მასკის თქმით, შესაძლებელია, მარსისკენ მისიები 2026 წლიდან შესრულდეს
ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ილონ მასკს მარსთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს. მისმა კომპანია SpaceX-მა ამისთვის რაკეტა Starship შექმნა, რომელიც გამოცდის რეჟიმშია, მაგრამ სამომავლოდ მისი გამოყენება სწორედ მთვარისა და მარსის მისიებში იგეგმება.
ილონ მასკმა ახალხან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც შესაძლებელია, წითელ პლანეტაზე რაკეტა სულ რაღაც 2 წელში გავუშვათ.
"ეს იქნება უეკიპაჟო ფრენები, რათა მარსზე უსაფრთხოდ დაშვების შესაძლებლობა მოვსინჯოთ. თუ მცდელობები წარმატებით ჩაივლის, მარსისკენ პირველი ეკიპაჟიანი მისიები 4 წელში განხორციელდება.
ფრენების სიხშირე ექსპონენციურად გაიზრდება და წითელ პლანეტაზე დაახლოებით 20 წელში მდგრადი ქალაქის აშენების გეგმას მივუახლოვდებით. კაცობრიობის მულტიპლანეტურ ცივილიზაციად გადაქცევა ცნობიერების სიცოცხლის ხანგრძლივობას მნიშვნელოვნად გაზრდის, რადგან კვერცხუჯრედები, პირდაპირი და მეტაბოლური [კვერცხის] მნიშვნელობით, მხოლოდ ერთ პლანეტაზე აღარ გვექნება", — წერს მასკი.
რაც შეეხება რაკეტას, ის ორი საფეხურისგან შედგება, საიდანაც პირველი Super Heavy-ა, რომელიც Raptor-ის ტიპის 33 ძრავითაა აღჭურვილი. მეორე თავად Starship-ია და მასში 6 ძრავაა. ამ აპარატზე დიდ იმედებს ამყარებენ, რადგან მის მრავალჯერად გამოყენებას მთვარისა და მარსის მისიებში აპირებენ.
გეგმის მიხედვით, Starship-ის დახმარებით Artemis 3-ის ეკიპაჟი დედამიწის ერთადერთ ბუნებრივ თანამგზავრზე დაეშვება, რითაც იქ კაცობრიობის დიდი დაბრუნება შედგება. მარსზე კი მასკს კოლონიის დაარსება სურს. ამისთვის იქ ტვირთის, მათ შორის ბაზების ასაშენებლად საჭირო მასალებისა და, რაც მთავარია, ადამიანების ტრანსპორტირებას სწორედ Starship ითავებს.
კომენტარები