თინა ბოკუჩავა

7 Jul. 2025, 15:11

"თორნიკე რიჟვაძის შავბნელი ისტორია (თვითმკვლელობის ვერსია აშკარად შეთხზულია) ყველა ქოცისთვის გაკვეთილი და გამოფხიზლების საფუძველი უნდა იყოს — მინისტრისთვის თუ პროკურორისთვის, პროპაგანდისტისთვის თუ ბიზნესმენისთვის — ყველა ივანიშვილის მოღალატეობრივი სისტემის ჭანჭიკი ხართ და ეს სიბნელე თქვენამდეც მოვა, აუცილებლად მოვა. ზოგს დაგიჭერთ, ზოგს ქვეყნიდან გაგაქცევთ (ვისაც არ გაგიმართლებთ, ოხანაშვილი დაგადგებათ თავზე და გაიაშვილის დახმარებით, აირზენას სპეცრეისით ისევ საქართველოში აღმოჩნდებით, გახარიასავით ხომ არ უმართლებს ყველას). მძიმე სათქმელია და კი, ზოგს თვითმკვლელობამდე მიგიყვანთ და ზოგს უბრალოდ გაგაქრობთ. ნურავის დაავიწყდება რა აქვს ამ კაცს ნაკეთები 90-იანი წლების რუსეთში. ან ხელისუფლებაში როგორ მოვიდა, მას 10 თვის ბარბარე რაფალიანცის ერთი ციდა გვამზე გადავლაც შეუძლია. მისთვის ადამიანის სიცოცხლეს ჩალის ფასი აქვს, განსაკუთრებით, მათი სიცოცხლის, ვინც იყიდა. ის ხომ თვლის, რომ თქვენი სხეულიც და სულიც მას ეკუთვნის. ასე იცის ეშმაკთან გარიგებამ. გერმანელი ავტორები უყვარს თქვენს პატრონს და ფაუსტი წაიკითხეთ, ბიჭებო.
წაიკითხეთ და მერე ხმა ამოიღეთ სანამ მიწიერი ჯოჯოხეთის დასრულება ერთად შეგვიძლია ამ ქვეყანაში. სანამ
განკითხვის დღეს მარტო დარჩებით.
თავისუფლება პოლიტ პატიმრებს! ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ!"

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თინათინ ბოკუჩავა სოციალური ქსელით ეხმაურება აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  2. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  3. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  4. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  5. რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა

აგვისტოში გრენლანდიის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე მდებარე პეტერმანის მყინვარს უზარმაზარი აისბერგი გამოეყო, რომელიც…