დეკანოზ მამალაძის განმარტება საქმეში არსებული პირადი ცხოვრების ამსახველ ფოტოებზე
ფოტო: აჭარის ტელევიზია / კადრი ვიდეოდან
ე.წ. ციანიდის საქმეზე გასამართლებული დეკანოზი გიორგი მამალაძე განმარტავს, თუ რა არის ასახული პირადი ცხოვრების შემცველ ფოტოებზე, რომელიც საქმის მასალებში იდო. დღეს, 21 სექტემბერს ტვ პირველმა აუდიო მასალა გაავრცელა და აღნიშნა, რომ მასზე დეკანოზ მამალაძის დასკვნითი სიტყვაა ჩაწერილი. ფოტოები გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ციანიდის საქმის მოსამართლემ სასამართლო სხდომა დახურა.
"მე სპეციალურად არ ჩავუღრმავდი იმ უსირცხვილო, უსამართლო და კანონის უზენაესობის დარღვევის განხილვას, რომელსაც დღიდან ჩემი დაკავებისა და განსაკუთრებით ზოგიერთი მოწმის დაკითხვის წინ კადრულობდნენ პროკურატურის მესვეურები", - აცხადებს მამალაძე და ამატებს, რომ ამ გზით, პროკურატურა არასწორი ინფორმაციის გავრცელებას და უწყებისთვის სასურველი პასუხების მიღებას ცდილობდა.
აღნიშნული ფოტოების დეკანოზ მამალაძისეული ინტერპრეტაცია ასეთია:
- ამ ფოტოებში გოგონა, ე.წ. პენუარით სათამაშოებთან ერთად. ეს ფოტოები ამ გოგონას გამოქვეყნებული აქვს თავის სოციალურ ქსელში. მე კი როგორც მისმა მეგობარმა გავაფრთხილე და გადავუგზავნე იმ მოტივით, რომ როგორც მღვდელმა არ იყო სასურველი მსგავსი ფოტოების სოციალურ ქსელში არსებობა.
- მეორე ფოტოზე გამოსახულია სტიქაროსანი, რომელიც მოდელობის საქმიანობით არის დაკავებული და რომელსაც თავისივე სოციალურ ქსელში აქვს ფოტოები გამოქვეყნებული. ხოლო ერთ-ერთმა მოძღვარმა მამა ანდრია თურმანიძემ გადმომიგზავნა ისინი ინფორმაციისთვის, შენი ტაძრის სტიქაროსანს მსგავსი ფოტოები აქვს გამოქვეყნებული და იქნებ გაესაუბროო.
- მესამე ფოტო გახლავთ პირადად ჩემი, სადაც გოგონას ვკოცნი. რაღაც აღშფოთება გამოიწვია ამან, თითქოს არავის არ ქონდეს გოგოზე ნაკოცნი, რომელიც 2006 წელს ზაფხულში ჩემ სასულიერო პირობამდეა გადაღებული.
- მეოთხე ფოტოკოლაჟი გახლავთ ქერათმიანი სექსუალური გარეგნობის გოგონასთან სელფები და მისი ცალკეული ფოტოები. ეს გოგონა გახლავთ ჩემი დისშვილი მამის პირველი ქორწინებიდან.
ტაბულას ინფორმაციით, სტიქაროსანი კობა ფარტენაძე, რომელსაც მამალაძე თავის დასკვნით სიტყვაში ახსენებს, ამბობს, რომ დეკანოზმა სიმართლე თქვა.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. დეკანოზის დაკავების შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ 13 თებერვალს გაავრცელა. მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში დასდეს ბრალი. შორენა თეთრუაშვილი, ილია მეორესთან ერთად, აღნიშნულ პერიოდში ბერლინში იყო, სადაც პატრიარქი მკურნალობდა.
5 სექტემბერს დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები