმანეთისგან განსხვავებული ჟანრისა და თემატიკის წიგნებს გააერთიანებს და გამომცემლობის მტკიცებით, ქართველი მკითხველების თაროებს მათთვის საინტერესო და აქტუალური, იმავდროულად, ლიტერატურული პროცესისთვის მნიშვნელოვანი გამოცემებით შეავსებს.
მითები ვითარდება ისევე, როგორც საზოგადოება, და ახალი სერია "ანაგენისიც" სწორედ ცვლილების, მუდმივი განახლების ადგილია — ანტიკური მითების ახალი სიცოცხლე თანამედროვე სამყაროში. იგი თავს უყრის ანტიკური ლიტერატურისა და მითოლოგიის თამამ ლიტერატურულ ინტერპრეტაციებს. მითების ნაცნობი პერსონაჟები, რომლებიც ტრადიციულად თხრობის მიღმა რჩებოდნენ, განსხვავებული პერსპექტივით წარმოგვიდგებიან და გვაჩვენებენ, რომ ყველა ადამიანური გამოწვევა სწორედ ანტიკური სამყაროდან იღებს სათავეს.
ფოტო: პალიტრა L
მთარგმნელი: ქეთევან ნიკოლაძე
სერიის პირველი წიგნია კრისტა ვოლფის "მედეა. ხმები". კრისტა ვოლფი 1960-იანი წლებიდან აქტიურად აქვეყნებდა რომანებსა და ნარკვევებს, რომლებმაც საერთაშორისო აღიარება მოუტანა. მისი შემოქმედება გამოირჩევა ფსიქოლოგიური სიღრმით, ისტორიული და სოციალური თემების წინ წამოწევით. ავტორისთვის განსაკუთრებით აქტუალურია ქალი პერსონაჟების პერსპექტივა, მათი ძალის გამოკვეთა.
"მედეა. ხმები" კრისტა ვულფის ამ განსაკუთრებული ხედვისა და ხელწერის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. ავტორი ამ წიგნში არგონავტების ცნობილი მითის დეკონსტრუქციას გვთავაზობს, ნაწილ-ნაწილ შლის მას და მითის ყველა მთავარ მონაწილეს აძლევს საშუალებას ამოიღოს ხმა და მომხდარის საკუთარი ვერსია გვიამბოს (სწორედ ამიტომ ჰქვია რომანს –— "მედეა. ხმები"). ჩვენ თვალწინ ცოცხლდებიან მედეა, იასონი, კოლხეთის მეფე აიეტი და დედოფალი იდია, კორინთოს მეფე კრეონი და მისი პირველი ვარსკვლავთმრიცხველი აკამასი. ჩანს რა აღელვებთ მათ, რისკენ ისწრაფვიან, როგორ იბრძვიან ძალაუფლების შესანარჩუნებლად... და ამ ფონზე ვხედავთ მედეას, ძლიერ, დამოუკიდებელ ქალს, რომელსაც სურს ჩასწვდეს სამყაროს და ადამიანების მოწყობის საიდუმლოს, ქალს, რომელიც ყოველთვის სინდისის კარნახით მოქმედებს და აზროვნების ახალ სტანდარტს უწესებს მაშინდელ ავტორიტარულ სასახლის კარს, პატრიარქალურ საზოგადოებას…
სერიის მომდევნო წიგნია ჯენიფერ სეინტის "არიადნე".
ჯენიფერ სეინტი 30 წლის განმავლობაში ასწავლიდა სტუდენტებს ინგლისურ ენას, ლიტერატურასა და მხატვრულ წერას, კითხულობდა კლასიკური ფილოლოგიის კურსს ლონდონის სამეფო კოლეჯში. ძველი ბერძნული მითოლოგიით დაინტერესებულმა სეინტმა სახელი გაითქვა ბერძნული მითების ფემინისტური ფილოლოგიის ღრმა ცოდნითა და ქალთა ისტორიებისადმი განსაკუთრებული ინტერესით. სეინტი ახალ სიცოცხლეს სძენს ანტიკურ პერსონაჟებს. მისი სადებიუტო რომანი არიადნე ბესტსელერად იქცა და კრიტიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა.
“არიადნემ თესევსს მიასწავლა ჩახლართული ლაბირინთის გასავლელი გზა და ნახევრადნადამიანი, ნახევრად ხარი — მინოტავროსი დაამარცხებინა.კრეტის უძლეველი მეფე მინოსის ქალიშვილმა უარყო სამშობლო და ოჯახი და თავადაც ღალატის მსხვერპლი გახდა. იგი მიატოვა თავისმა რჩეულმა გმირმა და უკაცრიელ კუნძულზე სიკვდილისთვის გასწირა.მაგრამ მოწყალედ მუდამ მხიარული ღმერთი დიონისოსი მოევლინა და ბედნიერება მოუტანა, თუმცა არიადნე მოკვდავია, დიონისოსი კი, უკვდავი. როდემდე გაგრძელდება ოლიმპოსელი ღმერთის ერთგულება? ნუთუ არიადნემ ისევ ღალატის სიმწარე უნდა იგემოს?“
ანაგენისის მესამე წიგნი კი კოსტანცა კასატის "კლიტემნესტრა" იქნება
კონსტანცა კასატი უორვიკის სამწერლო სამაგისტრო პროგრამის (Warwick Writing MA) კურსდამთავრებულია და მისი სადებიუტო რომანი "კლიტემნესტრა“ მსოფლიოს 18 ქვეყანაში გამოიცა. წიგნი გახდა Glass Bell Award-ის მფლობელი, Indie Next Pick-ის რჩეული და ნომინირებული იყო Goodreads Choice Awards-ზე საუკეთესო ფენტეზის კატეგორიაში.
“სიყვარული და მძულვარება, წინასწარმეტყველება და ძალაუფლება სპარტის მეფე ტინდარევსის ასულს ბედისწერამ გაუმზადა ხვედრად. პირველი სიყვარული წაართვეს — ქმარიც და შვილიც მოუკლეს და მას შემდეგ შურისძიების წყურვილი ახრჩობს. არჩევანი მწარეა — ბედთან შეგუება თუ მოძალადე, სასტიკი ქმრის მოკვლა? მან ხომ კიდევ ერთი საყვარელი შვილი მოკლა, იფიგენია შესწირა მსხვერპლად, მხოლოდ იმიტომ, რომ ტროაში საბრძოლველად მიმავალ ღმერთებს ზურგის ქარი ეწყალობებინათ. კლიტემნესტრა მარტოა, ღმერთების იმედი აღარ აქვს და ბრძოლას იწყებს, უნდა გაუსწორდეს ყველას, ვისაც ოდესმე ტკივილი მიუყენებია“.
ამ წიგნების შინაარსის მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ანტიკური ლიტერატურის თანამედროვე ინტერპრეტაციების მიმართ ყურადღება ქართულ საზოგადოებაში კვლავაც დიდია. იმავდროულად, გამომცემლობაში ამბობენ, რომ მსოფლიო ლიტერატურის ტენდენცია საქართველოზეც ვრცელდება და მარგინალი ჯგუფების მიერ მოყოლილი ალტერნატიული თხრობა თუ ქალის პერსპექტივა იმ მოწინავე თემების ჩამონათვალშია, რომლებიც განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს ქართველ მკითხველში.
ისიც მნიშვნელოვანია, რომ პალიტრა L მკითხველების დიდი ნაწილისთვის მხატვრულ ლიტერატურასთან ერთად არამხატვრულ ან პროფესიულ ლიტერატურასთან ასოცირდება. შესაბამისად, მომდევნო სიახლე არამხატვრული ტექსტებისა და მხატვრული ტექსტის ოსტატობისადმი საერთო ინტერესს ეხმიანება:
ზოგი მკითხველი მწერლობაზე ოცნებობს; ზოგიერთი მათგანი არა მხოლოდ მხატვრული ლიტერატურით, არამედ მათი ავტორების შემოქმედებითი გზით, ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ტექსტების შექმნის ისტორიითაც ინტერესდება; ისეთი მკითხველებიც გვხვდებიან, რომლებსაც მწერლების მემუარები და სინამდვილე ფიქციაზე არანაკლებ იტაცებთ; და, რა თქმა უნდა, ისეთებიც, საყვარელი მწერლების გაცნობა და მათგან რჩევების მიღება რომ სურთ.
მეორე ახალი სერია სკრიპტორიუმი სწორედ ასეთი მკითხველებისთვისაა — მათთვის, ვისაც უფრო მეტი აინტერესებს.
სერიის ფარგლებში მალე გამოიცემა ქართველი მკითხველისთვის ნაცნობი და საყვარელი მწერლების წიგნები ლიტერატურისა და წერის ხელოვნების შესახებ; წიგნები, რომლებშიც წერის ოსტატები მკითხველებს საკუთარ საწერ მაგიდასთან მიახლოების საშუალებას აძლევენ და ჰყვებიან, როგორ იქმნებოდა მათი ცნობილი ნაწარმოებები, როგორ ყალიბდებოდა მათი წერის სტილი და როგორ ცხოვრობდნენ, როცა წერდნენ ან წერას ვერ ახერხებდნენ.
ფოტო: პალიტრა
მთარგნელი: თაკო ჭილაძე, ლელა სამნიაშვილი
სკრიპტორიუმი გააერთიანებს სხვადასხვა ჟანრისა და სტილის მწერლებს, შესაბამისად, ამ სერიაში ნებისმიერი მკითხველი შეძლებს თავისი საკითხავის პოვნას.
რეი ბრედბერის "ძენი და წერის ხელოვნება" სერიის პირველი წიგნია. მასში განუმეორებელი ბრედბერი გვიზიარებს სიცოცხლის განმავლობაში დაგროვილ სიბრძნესა და გამოცდილებას. ამ წიგნში შესული ესეები ოცდაათი წლის განმავლობაში, სხვადასხვა დროსაა დაწერილი, განსაკუთრებული აღმოჩენების გამოსახატად. აქ წაიკითხავთ პრაქტიკულ რჩევებს წერის ხელოვნების შესახებ — როგორ ვიპოვოთ ორიგინალური იდეები, როგორ დავხვეწოთ საკუთარი სტილი და ხმა. გარდა ამისა, რეი ბრედბერი გვიზიარებს საინტერესო ამბებს საკუთარი ცხოვრებიდან და კარიერიდან: როგორი იყო რომანების, მოთხრობების, ლექსების, ფილმებისა და პიესების ავტორის გრძელი და უჩვეულო გზა. ძენი და წერის ხელოვნება უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ სახელმძღვანელო დამწყები მწერლებისთვის: ესაა წერით მოგვრილი სიხარულის შესახებ დაწერილი წიგნი, რომელიც შთაგვაგონებს და გვახსენებს ლიტერატურის მნიშვნელობასა და ძალას. იგი ერთდროულად აღვიძებს ჩვენში მწერალს, რომელიც მზადაა, წეროს გატაცებით და მკითხველს, რომელიც ახალ ტექსტებთან შეხვედრას მოუთმენლად ელოდება. “როდესაც სიკვდილი სხვებს შეაჩერებს, თავ-პირის მტვრევით გავარდით საბეჭდი მანქანისკენ“. ტექსტის მთარგმნელია თაკო ჭილაძე, ხოლო, რეი ბრედბერის ლექსები, რომლებიც წიგნშია შესული, ლელა სამნიაშვილის თარგმანია.
სერიის მომდევნო გამოცემები იქნება სტივენ კინგის — "როგორ ვწერ, მოგონებები სამწერლო ოსტატობის სრულყოფის შესახებ" (მთარგმნელი გიორგი მაჭარაშვილი) და ჰარუკი მურაკამის "მწერლობა, როგორც ხელობა" (მთარგმნელი თამარ სუბელიანი).
მკითხველები სერია ანაგენისის პირველ წიგნს ოქტომბრის ბოლოს საკითხავის ფესტივალზე შეიძენენ, ხოლო სკრიპტორიუმი გამოცემას თავდაპირველად თბილისს წიგნის დღეებზე იპოვით, მოგვიანებით კი წიგნი ქვეყნის ყველა წიგნის მაღაზიასა და ონლაინსივრცეში გამოჩნდება.
-
მოზარდებზე ინსტაგრამის საზიანო გავლენის გამო, Meta-სგან $1,4 ტრილიონს ითხოვენ მოზარდებზე ინსტაგრამის საზიანო გავლენის გამო, Meta-სგან $1,4 ტრილიონს ითხოვენ
გადახედვა
-
TikTok ვიდეომ მეცნიერებს ახალი სახეობის თევზი აღმოაჩენინა TikTok ვიდეომ მეცნიერებს ახალი სახეობის თევზი აღმოაჩენინა
გადახედვა
-
სატურნის უდიდესი თანამგზავრის გამოქვაბულები შეიძლება "აერობოტებით" შეისწავლონ სატურნის უდიდესი თანამგზავრის გამოქვაბულები შეიძლება "აერობოტებით" შეისწავლონ
გადახედვა
-
ცნობილი COVID-ვაქცინების საწინააღმდეგო კვლევა დეზინფორმაციის გამო უკან გაიხმეს ცნობილი COVID-ვაქცინების საწინააღმდეგო კვლევა დეზინფორმაციის გამო უკან გაიხმეს
გადახედვა
-
სოფელ ტიბაანში ავტომობილი ოთხ ქვეითს დაეჯახა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა სოფელ ტიბაანში ავტომობილი ოთხ ქვეითს დაეჯახა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი: ღარიბაშვილი ჩემი მეგობარია და მე მეგობრებზე უარს არასდროს ვამბობ, მე ვამხელ და ვებრძვი პირადად კობახიძეს ირმა ინაშვილი: ღარიბაშვილი ჩემი მეგობარია და მე მეგობრებზე უარს არასდროს ვამბობ, მე ვამხელ და ვებრძვი პირადად კობახიძეს
გადახედვა
-
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას! ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!
გადახედვა
-
კოალიცია "ძლიერი საქართველო-ლელო" ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების დასაბრუნებლად სამართლებრივ ბრძოლას იწყებს კოალიცია "ძლიერი საქართველო-ლელო" ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების დასაბრუნებლად სამართლებრივ ბრძოლას იწყებს
გადახედვა
-
თაღლითობის ბრალდებით "ქართული ოცნებიდან" გორის საკრებულოს ყოფილი წევრი და რაიონის ყოფილი გამგებელი იოსებ მუმლაძეა დაკავებული თაღლითობის ბრალდებით "ქართული ოცნებიდან" გორის საკრებულოს ყოფილი წევრი და რაიონის ყოფილი გამგებელი იოსებ მუმლაძეა დაკავებული
გადახედვა
-
გიორგი არველაძე: ბენზინი გალის იქით არ გასულა, თუ კიდევ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ გიორგი არველაძე: ბენზინი გალის იქით არ გასულა, თუ კიდევ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ
გადახედვა
-
SpaceX-მა მიყოლებით გაშვებული Falcon 9-ებით რეკორდი მოხსნა SpaceX-მა მიყოლებით გაშვებული Falcon 9-ებით რეკორდი მოხსნა
გადახედვა
-
პროკურორი: რომეო მიქაუტაძე აცხადებს, რომ სუს-ში მიდიოდა და თანხას გრიგოლ ლილუაშვილს გადასცემდა პროკურორი: რომეო მიქაუტაძე აცხადებს, რომ სუს-ში მიდიოდა და თანხას გრიგოლ ლილუაშვილს გადასცემდა
გადახედვა
-
რის გამო დააკავეს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე? — შსს-ს განმარტება რის გამო დააკავეს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე? — შსს-ს განმარტება
გადახედვა
-
მთავარია, მათი გადაწყვეტილებები და გადადგმული ნაბიჯები ჯდებოდეს კანონის ფარგლებში — კალაძე ოკუპირებულ აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებზე მთავარია, მათი გადაწყვეტილებები და გადადგმული ნაბიჯები ჯდებოდეს კანონის ფარგლებში — კალაძე ოკუპირებულ აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებზე
გადახედვა
-
5 ადგილი, სადაც მზეს ვერ დაემალები 5 ადგილი, სადაც მზეს ვერ დაემალები
-
სამეფო ქორწილი და ახალი ბოროტმოქმედი — იხილეთ ნაწყვეტი Frozen 3-დან სამეფო ქორწილი და ახალი ბოროტმოქმედი — იხილეთ ნაწყვეტი Frozen 3-დან
გადახედვა
-
ირანის წინააღმდეგ EU-ს სანქციებთან საქართველოს არ შეერთებას ენმ-ს და "ოცნების" წევრები ეხმაურებიან ირანის წინააღმდეგ EU-ს სანქციებთან საქართველოს არ შეერთებას ენმ-ს და "ოცნების" წევრები ეხმაურებიან
გადახედვა
-
თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა
-
ფიგურულ ციგურაობაში II ადგილის მფლობელები ₾0.5 მლნ-ს მიიღებენ — მთავრობა 25-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს ფულად პრიზებს გადასცემს ფიგურულ ციგურაობაში II ადგილის მფლობელები ₾0.5 მლნ-ს მიიღებენ — მთავრობა 25-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს ფულად პრიზებს გადასცემს
გადახედვა
-
იაპონიაში 30 წლის წინ ნაპოვნი ნამარხი ხელახლა შეისწავლეს და მოზაზავრის ძვლები აღმოაჩინეს იაპონიაში 30 წლის წინ ნაპოვნი ნამარხი ხელახლა შეისწავლეს და მოზაზავრის ძვლები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
კაია კალასი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქცირებულთა სიას მესამედით გაზრდის კაია კალასი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქცირებულთა სიას მესამედით გაზრდის
გადახედვა
კომენტარები