კომიკოსი ამბობს, რომ ავიაკატასტროფების შეჩერება შეუძლია. რას ამბობენ ავიაციაში?
The Rehearsal-ის მეორე სეზონში ნათან ფილდერი ავიაკატასტროფების გამომწვევ სოციალურ თეორიას გვთავაზობს. ავიაციის ექსპერტები და კონგრესის წევრები მას ეხმიანებიან.
ნათან ფილდერი კანადელი კომიკოსია, რომელიც აბსურდული და უხერხული სოციალური ექსპერიმენტების ჩატარებით გახდა ცნობილი. ერთხელ მან ყალბი ჭირისუფლების მომსახურება შექმნა, რათა დამკრძალავი ბიუროების ბიზნესს დახმარებოდა. გაჭირვებულ ყავის მაღაზიებს გაყიდვების გაზრდაში დაეხმარა, მათ სახელი გადაარქვა და Dumb Starbucks დაარქვა.
ახლა კი სურს, ეს დამოკიდებულება სერიოზული საკითხებისკენ — ავიაკატასტროფებისკენ მიმართოს.
HBO-ს უჩვეულო სერიალში The Rehearsal, რომლის ბოლო სეზონი იკვლევდა პილოტებსა და თანაშემწეებს შორის კომუნიკაციის პრობლემას, ფილდერმა დიდ ძალისხმევა დახარჯა — მათ შორის, პილოტის ლიცენზიის მოიპოვა და ბოინგ 737-ით მგზავრობა გადაიღო — რათა საავიაციო ინდუსტრიისა და კონგრესის ყურადღება მიიპყროს.
ფილდერი ბოინგ 737-ის პილოტად
ფოტო: The Rehearsal / HBO
"მინდა გასაგებად ავხსნა, რომ ნამდვილად შევძლებ ჩვენი კვლევისა და შედეგების წარდგენას ავიაციის ქვეკომიტეტისთვის, თუკი ამის საშუალებას მომცემენ" — ამბობს ის.
სერიალში ფილდერი ცდილობს, რეალისტური სცენების რეპეტიციის მეშვეობით ადამიანები ნებისმიერი რთული სიტუაციისთვის მოამზადოს. ამ სეზონში აქცენტი კეთდება კონტროლირებად სიტუაციაში მოხვედრასა და ქცევაზე დაკვირვებაზე. სცენები შესაძლოა იყოს მოსალოდნელი (მაგ: ფრენა, რომელიც კატასტროფის სიმულაციას ქმნის) ან აბსურდული (მაგ: მუსიკალური კონკურსი, სადაც პილოტები ჟიურის წევრები არიან და მომღერლებისთვის გულწრფელი უკუკავშირის მიცემაში ვარჯიშობენ).
ფილდერი ეყრდნობა ათწლეულების განმავლობაში მომხდარი ავიაკატასტროფების აუდიოჩანაწერებს და ფიქრობს, რომ ბევრ ტრაგედიას ხელი შეუწყო იმან, რომ პილოტები თანაშემწეებს არ უსმენდნენ, როცა ისინი შუა ფრენისას საფრთხეზე მიუთითებდნენ, ან თანაშემწეებს უბრალოდ ეშინოდათ ხმის ამოღება კაპიტანთან.
სწორედ ამიტომ ქმნის ის სერიალში სცენებს, სადაც პილოტები მონაწილეობენ უცნაურ სიტუაციებში — მაგალითად, იმართება მუსიკალური კონკურსი, სადაც ისინი ჟიურის როლში არიან. მიუხედავად უცნაურობისა, მთავარი იდეაა: როგორ იგრძნოს რიგით მეორე პილოტმა, რომ შეუძლია აზრის გამოთქმა და როგორ ისწავლოს მთავარმა პილოტმა მოსმენა.
ფილდერს სურს საავიაციო კომუნიკაციის პრობლემა კონგრესამდე მიიტანოს, ერთ ეპიზოდში ის მსახიობებს ათამაშებს კონგრესმენების როლს, რათა ფილდერის იდეები "ოფიციალურად" წარადგინოს. ერთ-ერთი მსახიობი ტენესის შტატის რესპუბლიკელი წარმომადგენლის, ტიმ ბურჩეტის როლს თამაშობს, რომელიც თეთრი სახლის საავიაციო ქვეკომიტეტის წევრია და საჰაერო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
ფილდერი "კონგრესში"
ჯერჯერობით, შეერთებული შტატების კანონმდებლებმა უფრო გაოცება გამოხატეს, ვიდრე აღშფოთება.
"ეს კაცი არ საუბრობს ჩემი აქცენტით, ნამდვილად არ ატარებს Carhartt-ის პიჯაკს, ამიტომ ვფიქრობ, დიდად არ მგავს" — თქვა ბურჩეტმა მისი პერსონაჟის ნახვის შემდეგ და დაამატა, რომ მხოლოდ მეთიუ მაკკონაჰის შეუძლია მისი როლის "თავისუფლად" შესრულება.
რაც შეეხება ფილდერის თეორიას, ბურჩეტმა განაცხადა, რომ საავიაციო აღჭურვილობის მოძველება უფრო მნიშვნელოვანი პრობლემაა, ვიდრე გუნდური მუშაობა კაბინაში.
ავიაციის ერთ-ერთი ექსპერტი, ვეტერანი მფრინავი ჯონ გოგლია, რომელსაც მრავალი ავიაკატასტროფის გამოძიებაში მიუღია მონაწილეობა, მთელი სეზონის განმავლობაში თავის ექსპერტიზას გვთავაზობს. გოგლიას, ისევე როგორც ფილდერს, სჯერა, რომ სხვადასხვა როლური თამაშები ნამდვილად დაეხმარება პილოტებსა და თანაშემწეებს, ადვილად გადალახონ დაბნეულობა, ეგო და კრიტიკის მიუღებლობა, რაც შესაძლოა იყოს ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში კომუნიკაციის შემაფრხებელი.
"ჩემი აზრით, ამ შოუს მიზანი არის ის, რომ დაძრას დისკუსია კომედიის მეშვეობით" — ამბობს გოგლია — "ჩემი იმეილი აფეთქდა, მათ შორის საავიაციო ინდუსტრიაში გავლენიანი ადამიანების მიერ, რომლებიც ახლა უყურებენ შოუს. შოუ სწორ აუდიტორიაში მოხვდა და დაწყებიდანვე სწორედ ამის იმედი მქონდა".
სხვები ფილდერის თეზისს უმნიშვნელოდ მიიჩნევენ.
პილოტთა ასოციაციამ (The Air Line Pilots Association) მკაცრად გააკრიტიკა სერიალი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეკიპაჟის კომუნიკაციის უნარები "ეფუძნება ათწლეულების კვლევას, წვრთნას და რეალურ სამყაროში მიღებულ გამოცდილებას — არა ტელე-შოუს ფიქციურ ან კომიკურ რუტინას".
ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ (The Federal Aviation Administration) უარყო ფილდერის მიგნებები. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეკიპაჟის თითოეული წევრი სრულ წვრთნას გადის ისეთ საკითხებში, როგორიცაა ლიდერობა, გუნდური მუშაობა, გადაწყვეტილების მიღება და კომუნიკაცია, მათ შორის აუცილებელია გადამზადების კურსები. სააგენტოს განცხადებით "ისინი არ ფლობენ იმ მონაცემებს, რომლებიც [ფილდერის] მტკიცებებს გაამყარებს".
"ეს სისულელეა. ისინი სულელები არიან" — უთხრა ფილდერმა CNN-ს, როდესაც მათ F.A.A.-ს (The Federal Aviation Administration) განცხადება გააცნეს.
კომიკოსი შეერთებულ შტატებში ყურადღების ქვეშ მოექცა მას შემდეგ, რაც 2013 წელს მისი უცნაური სერიალი "ნათანი შენთვის" (Nathan for You) გამოვიდა, რომელშიც იგი უჩვეულო გამოსავალს სთავაზობდა გაჭირვებაში მყოფ მცირე ბიზნესებს. მაგალითად, ზოოპარკის მხარდასაჭერად მან შექმნა სასაცილო ვიდეო, რომელშიც ღორი გადაარჩენს თხას. ეს ვიდეო ვირუსულად გავრცელდა. The Rehearsal-ის პირველ სეზონში მან ასევე გამოიკვლია პაემნებისა და მშობლობის საკითხები.
მიუხედავად იმისა, რომ სეზონის თემა მძიმეა, იუმორი კვლავ არის შოუს მთავარი კომპონენტი, რომელიც ფილდერის უემოციო და ერთფეროვან სახეს უხერხული ინტერაქციებისა და საერთო მხიარულობის გასაზრდელად იყენებს. ტენესის შტატის წარმომადგენელთან, ავიაციის ქვეკომიტეტის დემოკრატ წევრთან, სტივ კოენთან უგრძესი საუბრის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მას გასაგებად განუცხადეს — შეხვედრის დრო ამოიწურა — ფილდერი ადგილზე დარჩა. ამ უხერხულ სიჩუმეს კომიკური სიმძლავრე ჰქონდა.
"არ ვიცი რა ვიფიქრო ნათან ფილდერზე" განაცხადა კოენმა, სანამ უარყოფდა კომიკოსის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ ავიაკატასტროფებს პირადი დაპირისპირებები იწვევს. "ვფიქრობდი, რომ პილოტები კამათობდნენ ან საერთოდ არ საუბრობდნენ, მასთან ლაპარაკის შემდეგ მოვიძიე, მაგრამ მსგავსი საკითხის შესახებ ჩანაწერი არ არსებობს".
ჯული ბოტმენი, Flying magazine-ის ყოფილი მთავარი რედაქტორი და ფრენის გამოცდილი ინსტრუქტორი ამბობს, რომ ფილდერს აქვს ზოგიერთი სარწმუნო მიგნება, თუმცა არ გვაჩვენებს მთლიან სურათს. ლიდერობის კურსები და ინსცენირებული წვრთნები ჩვეული პრაქტიკაა შეერთებული შტატების პილოტებისთვის, რომლებიც წოდების ამაღლებასთან ერთად გადიან შესაბამის — როგორც თვითონ უწოდებს —"charm school"-ს.
"შიშის განცდა, რაც ვფიქრობ, რომ არსებობს, არ მიმაჩნია უპირველეს პრობლემად. ვფიქრობ, ჩვენ გაცილებით დიდი პრობლემა გვაქვს არასწორი კომუნიკაციის თვალსაზრისით, პილოტი იქნება ეს თუ კონტროლიორი".
ფილდერი სერიალის მეორე სეზონში
ფოტო: The Rehearsal / HBO
ავიაციის უსაფრთხოების კონსულტანტი და ყოფილი პილოტი, როზ საგუნი ამბობს, რომ კომუნიკაცია მფრინავებს შორის, ისევე როგორც ეკიპაჟის წევრებს შორის მიწასა თუ ცაში, უსაფრთხოების თვალსაზრისით პრობლემური საკითხი იყო ჯერ კიდევ 1970-იანი წლებიდანვე, როდესაც მან საავიაციო სამსახური დაიწყო.
"ძველად კაპიტანი იყო მეფე და მას არავინ უპირისპირდებოდა, მაშინაც კი, თუ თვლი, რომ რაღაცას არასწორად აკეთებდა — პროტოკოლის მიხედვით, ხმის ამოღება გეკრძალებოდა" — თქვა საგუნმა, ამერიკული ავიახაზების ვეტერანმა, რომელსაც საერთაშორისოდ უფრენია ბოინგ 747-ითა და 777-ით.
საგუნის თქმით, უამრავი წვრთნა ტარდებოდა, მათ შორის კაბინაში ეკიპაჟის ინტერაქციის ნამდვილი ვიდეო-კადრების ანალიზი. მაგრამ კამერის წინ პილოტიც და თანაშემწეებიც დაძაბულები იყვნენ. "გარკვეული ხნის შემდეგ ეს პრაქტიკა გააუქმეს" — თქვა მან.
ჯერ უცნობია რა ხანგრძლივი გავლენა ექნება The Rehearsal-ის ბოლო სეზონს საავიაციო წრეებზე. "ხალხი საუბრობს, რამდენად საინტერესოა შოუ და რა საკითხები წამოსწია წინ" — თქვა საგუნმა. "ექნება მას პირდაპირი გავლენა? არ ვიცით. რასაც იგი დანამდვილებით აკეთებს, არის ის, რომ შოუ ყურადღების ცენტრში აქცევს პრობლემებს, ცვლილების მისაღწევად კი სწორედ ეს უნდა გააკეთო".
The Rehearsal-ის მეორე სეზონმა კრიტიკოსების მაღალი შეფასებები დაიმსახურა: Rotten Tomatoes-ზე 97%-იანი რეიტინგით და Metacritic-ზე — 86 ქულით. მიმომხილველები შოუს უწოდებენ გაბედულ, უჩვეულოდ შემაშფოთებელ და ძლიერ ნამუშევარს, რომელიც ამჯერად ავიაციის უსაფრთხოებას ეხება. The Guardian-ის მიხედვით "ქაოტური და ფენომენალურად უხერხული" მეორე სეზონი აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე თამამი სატელევიზიო პროექტი, რომელიც რეალობის, იუმორისა და სოციალური კრიტიკის ზღვარზე მოძრაობს.
ნახეთ სერიალის მეორე სეზონის თრეილერი:
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
კომენტარები