FDA-ს მიერ დამტკიცებული ფარმაცევტული საშუალება, რომელსაც ერექციული დისფუნქციის საწინააღმდეგოდ იყენებენ, შეიძლება მალე ალცჰაიმერის დაავადების რისკების შესამცირებლადაც გამოიყენონ.

მასშტაბური კვლევის ფარგლებში დადასტურდა, რომ ვიაგრა ნერვულ უჯრედებში იმ ცილების შენარჩუნებას უწყობს ხელს, რომლებიც ალცჰაიმერის განვითარებას ხელს უშლის.

კვლევებმა აქამდეც აჩვენა, რომ ფოსფოდიესტერაზას ფერმენტი (PDE), პენისში სისხლის ნაკადზე დადებითად მოქმედების გარდა, დემენციაზე პასუხისმგებელ ნეიროდეგენერაციებს ბლოკავს.

ეს დიდად გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან ცნობილია, რომ PDE ნეიროპლასტიურობაზე ახდენს გავლენას. ცხოველურ მოდელებზე კვლევებმა აჩვენა, რომ ეს ყველაფერი კოგნიტიური ჯანმრთელობისა და მეხსიერების გაუმჯობესებაზე დადებითად მოქმედებს.

მიუხედავად ამისა, მექანიზმები ამ პროცესის უკან ჯერ კიდევ ბოლომდე არ გვესმის.

და, აი, ახლა აშშ-ში მკვლევრებმა ალცჰაიმერის დაავადების მქონე პაციენტებისგან ამოღებულ ღეროვან უჯრედებზე ექსპერიმენტი ჩაატარეს. მკვლევრები უჯრედებს ვიაგრას შემადგენლობით მკურნალობდნენ. 5 დღის შემდეგ შედეგები შესამჩნევი იყო, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ვიაგრა შეიძლება მართლაც იცავდეს ალცჰაიმერის განვითარებისგან.

მთლიანობაში, მეცნიერებმა ძალიან დიდი მონაცემები გააანალიზეს და შედეგები დადებითი იყო.

"ეს შედეგები გვეუბნება, რომ შემდეგი კლინიკური კვლევები უნდა იყოს", — ამბობენ მკვლევრები.

კვლევა Journal of Alzheimer's Disease-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.