12 სერიალი, რომელიც ამ ზაფხულს უნდა ნახო
ფოტო: Netflix / HBO
ზაფხულთან ერთად, დიდხნიანი ლოდინის შემდეგ, შენი საყვარელი შოუების გამოსვლაც ახლოვდება. წელს რომანტიკული კომედიებითაც შეგვიძლია ზაფხულის დღეების გაყვანა, არც კომედიის მოყვარულები მოიწყენენ და არც დეტექტივის ფანები დარჩებიან უყურადღებოდ. დროა, სია გაამზადო, რომელი სერიალების ყურებაში აპირებ გათენებას. ამ სტატიაში 12 შოუ ავარჩიეთ, რომელიც ზაფხულს საინტერესოდ გაგაყვანინებს.
1. ერიკი / Eric
ფოტო: Netflix
ეს სია ნეტფლიქსის ახალი დეტექტიური სერიალით უნდა დავიწყოთ, რომელშიც მთავარ როლს, არც მეტი, არც ნაკლები, ბენედიქტ კამბერბეჩი ითამაშებს! შოუს სიუჟეტი 80-იანების ნიუ-იორკში ვითარდება. ცნობილი ბრიტანელი მსახიობი ამჯერად მამის როლს ირგებს, რომლის 9 წლის შვილი ედგარი ერთ დილას სკოლაში მიმავალი გაუჩინარდება. ბენედიქტის პერსონაჟ ვინსენტს სჯერა, რომ ედგარის დახატულ ურჩხულ ერიკს თუ გააცოცხლებს, ის შვილის პოვნაში დაეხმარება.
პრემიერის თარიღი: 30 მაისი
2. უდანაშაულობის პრეზუმფცია / Presumed Innocent
ფოტო: Apple TV+
დეტექტივის მოყვარულებს ამ ზაფხულს კიდევ ერთი სიახლე ელით. სერიალი უდანაშაულობის პრეზუმფცია ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით გადაიღეს. შოუში მთავარ როლს, ჯეიკ ჯილენჰოლი ირგებს და პროკურორის მოადგილეს განასახიერებს. მას რომანტიკული პარტნიორის მკვლელობაში სდებენ ბრალს, რომელთანაც ცოლს ღალატობდა. ვნახოთ, შეძლებს თუ არა ჯეიკის გმირი სასამართლოზე თავის მართლებას და პარალელურად, ქორწინების გადარჩენასაც.
პრემიერის თარიღი: 12 ივნისი
3. ბრიჯერტონი / Bridgerton (მე-3 სეზონის მე-2 ნაწილი)
ფოტო: Netflix
ნეტფლიქსის ცნობილი სერიალი Bridgerton ეკრანებზე ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, თუმცა ჯერჯერობით ახალი სეზონის მხოლოდ რამდენიმე სერია ვიხილეთ. ამჯერად პოპულარული შოუ კოლინისა და პენელოპის სიყვარულის ისტორიის გარშემო ვითარდება. შოუს ერთგულმა მაყურებლებმა უკვე იციან, რომ პენელოპის კოლინი პირველივე სეზონიდან მოსწონდა, თუმცა ბრიჯერტონი მას მხოლოდ მეგობრობით პასუხობდა. სწორედ ამის გამო, მე-3 სეზონის დასაწყისში პენელოპი კოლინის დავიწყებას და საქმროს პოვნას გადაწყვეტს, თუმცა თანდათან ნათელი ხდება, რომ კოლინის გრძნობები პენელოპის მიმართ მეგობრული სულაც არაა.
Bridgerton-ის ინსპირაცია ჯულია ქუინის ბრიჯერტონების ოჯახზე შექმნილი რომანების სერია გახდა. თითოეული სეზონი ოჯახის და-ძმებიდან ერთ-ერთის სასიყვარულო ისტორიაზე მოგვითხრობს.
პრემიერის თარიღი: პირველი ნაწილი — 16 მაისი, მეორე ნაწილი — 13 ივნისი
4. ბიჭები / The Boys (მე-4 სეზონი)
ფოტო: Prime Video
თითქმის 2-წლიანი პაუზის შემდეგ სერიალი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება! ზებუნებრივის სცენარისტ ერიკ კრიპკეს პოლიტიკური სატირა კომიქსების მიხედვითაა გადაღებული და ადამიანების სამყაროში მოხვედრილ სუპერგმირებზე მოგვითხრობს.
მარველის ფილმებისგან განსხვავებით, შოუში სუპერგმირები სამყაროს გადარჩენის ნაცვლად, საკუთარი ძალაუფლებითა და პოპულარულობით ბოროტად სარგებლობენ, მათ შესაჩერებლად კი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანები ერთიანდებიან. ახალ სეზონში სერიალს Supernatural-ის მსახიობ ჯეფრი დინ მორგანი უერთდება. ბიჭების მე-4 სეზონიც ამაღელვებელ თავგადასავლებსა და მორიგ სახიფათო მოგზაურობას გვპირდება.
პრემიერის თარიღი: 13 ივნისი
5. დრაკონის სახლი / House of the Dragon (მე-2 სეზონი)
ფოტო: HBO
House of the Dragon-ის ფანებს კარგი ზაფხული ელით, რადგან შოუს ახალ სეზონს სულ მალე ვიხილავთ! ტარგარიანთა ოჯახში ტახტისთვის ბრძოლა გრძელდება და საბოლოოდ უნდა გაირკვეს, რომელი გმირი ვის დაუჭერს მხარს.
House of the Dragon სამეფო კარის თამაშების სამყაროზე გადაღებული სერიალია, რომელიც პოპულარული გამოსვლისთანავე გახდა. სერიალში მიმდინარე მოვლენები სამეფო კარის თამაშებში ასახულ ისტორიამდე 200 წლით ადრე მოხდა. სატელევიზიო შოუს ჯ.რ.რ. მარტინის წიგნების სერია Fire And Blood-ის მიხედვით იღებენ. სერიალის მე-2 სეზონში სიახლეებსაც უნდა ველოდოთ — შოუს ახალი მსახიობები უერთდებიან, მათ შორის, ტომ ტეილორი, კლინტონ ლიბერტი, ჯეიმი კენა და სხვები.
პრემიერის თარიღი: 16 ივნისი
6. დათვი / The Bear (მე-3 სეზონი)
ფოტო: FX
დარწმუნებულები ვართ, რომ კომედიური დრამა The Bear და კარმი ბერზატო თქვენც მოგენატრათ. შოუს მთავარი გმირი ახალგაზრდა შეფ-მზარეულია, რომელიც ძმის თვითმკვლელობის შემდეგ სენდვიჩების რესტორანს ჩაიბარებს.
ბერზატო წარმატებულ კარიერაზე უარს ამბობს და მშობლიურ ჩიკაგოში ბრუნდება, სადაც ძმის დატოვებული ვალები, სამზარეულოს ჟანგიანი ტექნიკა და უმართავი პერსონალი ხვდება, პარალელურად კი ოჯახურ ტრავმასთან გამკლავებას ცდილობს. მზარეულის როლს Shameless-ის ვარსკვლავი ჯერემი ალენ უაიტი ასრულებს.
პრემიერის თარიღი: 27 ივნისი
7. ჩემი ქალბატონი ჯეინი / My Lady Jane
ფოტო: Amazon Prime Video
ჩემი ქალბატონი ჯეინი ბესტსელერი სერიის, The Lady Janies-ის, მიხედვით გადაიღეს. შოუ ისტორიულ ფიგურაზე, ჯეინ გრეიზე გვიყვება, რომელიც მე-16 საუკუნეში დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე იყო, თუმცა დედოფლობა მხოლოდ 9 დღით დასცალდა. 17 წლის ჯეინი მერი ტიუდორმა ღალატის გამო სიკვდილით დასაჯა და ტახტზე თავად ავიდა. სერიალში ყველაფერი რეალური ისტორიის მიხედვით კი არ ხდება, არამედ "როგორც უნდა მომხდარიყო". შოუ გვიყვება, რა ბედი ეწეოდა ჯეინს, რომ გადარჩენილიყო და სასტიკ ბედს გაქცეოდა.
პრემიერის თარიღი: 27 ივნისი
8. ქალი ტბაში / Lady in the Lake
ფოტო: Apple TV+
ნატალი პორტმანის ფილმებს თუ კარგად იცნობ, ისიც გეცოდინება, რომ წინ დიდი სიამოვნება გელის, რადგან ამ სერიალის მთავარი პერსონაჟის როლს სწორედ ის ასრულებს! მედი შვარცი საიდუმლო წარსულის გადაფარვასა და ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობს, რისთვისაც ის გამომძიებელი ჟურნალისტი ხდება. მედის ისტორიის პარალელურად, კიდევ ერთი მთავარი გმირის, კლეოს ცხოვრებასაც ვხედავთ, თუმცა მისი მოულოდნელი სიკვდილი უეცრად ყველაფერს თავდაყირა დააყენებს.
პრემიერის თარიღი: 19 ივლისი
9. დეკამერონი / The Decameron
ფოტო: Netflix
დეკამერონი კომედიური ჟანრის ახალი სერიალია, რომლის მოქმედებაც მე-14 საუკუნის იტალიაში მიმდინარეობს. მაშინ, როდესაც ფლორენციას შავი ჭირი მოედება, რამდენიმე დიდგვაროვანი გადაწყვეტს, ოჯახებთან და მსახურებთან ერთად, თავი ვილას შეაფარონ და მომაკვდინებელ სენს ასე გაექცნენ. მართალია, თავდაპირველად ეს იდეა ყველას მოსწონს, თუმცა, საბოლოოდ, ერთ ჭერქვეშ აღმოჩენილი ადამიანები სხვადასხვა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდებიან და გადარჩენისთვის იწყებენ ბრძოლას.
პრემიერის თარიღი: ივლისი, 2024
10. აკადემია ამბრელა / The Umbrella Academy (მე-4 სეზონი)
ფოტო: Netfli
კომიქსებზე დაფუძნებული The Umbrella Academy პირველად 2019 წელს ვიხილეთ. გამოშვებიდან პირველ თვეში ის 45 მილიონზე მეტმა მაყურებელმა ნახა, რითაც წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი გახდა. ამის შემდეგ შოუ პოპულარობას უკვე რამდენიმე წელია ინარჩუნებს. როგორც ვიცით, ამ სეზონში ახალ პერსონაჟებსა და ბოროტმოქმედებს უნდა ველოდოთ.
პრემიერის თარიღი: 8 აგვისტო
11. ემილი პარიზში / Emily in Paris (მე-4 სეზონი)
ფოტო: Netf
ამ ზაფხულს არც რომანტიკული კომედიების მოყვარულები მოიწყენთ, რადგან ემილი პარიზში ბრუნდება! ემილი ამჯერად იტალიიდან გვიბრუნდება და ლამაზ იტალიურ ხედებს, იქაურ მოდას და მეტ დრამას გვპირდება. წინ ახალი თავგადასავლები გველოდება, მთავარ გმირს კი ბევრი რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.
პრემიერის თარიღი: პირველი ნაწილი — 15 აგვისტო, მეორე ნაწილი — 12 სექტემბერი
12. მხოლოდ შენობაში მომხდარი მკვლელობები / Only Murders in the Building (მე-4 სეზონი)
ფოტო: Hulu
Hulu-ს კომედიური დრამა სიახლეებს გვპირდება. ახალ სეზონში შოუს მთავარ გმირებს ჰოლივუდში იწვევენ და მათი პოდკასტის მიხედვით ფილმის გადაღებას სთავაზობენ. სერიალში მთავარ როლებს სელენა გომესი, სტივ მარტინი და მარტინ შორთი ასრულებენ, რომელთაც წინა სეზონში მერილ სტრიპიც შეუერთდათ. ამჯერად შოუში კიდევ უფრო მეტ ახალ სახეს ვიხილავთ, მათ შორის, იუჯინ ლევის, მელისა მაკარტნის, ჯეინ ლინჩსა და სხვებს.
პრემიერის თარიღი: 27 აგვისტო
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
-
მეუფე გრიგოლი: მეუფე ისაია არის კერძო შემთხვევა და ამას განხილვა სჭირდებოდა როგორც კერძო შემთხვევას მეუფე გრიგოლი: მეუფე ისაია არის კერძო შემთხვევა და ამას განხილვა სჭირდებოდა როგორც კერძო შემთხვევას
გადახედვა
-
EU-სა და მსოფლიოს სხვა ლიდერები სომხეთში EPC-ის სამიტზე ჩავიდნენ EU-სა და მსოფლიოს სხვა ლიდერები სომხეთში EPC-ის სამიტზე ჩავიდნენ
გადახედვა
-
იმედი L მზის პანელების კომპანიების ქონების დამზღვევი და სტრატეგიული პარტნიორია იმედი L მზის პანელების კომპანიების ქონების დამზღვევი და სტრატეგიული პარტნიორია
-
მამამ მატარებლის ქვეშ ჩავარდნილი შვილის სიცოცხლე გადაარჩინა — ნახეთ ვიდეო მამამ მატარებლის ქვეშ ჩავარდნილი შვილის სიცოცხლე გადაარჩინა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
გდდ-ის ხელმძღვანელი ბაადურ შენგელია გახდა გდდ-ის ხელმძღვანელი ბაადურ შენგელია გახდა
გადახედვა
-
მედიის წინააღმდეგ დეზინფორმაციისა და დისკრედიტაციის ანგარიში — 2025-2026 წლების ტენდენციები მედიის წინააღმდეგ დეზინფორმაციისა და დისკრედიტაციის ანგარიში — 2025-2026 წლების ტენდენციები
გადახედვა
-
RFE/RL-ს რუსულენოვანი განყოფილება "ეხო კავკაზა" დაიხურა RFE/RL-ს რუსულენოვანი განყოფილება "ეხო კავკაზა" დაიხურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება, მივმართო ევროპელ ლიდერებს ირაკლი კობახიძე: მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება, მივმართო ევროპელ ლიდერებს
გადახედვა
-
შექმნეს ყურსასმენი, რომელიც მომხმარებლის ტვინის სიგნალებს კითხულობს შექმნეს ყურსასმენი, რომელიც მომხმარებლის ტვინის სიგნალებს კითხულობს
გადახედვა
-
სამეცნიერო დოკუმენტური ფილმების ფესტივალი ილიაუნიში სამეცნიერო დოკუმენტური ფილმების ფესტივალი ილიაუნიში
-
ბზიკებმა ევროვიზიის სცენაზე პირველი რეპეტიცია გაიარეს — ნახეთ ფოტოები ბზიკებმა ევროვიზიის სცენაზე პირველი რეპეტიცია გაიარეს — ნახეთ ფოტოები
-
როცა "რობოტი" ადამიანს გვირჩევნია: მეცნიერებმა ჩატბოტებზე "ადიქციის" ფენომენი გამოიკვლიეს როცა "რობოტი" ადამიანს გვირჩევნია: მეცნიერებმა ჩატბოტებზე "ადიქციის" ფენომენი გამოიკვლიეს
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა კლიტორის სრული ნერვული ქსელი 3D-ში ასახეს ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა კლიტორის სრული ნერვული ქსელი 3D-ში ასახეს
გადახედვა
-
ბოლო 100 წელიწადში ადამიანის თავის ქალა მნიშვნელოვნად შეიცვალა ბოლო 100 წელიწადში ადამიანის თავის ქალა მნიშვნელოვნად შეიცვალა
გადახედვა
-
"მონიტორი": ვის ინტერესებს ემსახურება სიგარეტზე აქციზის შერჩევითი ცვლილება? "მონიტორი": ვის ინტერესებს ემსახურება სიგარეტზე აქციზის შერჩევითი ცვლილება?
გადახედვა
-
როგორ იწმინდება მთის მდინარე თავისით — დინების, ქვებისა და ჟანგბადის უხილავი მექანიზმი როგორ იწმინდება მთის მდინარე თავისით — დინების, ქვებისა და ჟანგბადის უხილავი მექანიზმი
-
შალვა კერესელიძე: [ოცნების] ჯადოსნური ჯოხი მხოლოდ მათ ჯიბეებს ზრდის, მაგრამ ფასებს ვერ ამცირებს შალვა კერესელიძე: [ოცნების] ჯადოსნური ჯოხი მხოლოდ მათ ჯიბეებს ზრდის, მაგრამ ფასებს ვერ ამცირებს
გადახედვა
-
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მაკა ბოჭორიშვილი მიიღო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
გადახედვა
-
ვაჟა ბერიაშვილის როლი თიბისის საერთაშორისო წარმატებაში ვაჟა ბერიაშვილის როლი თიბისის საერთაშორისო წარმატებაში
-
ავიახაზებმა დაკარგეს ოსკარი, რომელიც ფრენამდე რეჟისორს ბარგში ჩააბარებინეს ავიახაზებმა დაკარგეს ოსკარი, რომელიც ფრენამდე რეჟისორს ბარგში ჩააბარებინეს
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა ევროპარლამენტთან ურთიერთობა გაწყვიტა აზერბაიჯანმა ევროპარლამენტთან ურთიერთობა გაწყვიტა
გადახედვა

კომენტარები