Google-ის DeepMind-მა ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტი წარადგინა, რომელიც მაგიდის ჩოგბურთს თამაშობს. შემქმნელების თქმით, მას საშუალო დონის მოთამაშის დამარცხება შეუძლია.

X-ზე კომპანიის მიერ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მაგიდის ჩოგბურთის ასე კარგად თამაში სხვა რობოტს არ შეუძლია. შემქმნელებმა ვიდეოც გაავრცელეს, სადაც ნაჩვენებია თუ რამდენად კარგად ფლობს რობოტი ჩოგანს.

DeepMind-ის მკვლევრების თქმით, სპორტული აქტივობები კომპლექსურ გამოთვლებს საჭიროებს, მაგრამ ეტაპობრივად ამ სფეროში რობოტებიც შემოდიან. ეს სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ წლებთან ერთად რობოტიკა სულ უფრო ვითარდება.

DeepMind-ის გამოგონება ერთადერთი რობოტი არაა, რომელსაც მაგიდის ჩოგბურთის თამაში შეუძლია. OMRON Robotics-მაც შეიმუშავა რობოტი, რომელიც ადამიანებს მაგიდის ჩოგბურთის თამაშის სწავლაში დაეხმარება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.