გოგოები ტექში ანუ გზა ციფრული მომავლისკენ — თეგეტას და სქილვილის ერთობლივი პროექტი გრძელდება
ფოტო: თეგეტა
უკვე ხუთი თვეა, საქველმოქმედო ფონდ ჩართეს ბენეფიციარი 10 სტუდენტი გოგო თეგეტა ჰოლდინგის დაფინანსებით ნეო უნივერსიტეტ „სქილვილში“ ციფრულ პროფესიებს ეუფლება. პროგრამირების, კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების 7-თვიან კურსებს შორის, სტუდენტებმა არჩევანი თავიანთი ინტერესისა და ოცნების მიხედვით გააკეთეს. პროექტი, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას, შესაძლებლობას აძლევს მათ მაღალანაზღაურებად პროფესიებს დაეუფლონ.
პროექტის მიმდინარეობის ხუთი თვის თავზე, თეგეტას სტიპენდიატების ნაწილი რეიტინგებში მოწინავე პოზიციებს იკავებენ და კურსზე, სადაც ციფრულ პროფესიებს 100-მდე სტუდენტი ეუფლება, პირველ ოცეულშიც არიან. როგორც თავად ამბობენ, ტექნოლოგიები, რომლებიც შორიდან მიმზიდველად ეჩვენებოდათ, სწავლის პროცესში რთული, მაგრამ კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა.
მარიამ ქანთარია
ფოტო: თეგეტა
მარიამ ქანთარია, თეგეტას სტიპენდიატი: "პროექტის ფარგლებში გრაფიკულ დიზაინსა და UX/UI დიზაინს ვსწავლობ. ეს დღეს, შეიძლება ითქვას, ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა ბაზარზე, რომელიც მრავალფეროვან, დინამიკურ და კრეატიულ სამუშაოს გვთავაზობს. ხშირ შემთხვევაში გრაფიკული დიზაინერების სამუშაო გრაფიკი მოქნილია, ასევე შეგიძლია, იმუშაო დამოუკიდებლად, რაც ამ პროფესიის დიდ უპირატესობად მიმაჩნია. ზოგადად, პროფესიები, რომლებიც ტექნოლოგიებთანაა კავშირში, ყოველთვის განსაკუთრებულად მაინტერესებდა. მომწონს ისეთი სფეროები, სადაც ახალი ინსტრუმენტების გამოყენება შეგიძლია, მუდმივად სწავლა და განვითარება გჭირდება. ასეთი საქმე საშუალებას გვაძლევს, საკუთარ თავში მუდმივად აღმოვაჩინოთ ახალი შესაძლებლობები. ვფიქრობ, ეს ასპექტები გრაფიკულ დიზაინს გამორჩეულად საინტერესო პროფესიად აქცევს, რაშიც სწავლის დაწყების შემდეგ კიდევ მეტად დავრწმუნდი. როდესაც გავიგე, რომ თეგეტა ამ კურსის გავლის შესაძლებლობას გვაძლევდა, პირველივე წამიდან გადავწყვიტე პროექტში ჩავრთულიყავი და მთელი სულითა და გულით დავწერე სამოტივაციო წერილი, თუ რატომ მსურდა ამ მიმართულებაზე სწავლა. სასიხარულოა, როცა სტიპენდიატები ის სტუდენტები არიან, რომლებსაც რეალურად ესაჭიროებათ ფინანსური მხარდაჭერა თავიანთი პროფესიული ოცნებების ასასრულებლად".
სქილვილი პირველი ნეო უნივერსიტეტია რეგიონში, რომელიც 2018 წლიდანაა განათლების სფეროში ჩართული და სწავლების ინოვაციური მეთოდებით ზრდის მომავლის პროფესიონალებს. უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ თეგეტას სტიპენდიატ სამ წარჩინებულ გოგონას შესაძლებლობა მიეცემა, 3-თვიანი სტაჟირება გაიაროს თეგეტა ჰოლდინგის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ციფრული მარკეტინგის დეპარტამენტებში, დასაქმების პერსპექტივით. მოტივაცია იმდენად ძლიერია, რომ ბარიერი არც გათენებული ღამეებია და არც მუშაობის პარალელურად დავალებების მზადება.
თამარ ყულჯანიშვილი
ფოტო: თეგეტა
თამარ ყულჯანიშვილი, თეგეტას სტიპენდიატი: "პროექტ ჩართე“ მონაწილე გახლავართ. ამავე პროექტის დახმარებით გავიგე, რომ შანსი მქონდა, თეგეტას დაფინანსება მომეპოვებინა და გამევლო კურსი, რომელიც შესაძლებლობას მომცემდა, ჩემთვის სრულიად უცხო სფეროში მომესინჯა ძალები. ავირჩიე პროგრამირება ნულიდან. მიუხედავად იმისა, რომ სიახლეები, ზოგადად, არ მაშინებს, მაინც ვღელავდი — არ ვიცოდი, რამდენად გავართმევდი თავს ამ კურსს. მიხარია, რომ გამომდის. ყველა ლექციის შემდეგ გვაქვს თემატური დავალებები, რაც სწავლის პროცესს, ახალი ინფორმაციის მიღებასა და ათვისებას მნიშვნელოვნად გვიიოლებს. უკვე არაერთ ჯგუფურ პროექტზე ვიმუშავეთ, ვფიქრობ, მზად ვარ, ძალები მარტომაც მოვსინჯო. რთული პროფესიაა, თუმცა მოტივაცია ბევრს წყვეტს. მუშაობის პარალელურად ვსწავლობ, დიდ იმედებს ვამყარებ ამ კურსის წარმატებით დასრულებაზე, ამიტომ მაქსიმალურად მობილიზებული ვარ. ამ თვეების განმავლობაში დავრწმუნდი, რომ ესაა სფერო, რომელიც ნამდვილად მაინტერესებს. სწავლის პროცესში თავს კომფორტულად ვგრძნობ, დანარჩენი, ვფიქრობ, ჩემზეა დამოკიდებული. თეგეტამ და ჩართემ შანსი მომცეს, ჩემი ოცნება რეალობად ვაქციო, ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ ასე მოხდეს.
ქალების მხარდაჭერა და მათი როლის გაძლიერება თეგეტა ჰოლდინგისთვის კორპორაციული მდგრადობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. კომპანია მუდმივად ზრუნავს გენდერულად დაყოფილ პროფესიებში ბარიერების დაძლევაზე და სამუშაო გარემოში ქალებისა და მამაკაცებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნაზე.
თათია ხორბალაძე
ფოტო: თეგეტა
თათია ხორბალაძე, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: "გვიხარია, რომ კიდევ ერთი პროექტი, რომელიც გენდერული სტერეოტიპის დაძლევას ემსახურება წარმატებით მიმდინარეობს და ჩვენი სტიპენდიატები წარჩინებულები არიან კურსზე. რეიტინგები ცხადყოფს, რომ მათ შესანიშნავად აითვისეს ციფრული პროფესიები, რომლებიც სრულიად ახალი სფეროა მათთვის, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ გოგონების ადგილი ტექშია. პროექტის ფარგლებში ვთანამშრომლობთ Tegeta.car-ის პარტნიორ ორგანიზაცია „ჩართესთან“ და შესაძლებლობა გვაქვს, ვიყოთ იმ გოგონების გვერდით, რომლებსაც განსაკუთრებით სჭირდებათ განათლებაზე წვდომა. ვფიქრობ ტექნოლოგიური პროფესიების ათვისება, სამომავლოდ მათ მაღალანაზღაურებად სფეროებში თავიანთი შესაძლებლობების რეალიზებაში დაეხმარება."
პროექტის ფარგლებში ციფრული პროფესიებით დაინტერესებული გოგონები საქველმოქმედო ფონდ ჩართეს ბენეფიციარებს შორის კითხვარისა და გასაუბრებების საფუძველზე შეირჩნენ. პროექტი ჩართე 2017 წლიდან რიგითი მოქალაქეებისა და კომპანიების მხარდაჭერით მიმდინარეობს და რეგიონში მცხოვრები უფროსკლასელებისთვის კომპიუტერების გადაცემას, ინტერნეტის დაფინანსებასა და საგანმანათლებლო მხარდაჭერას უზრუნველყოფს. პროექტში უკვე ჩართულია 2 700-ზე მეტი ახალგაზრდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ" ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ"
გადახედვა
-
"დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს" დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს"
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
კომენტარები