უიშვიათესი შემთხვევა — ეტნას ვულკანიდან აირის რგოლები ამოდის
ეტნამ ვულკანური მორევის რგოლები შექმნა. ეს იშვიათი ფენომენია, რომელიც ორთქლისა და აირების გამოყოფით ჩნდება.
ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის ვულკანოლოგმა ანა კასას რამოსმა თქვა, რომ რგოლები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა ჩანს, ხშირად კვამლში ერევათ.
"ეს ძალიან აქტიური ვულკანია. მისი შინაგანი გეომეტრია განსაზღვრულია და ეს არის ფენომენი, რომელიც ფიზიკით იხსნება. საქმე გვაქვს ღია სისტემის ვულკანთან, რის შედეგადაც დიდი რგოლები ჩნდება", — თქვა რამოსმა.
ექსპერტების თქმით, კრატერის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს პატარა კრატერი გაიხსნა, რის შემდეგაც ცაში გაზის რგოლები ამოდის. რაც უფრო მაღლა ადის რგოლი, მით უფრო იზრდება ის ზომაში.
მთა ეტნა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია. მიუხედავად ამისა, წნევის მატებისა და ამოფრქვევების ალბათობა შემცირდა. თუ უახლოეს თვეებში ვულკანის ამოფრქვევა მოხდება, ეს არ იქნება მასშტაბური და საშიში.
თუმცა, აირის ორთქლი, რომელიც საბოლოოდ ბეჭდის მსგავს რგოლად მეტამორფოზირდება, ადამიანების დიდ ყურადღებას იქცევს. ადგილობრივებმა მოვლენას "ბეჭდების ქალბატონი" უწოდეს.
სანახაობრიობის მიუხედავად, ექსპერტების თქმით, ადგილობრივები ფრთხილად უნდა იყვნენ. ამის მიზეზი ისაა, რომ ეს ძალიან იშვიათი მოვლენაა და მისი გვერდითი ეფექტები მკვლევრებმა ჯერ ბოლომდე არ იციან.
"ეს უჩვეულო შემთხვევაა, რაც გვეუბნება, რომ ვულკანი რაღაც ძალიან გამორჩეული აქტივობის ფაზაზეა. დიახ, ეს ლამაზი სანახაობაა, მაგრამ გამოცდილება მეუბნება, რომ ვულკანში რაღაცა იცვლება და ამ თვალსაზრისით სიფრთხილე გვმართებს", — თქვა რამოსმა.
კომენტარები