Nvidia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ვიდეოთამაშების მომავალზე ისაუბრა
ჯენსენ ჰუანგის თქმით, მალე ვიდეოთამაშების ყოველი კომპონენტი ხელოვნური ინტელექტის მიერ იქნება გენერირებული.
Nvidia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯენსენ ჰუანგმა თავის კომპანიაზე და ვიდეოთამაშების მომავალზე ისაუბრა. მისი თქმით, მალე ვიდეოთამაშების ყოველი კომპონენტი ხელოვნური ინტელექტის მიერ იქნება დაგენერირებული.
ჰუანი ამბობს, რომ ვიდეოთამაშებში ხელოვნური ინტელექტის როლი სულ უფრო იზრდება. ისეთი ფუნქციები, როგორიცაა DLSS, რომელიც მხოლოდ Nvidia-ს თანამედროვე ჩიპებზე მუშაობს, იყენებს AI-ს კადრების სიხშირის გასაზრდელად და უფრო მაღალი გარჩევადობის სურათების შესაქმნელად. სწორედ ამისთვის DLSS კომპიუტერული თამაშების უმნიშვნელოვანესი კომპონენტი გახდა.
"ჩვენ ამისთვის ხელოვნურ ინტელექტს უკვე აქტიურად ვიყენებთ. მომავალში ხელოვნური ინტელექტი დააგენერირებს ტექსტურებსა და ობიექტებსაც კი. ასე რომ, ობიექტები უფრო მაღალი გარჩევადობის იქნება. მომავალში თამაშები სულ უფრო და უფრო დახვეწილი გახდება", — თქვა ჰუანგმა ტაიპეიში Computex-ის ტექნოლოგიურ გამოფენაზე.
ცრუ მეგობრები
ეს მხოლოდ გრაფიკაზე არ აისახება. მაგალითად, ღია სამყაროს თამაშები შეიძლება სრულად ხელოვნური ინტელექტის მიერ იყოს გენერირებული. ასეთ სამყაროში თქვენი მოწინააღმდეგე არა ადამიანი, არამედ ხელოვნური ინტელექტი იქნება. ხელოვნური ინტელექტი ითამაშებს ზუსტად ისე, როგორც ამას ადამიანები ონლაინ შვრებიან.
"თქვენ შეგეძლებათ ითამაშოთ ქსელში ხელოვნურ ინტელექტთან ერთად. სისტემა დაგიმახსოვრებთ და გეთამაშებათ ისე, როგორც ამას რეალური ადამიანი იზამდა", — თქვა ჰუანგმა.
Nvidia უკვე დიდი ხანია რაც ჩიპების ბაზარზე დომინირებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში Nividia 3 ტრილიონ დოლარიანი კომპანია გახდა და ამაში უდიდესი როლი ზუსტადაც რომ AI ჩიპებს აქვს.
ეს იმის ნიშანია, რომ ხელოვნური ინტელექტი ვიდეოთამაშების ინდუსტრიაში სულ უფრო დიდ როლს ასრულებს.
კომენტარები