საბა ბუაძე

22 Sep. 2025, 15:40

გახსოვთ ალბათ "ბიზნესის თავისუფლად სუნთქვაზე" მოსაუბრე ბიზნესმენი ნამორაძე, რომელმაც მედიის ინფორმაციით ქვეყანა დატოვა.

ხოდა, დღეს ურბანულ კომისიაზე ირკვევა, რომ „ფიზკულტურის ინსტიტუტის“ ადგილზე მისი ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტი შეიცვალა და სართულების და კოეფიციენტის მატების პრივილეგიით აღარ ისარგებლებს და ნაყიდ კოეფიციენტს ფაქტობრივად უკან დააბრუნებს (რაც ასეთ ტერიტორიებზე უდიდესი იშვიათობაა). სამაგიეროდ, სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულება შეიცვალა და ჭავჭავაძის ნაცვლად, სპორტის უნივერსიტეტის კომპლექსს დიღმის ჭალების ტერიტორიაზე ააშენებს.

წერს ოპოზიციონერი დეპუტატი საბა ბუაძე სოციალურ ქსელში. ცნობისათვის, 20 სექტემბერს ტელეკომპანია "ფორმულა" გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულმა ბიზნესმენმა, ნოშრევან ნამორაძემ ქვეყანა დატოვა. პარტია ახალი წევრი ნინო გოგინაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ის დუბაიში იმყოფება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ