ნონა ქურდოვანიძე

23 Jul. 2024, 11:16

საერთო სასამართლოს არ ჰქონდა უფლება პრეზიდენტის განკარგულება შეეჩერებინა და საერთოდ, ეს საქმე არ უნდა მიეღო წარმოებაში, ეს კონსტიტუციასთან სრულიად შეუსაბამოა.

რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან ცუდი პრეცედენტი, როდესაც სამწუხაროდ, სასამართლო სისტემა ცდილობს, საკუთარი გავლენების გამოყენებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ დაუშვას ერთი განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანიც კი, რომელსაც არც კი შეეძლო იუსტიციის უმაღლესო საბჭოს საქმიანობაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში რაიმე არსებითი გავლენა მოეხდინა.

უბრალოდ, მხოლოდ ის შეეძლო, რომ უფრო მეტი საჯაროობა მოეთხოვა, რაც ახლა არის ფაქტობრივად, განულებული, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო არც თანამშრომლობს საზოგადოებასთან, ორგანიზაციებთან, მედიასთან და საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციებს, როგორც წესი, ვერ ვიღებთ.

დამოუკიდებელ წევრს შეეძლო კრიტიკული ხმა გაეჟღერებინა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ეს არის წარმოუდგენელი რამ, როდესაც კონსტიტუციის მთავარი დანაწესი, რომ პრეზიდენტია უფლებამოსილი დანიშნოს დამოუკიდებელი წევრი, მიითვისა საერთო სასამართლომ და მან გადაწყვიტა, რომ თვითონ გააკონტროლებს, ვინ გახდება პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრი საერთო სასამართლოში

განაცხადა მედიასთან ნონა ქურდოვანიძემ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ.

გუშინ, 22 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ განაცხადა, რომ პრეზიდენტის განკარგულება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ, შეჩერებულია


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  2. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
  3. ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება
  4. საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
  5. ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ეუთოს თავმჯდომარე იგნაციო კასისი 14-16 ოქტომბერს საქართველოსა და სომხეთს ეწვევა

იგნაციო კასისი, შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის…