ალეკო ელისაშვილი

13 Jun. 2024, 15:16

2 თვეა ასე წელათრევით აწარმოებენ გამოძიებას და გამოძიების შედეგი არის, რომ არცერთი პოლიციელისთვის ბრალი არ წარუდგენიათ, დაკითხულებიც კი არ არიან.

კიდევ უფრო მეტი, დაზარალებულადაც არ მცნობს სპეციალური საგამოძიებო სამსახური. მეტი რაღა უნდა დავზარალებულიყავი, ნეკნი მომტეხეს, სახეზეც მეტყობოდა როგორი ნაცემი ვიყავი, კადრებშიც ჩანდა როგორ მონდომებით მირტყამდნენ და დაზარალებულადაც არ მცნეს.

ასეთ სამარცხვინო საგამოძიებო სტრუქტურები და ხელისუფლება ჰყავს ქვეყანას. რატომ არ მცნობენ დაზარალებულად, რეალურად რომ ვთქვა, ესენი სპეციალურად არ ატარებენ გამოძიებას, თუ ვიქნები დაზარალებული, ყველა მასალაზე წვდომა უნდა გვქონდეს მეც და ჩემს ადვოკატსაც.

ჩემი ადვოკატი ყოველ ჯერზე ეხმიანება, მაგრამ არა. არ უნდათ გაამხილონ იმ პოლიციელების ვინაობა, ვითომ ვერ გაარკვიეს. ორი თვეა შსს-ს უგზავნიან კადრებს, ხომ არ იცით, ვინ არიან ეს თქვენი თანამშრომლებიო და ისინი ეუბნებიან არ ვიცით.

ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ოცნება, რომელიც ბანდად არის გადაქცეული, დღეისათვის ეყრდნობიან ორ რესურსს.

ერთია, ეს ვიღაც ქეციანი ზონდერები, რომლებიც ადამიანებს ქუჩაში ხვდებიან, თავს ესხმიან და ასისხლიანებენ და მეორე, მოძალადე პოლიციელები, რომლებსაც ხელი რომ ახლონ, ჩამოეშლებათ მთელი ეს ძალადობრივ-მაგნიტური სახელისუფლებო ვერტიკალი. ამიტომ არ აკეთებენ.

მე მოვედი აქ, რომ შევახსენო მათ, რომ როდესაც ეს ხელისუფლება შეიცვლება, აუცილებლად ყველა ის დამნაშავე დაისჯება, რომელიც ჩემს მიმართ ძალადობაში მონაწილეობდა.

განაცხადა ალეკო ელისაშვილმა, პარტია მოქალაქეების ლიდერმა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მისვლის შემდეგ.

17 აპრილს, მთავრობის ადმინისტრაციასთან, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე, მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ელისაშვილის თქმით, ვაჟა სირაძის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროს დავალებით, პოლიცია მას გამეტებით ურტყამდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. როგორი იქნება რუსთაველის გამზირი რეაბილიტაციის შემდეგ? | ფოტოები
  2. დააკავეს კაცი, რომელმაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს დაარტყა
  3. ვუთხარი პოლიციას, წაეღოთ იარაღი, წაიღეს და უკან დააბრუნეს — ვაკეში სროლაში ბრალდებულის დედა
  4. თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება აეკრძალათ
  5. ვერაზე მომხდარი სროლის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს. მათი ცნობით, 23 ივლისის საღამოს…