სილქ ჰოსფითალითის ორგანიზებით და SOLO-ს მხარდაჭერით, წინანდლის მამულში ჩოგბურთისა და პადელის ტურნირები გაიმართა
ფოტო: SOLO
სილქ ჰოსფითალითის ორგანიზებით, წინანდლის მამულის სასტუმრო რადისონ ქოლექშენში ჩოგბურთისა და პადელის ტურნირები გაიმართა. პროექტის მხარდამჭერია SOLO.
ჩოგბურთის ჩემპიონატში მონაწილეობა 10-მა, პადელის ჩემპიონატში კი 16-მა წყვილმა მიიღო. ტურნირის ფარგლებში მონაწილეებს სხვადასხვა საჩუქარი გადაეცათ.
წინანდლის თასი ყოველწლიური შეჯიბრია, რომელიც უკვე მესამე წელია სილქ ჰოსფითალითის მიერ წინანდლის კორტებზე შერჩეულ წყვილთა შორის ტარდება. ამასთან, წინანდლის მამულის სპორტულ ღონისძიებებს წელს პირველად პადელის ტურნირი შეემატა.
ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სხვადასხვა კულტურულ აქტივობაში ჩართულიყვნენ.
“ვცდილობთ წელიწადის ოთხივე სეზონი საინტერესო იყოს ჩვენი მუდმივი და ახალი სტუმრებისათვის. ამისთვის ხშირად ვმართავთ და ვმასპინძლობთ სხვადასხვა სპორტულ, კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებებს წინანდლის მამულის რადისონ ქოლექშენში. წელს პირველად დაგვემატა პადელის ტურნირი და მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთი სიახლე შევთავაზეთ ჩვენს სტუმრებს. შემოდგომაც გვიახლოვდება და კიდევ ბევრ საინტერესო და გასართობ აქტივობას გპირდებით.“ — აღნიშნავს ნუცა რამიშვილი, სასტუმრო რადისონ ქოლექშენის გენერალური მენეჯერი.
“SOLO განაგრძობს კულტურული და სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერას, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენი მომხმარებლისთვის გამორჩეული გამოცდილების შექმნას. გვახარებს წინანდლის მამულში გამართული ჩოგბურთისა და პადელის ჩემპიონატის მიმართ გამოვლენილი ინტერესი და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი მონაწილე ჩაერთვება ჩვენს ინიციატივაში. ჩვენ კი არ ვჩერდებით და განვაგრძობთ მსგავსი საინტერესო პროექტების მხარდაჭერას“, — აღნიშნავს გიორგი ლობჯანიძე, SOLO და WM მარკეტინგის გუნდის უფროსი.
აღსანიშნავია, რომ 2023-2024 წელს წინანდლის მამულმა რამდენიმე შემეცნებითი და კულტურული ღონისძიება შესთავაზა სტუმრებს, მათ შორის იყო გიორგობისთვე და ქალთა კვირეული, რაშიც SOLO მთავარი მხარდამჭერი იყო. სამომავლოდ კვლავ იგეგმება სხვადასხვა საინტერესო სპორტული, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებების განხორციელება.
ინფორმაციისთვის, ჩოგბურთისა და პადელის ჩემპიონატები სილქ ჰოსფითალითის ორგანიზებით და SOLO-ს მხარდაჭერით გაიმართა. ჩოგბურთის ტურნირის სპონსორი იყო სილქ რივორდსი, პორშე და ბაკურიანი, ხოლო პადელის ტურნირის სპონსორი სილქ რივორდსი, ტოიოტა ცენტრი თეგეტა და ბაკურიანი.
-
რიკარდ იოზვიაკი: EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების პოზიცია იგივეა — საქართველში სერიოზული პოლიტიკური უკუსვლაა რიკარდ იოზვიაკი: EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების პოზიცია იგივეა — საქართველში სერიოზული პოლიტიკური უკუსვლაა
გადახედვა
-
გამოავლინეს 17 "კატასტროფული" საფრთხე, რომლებიც ადამიანებს ამ საუკუნეში გვემუქრება გამოავლინეს 17 "კატასტროფული" საფრთხე, რომლებიც ადამიანებს ამ საუკუნეში გვემუქრება
გადახედვა
-
კობახიძე: აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის შუამავლის გარეშე იმპორტმა შესაძლოა ტარიფი შეამციროს კობახიძე: აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის შუამავლის გარეშე იმპორტმა შესაძლოა ტარიფი შეამციროს
გადახედვა
-
კადრებში რაც ხდება, თავიდან ბოლომდე შეესატყვისება პროპორციულობის პრინციპს — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე კადრებში რაც ხდება, თავიდან ბოლომდე შეესატყვისება პროპორციულობის პრინციპს — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
Avatar: The Last Airbender-ის პრიქველზე მუშაობა დაწყებულია Avatar: The Last Airbender-ის პრიქველზე მუშაობა დაწყებულია
გადახედვა
-
ჩატბოტის გრძნობებზე თამაში აღარ გაგივათ! — Claude-თან მოპყრობაზე შეზღუდვებს აწესებენ ჩატბოტის გრძნობებზე თამაში აღარ გაგივათ! — Claude-თან მოპყრობაზე შეზღუდვებს აწესებენ
გადახედვა
-
ეუთოს თავმჯდომარე იგნაციო კასისი 14-16 ოქტომბერს საქართველოსა და სომხეთს ეწვევა ეუთოს თავმჯდომარე იგნაციო კასისი 14-16 ოქტომბერს საქართველოსა და სომხეთს ეწვევა
გადახედვა
-
ISFED: "ქართული ოცნების" მხარდასაჭერად ორ დღეში 400-ზე მეტი არაავთენტიკური ანგარიში შეიქმნა ISFED: "ქართული ოცნების" მხარდასაჭერად ორ დღეში 400-ზე მეტი არაავთენტიკური ანგარიში შეიქმნა
გადახედვა
-
შესაწირი ყუთი "გაციფრულდა": ტერმინალით გადახდას უკვე ეკლესიაშიც შეძლებთ შესაწირი ყუთი "გაციფრულდა": ტერმინალით გადახდას უკვე ეკლესიაშიც შეძლებთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
"ქართული ოცნების" ლიდერებს რაში სჭირდებათ ყალბი გვერდები? — კახა კალაძე ISFED-ის კვლევაზე "ქართული ოცნების" ლიდერებს რაში სჭირდებათ ყალბი გვერდები? — კახა კალაძე ISFED-ის კვლევაზე
გადახედვა
-
ნახეთ: დააფიქსირეს ოკეანის ბინადარი, რომელმაც მასზე დიდი თევზი გადაყლაპა ნახეთ: დააფიქსირეს ოკეანის ბინადარი, რომელმაც მასზე დიდი თევზი გადაყლაპა
გადახედვა
-
ფრინველებსაც აქვთ დიალექტები — რატომ ჭიკჭიკებენ ისინი სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულად? ფრინველებსაც აქვთ დიალექტები — რატომ ჭიკჭიკებენ ისინი სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულად?
გადახედვა
-
EU-მა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებულ 1 600-მდე ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა EU-მა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებულ 1 600-მდე ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: დევნილები საცხოვრისის მაგივრად ფულად კომპენსაციას მიიღებენ — ₾10 000-ს ოჯახის თითოეულ წევრზე ირაკლი კობახიძე: დევნილები საცხოვრისის მაგივრად ფულად კომპენსაციას მიიღებენ — ₾10 000-ს ოჯახის თითოეულ წევრზე
გადახედვა
-
მთავრობა 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიას დამატებით 25 ლარით ზრდის მთავრობა 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიას დამატებით 25 ლარით ზრდის
გადახედვა
-
"გაუგებარია, გაერკვევა საქართველოს მთავრობა" — პაპუაშვილი ქართული პროდუქციის რუსეთში იმპორტის აკრძალვაზე "გაუგებარია, გაერკვევა საქართველოს მთავრობა" — პაპუაშვილი ქართული პროდუქციის რუსეთში იმპორტის აკრძალვაზე
გადახედვა
-
როგორ ვჭამოთ წყალი? როგორ ვჭამოთ წყალი?
-
"ქართულ ოცნებას" ყველაფერი ყალბი და ხელოვნური სძულს და უყვარს და პატივს სცემს ყველაფერს ნამდვილს — შალვა პაპუაშვილი ყალბ ანგარიშებზე "ქართულ ოცნებას" ყველაფერი ყალბი და ხელოვნური სძულს და უყვარს და პატივს სცემს ყველაფერს ნამდვილს — შალვა პაპუაშვილი ყალბ ანგარიშებზე
გადახედვა
-
გამოძიების განახლების მოთხოვნით თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა პროკურატურასთან აქცია დღესაც გამართეს გამოძიების განახლების მოთხოვნით თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა პროკურატურასთან აქცია დღესაც გამართეს
გადახედვა
-
ევროპული წარმოების SeaWill-ისა და Food Luck-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია ევროპული წარმოების SeaWill-ისა და Food Luck-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
კომენტარები