DRI: აქციის მონაწილეთა მიმართ გამოყენებული ფიზიკური ანგარიშსწორება ვერ ჩაითვლება კანონიერ საპოლიციო ღონისძიებად
რა ხდება: დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) ეხმიანება 13 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებს, რაც, მათი შეფასებით, ვერ ჩაითვლება კანონიერ საპოლიციო ღონისძიებებად.
დეტალები: ორგანიზაცია აცხადებს, რომ პარლამენტის მიმდებარედ მიმდინარე აქციას არც ერთ ეტაპზე არ მიუღია ძალადობრივი ხასიათი.
- ასევე, აქციის მონაწილეების მხრიდან დეკლარირებული არ ყოფილა საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირების განზრახვა.
- მიუხედავად აქციის ხაზგასმით მშვიდობიანი ხასიათისა, შსს-ს განცხადებიდან რამდენიმე წუთში, სამართალდამცავებმა ჟვანიას ქუჩის მიმდებარე მხარე ფიზიკური ძალის გამოყენებით იძულებით გაათავისუფლეს, რის შემდეგაც საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ დააკავეს აქციის 20 მონაწილე.
ამავე თემაზე: პოლიციის მხრიდან, კვლავ დაფიქსირდა მოქალაქეთა მიმართ რამდენიმე არასათანადო მოპყრობის ფაქტი — სახალხო დამცველი
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით,
- პოლიციის მხრიდან დემონსტრანტთა დაკავების ფორმა არაკანონიერი და არაპროპორციული იყო — ათეულობით სამართალდამცავი, რომელთა უმრავლესობა ჩაცმულობის და აღჭურვილობის მიხედვით, არ წარმოადგენდა საპატრულო პოლიციის თანამშრომელს, წინასწარ მიზანში ამოღებულ აქციის მონაწილეს ფიზიკურად უსწორდებოდა და პოლიციის კორდონში მიათრევდა.
DRI მოუწოდებს:
- ქართულ ოცნებას — დაბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებში და უარი თქვას რუსული კანონის მიღებაზე.
- შინაგან საქმეთა სამინისტროს — საქმიანობაში იხელმძღვანელოს მხოლოდ ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების და პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპებით.
- სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს — მყისიერად და ეფექტიანად გამოიძიოს, როგორც 13 მაისის დილით, ისე გასული დღეების განმავლობაში სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები.
ბოლო ხაზი: სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეებზე ძალის გადამეტების ფაქტებზე, გამოძიება დაიწყო.
-
Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
-
საქართველოს განადგურების მოწოდებისა და ქართველების შეურაცხყოფისთვის რუსეთში მოქალაქე 10 000 რუბლით დააჯარიმეს საქართველოს განადგურების მოწოდებისა და ქართველების შეურაცხყოფისთვის რუსეთში მოქალაქე 10 000 რუბლით დააჯარიმეს
გადახედვა
-
როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს
-
ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა
გადახედვა
-
მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია
-
როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე
გადახედვა
-
"მცხეთობა-სვეტიცხოვლობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება "მცხეთობა-სვეტიცხოვლობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
გადახედვა
-
გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი
გადახედვა
-
Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია
გადახედვა
-
POG: რუსთავის N6ე -ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა POG: რუსთავის N6ე -ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია 10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია
გადახედვა
-
რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა? რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა?
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
-
Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს
-
რომის პაპი ლეო აცხადებს, რომ ფილტვზე მცირე წარმონაქმნის გამო ოპერაციას გაიკეთებს რომის პაპი ლეო აცხადებს, რომ ფილტვზე მცირე წარმონაქმნის გამო ოპერაციას გაიკეთებს
გადახედვა
-
კობახიძე იმედოვნებს, რომ რუსეთი ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს გადაწყვეტილებას შეცვლის კობახიძე იმედოვნებს, რომ რუსეთი ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს გადაწყვეტილებას შეცვლის
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, მას კორუფციისკენ უბიძგებ ირაკლი კობახიძე: 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, მას კორუფციისკენ უბიძგებ
გადახედვა
-
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები იცვლება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები იცვლება
გადახედვა
კომენტარები