“გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით“ — ყველაფერი m²-ის ახალ გზავნილზე
ფოტო: m²
ყოველდღიური ვალდებულებები და საფიქრალი ხშირად გვაკარგვინებს იმის შეგრძნებას, რა გვინდა რეალურად და ვინ ვართ სინამდვილეში. თანაც, ამ ყველაფერს შიშების დაძლევა და გაბედვა სჭირდება, რაც სათქმელად უფრო მარტივი ამბავია ხოლმე, ვიდრე განსახორციელებლად. გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით — ამ გზავნილით m²-მა ვიდეორგოლი გამოუშვა, რომლითაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ საკუთარ სურვილებს გასაქანი უნდა მივცეთ და აუცილებლად გავბედოთ ისე ცხოვრება, როგორც გვინდა.
ვიდეორგოლი m²-ის უკვე არსებული, გრძელვადიანი კამპანიის გაგრძელებაა. დეველოპერული კომპანის გზავნილი აქამდე იცხოვრე უკეთესად იყო, რომელიც ბრენდის მიდგომების გაფართოებასთან ერთად შეიცვალა ახალი შეტყობინებით — იცხოვრე შენი ცხოვრებით, რაც კომპანიის ფილოსოფიას კიდევ უფრო ზუსტად მოერგო. წელს ამ გზავნილს ახალი მოწოდება — გაბედე დაემატა.
განახლებულ სლოგანზე, კომპანიის ღირებულებებსა და იდენტობაზე ბრენდის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ირინა დუმბაძეს ვესაუბრეთ.
ფოტო: m²
“სეგმენტი, რომლისთვისაც m² იქმნება, ყველაზე აქტიურ, შრომისმოყვარე და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებს აერთიანებს, თუმცა, როგორც კვლევამ აჩვენა, მათ უჭირთ, მოუსმინონ და ყურადღება დაუთმონ საკუთარ თავებს, იზრუნონ პირად სიამოვნებაზე. ეს, ერთი შეხედვით, თითქოს ადვილია, მაგრამ გასაბედად ძალიან რთული. ბევრი ადამიანი ვერ ბედავს, მიჰყვეს სურვილების რეალიზაციას და იცხოვროს საკუთარი ცხოვრებით. უარის თქმას, თანხმობას, ყველაფერს სჭირდება გაბედვა, რასაც ხშირად ხელს უშლის სიახლის მიღების და სტაბილურობის დაკარგვის შიში. სინამდვილეში გაბედვა ცვლის ყველაფერს და სწორედ აქედან იწყება საინტერესოც: მას შემდეგ, რაც ვბედავთ, ვიწყებთ საკუთარი ცხოვრებით ცხოვრებას, ჩვენი თავის მოსმენას და გამოვდივართ ჩარჩოებიდან.“ — გვიყვება ირინა დუმბაძე.
სწორედ ასე მივიდა m² განახლებულ გზავნილამდე: გაბედე — იცხოვრე შენი ცხოვრებით.
m²-ისთვის, როგორც ბრენდისთვის მნიშვნელოვანია, საზოგადოებასთან ერთად ვითარდებოდეს და ქმნიდეს ისეთ სივრცეებს, სადაც ადამიანები დაუახლოვდებიან საკუთარ თავს. სწორედ ამიტომ კომპანიის გზავნილებიც თვითრეალიზაციისკენ არის მიმართული და თავისუფლების იდეას ეფუძნება.
“ჩვენი მიზანია, არამხოლოდ პროდუქტით, არამედ ღირებულებებით და ფასეულობებითაც დავუკავშირდეთ მომხმარებლებს და ჩვენ შორის კავშირი დაეფუძნოს ემოციებს. ეს კამპანიაც ემოციურია და მიზნად ისახავს ადამიანების მოტივირებას, აკეთონ დიდი საქმეები, ან თუნდაც — პატარა, ეს მათზეა დამოკიდებული.“
ფოტო: m²
კამპანიის ფარგლებში m²-მა სააგენტო მოზაიკასთან ითანამშრომლა და როგორც ირინა გვიყვება, თანამშრომლობა წარმატებული გამოდგა და მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესოდ წარიმართა
წამყვანი დეველოპერული კომპანიის, m²-ის მთავარი ღირებულებები თავისუფლება, ზრუნვაზე ფოკუსირება, ინოვაცია და მუდმივი განვითარებაა. ბრენდი ამ იდეების ერთგულებას მომავალშიც გააგრძელებს, ახალი გზავნილი კი — გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით — ყველა პროექტის მთავარი სათქმელი იქნება
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა

კომენტარები