Touch.Point-ის სრული პროგრამა ცნობილია
სულ რამდენიმე დღეში, 14 ივნისს საერთაშორისო მარტექ ფესტივალი — Touch.Point გაიმართება. სრული პროგრამა უკვე ცნობილია.
თუ მარკეტინგის სფეროში ხარ და ეძებ სწრაფ გზას პროფესიული ზრდისთვის, ახალი კონტაქტებისთვის, უბრალოდ ინსპირაციისთვის, გირჩევთ არ გამოტოვოთ ეს ერთდღიანი თავგადასავალი.
ფესტივალი გააერთიანებს 2 სცენას, 20-ზე მეტ სესიას, პრეზენტაციებს, პანელურ დისკუსეიბს. სპიკერებს შორის არიან წამყვანი პროფესიონალები ისეთი კომპანიებიდან, როგორიცაა: Spotify, Meta, Google, Volvo Cars, DAVID Madrid, NETFLIX, PUMA და ა.შ. ასევე Nike-ის კამპანიების კრეატიული დირექტორი, კალიფორნიული სტარტაპ Copysight AI-ის დამფუძნებელი, სოც მედია კომუნიკაციის დედად წოდებული — Dot Lung, Setanta-ს საერთაშორისო გაყიდვების დირექტორი, Maretech Institute-ის დამფუძნებელი და ბევრი სხვა.
4 ვორქშოფი იქნება წაროდგენილი დღის განმავლობაში:
- Martech or Crash: Why Your AI is Doomed Without the Right Stack
- Mastering Reels: Creating Video Content on Your Phone
- Compressing the creative pipeline - from challenge to execution in 90 minutes.
- Pathfinder: Your Interactive Go-To-Market Mapping Session
ფესტივალის ნაწილია სტარტაპ შოუქეისი, რომელიც 7 მოწინავე მარტექ სტარტაპს გაგაცნობს. საშუალება გექნება მათ დამფუძნებლებს ადგილზე გაესაუბრო და სრული ინფორმაცია მიიღო პროდუქტზე.
დღის ბოლოს დიდ ეკრანზე ერთად ვუყურებთ EURO24-ის გახნას და პირველ მატჩს. ამ ნაწილში ყველა დელეგატს ექნება საშუალება ფესტივალზე +3 მეგობარი დაპატიჟოს და მათან ერთად იზეიმოს ისტორიული საფეხბურთო მოვლენის დაწყება.
კომენტარები