11 თებერვალს ტექნოლოგიებითა და მეცნიერებით დაინტერესებული გოგოებისა და ქალებისთვის ღონისძიება გაიმართება
11 თებერვალი მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ორგანიზაცია ForSet მართავს ერთდღიან ღონისძიებას ტექნოლოგიებითა და მეცნიერებით დაინტერესებული გოგოებისთვის. ღონისძიება ტექნოპარკში (ინოვაციების ქუჩა #7 ოქროყანა, თბილისი), 11:30-დან 18 საათამდე გაიმართება.
2015-დან 2023-წლამდე წლებში STEM-ში (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, მათემატიკა) დასაქმებული ქალების რაოდენობა მხოლოდ 1.58%-ით გაიზარდა. 2023 წლის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით STEM-ში დასაქმებული ყოველი მეხუთე ადამიანი ქალია. მართალია, მცირედი პროგრესი გვაქვს, მაგრამ წინ ისევ დიდი გზაა გასავლელი!
ფორსეტის ღონისძიების მიზანია, წაახალისოს ქალებისა და გოგოების მონაწილეობა მეცნერებასა და ტექნოლოგიებში. ღონისძიებაზე წამოდგენილი იქნება Საქართველოში, ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ქალების ინსპირაციული გამოსვლები და დისკუსია: რა სირთულეები არსებობს ქალებისთვის ტექნოლოგიებისა და მეცნიერების სფეროში.
ასევე, ჩატარდება პარალელური ვორქშოფები შემდეგ თემაზე:
- როგორ შევქმნათ კომპიუტერული თამაში;
- AI საფუძვლები;
- ნეირომეცნიერება ყოველდღიურობაში: როგორ დავეხმაროთ ტვინს ფოკუსირდეს;
- როგორ არ გავხდეთ კიბერთაღლითობის მსხვერპლი;
- მონაცემთა მეცნიერება მარკეტინგში.
ღონისძიება ორგანიზებულია ფორსეტის მიერ და მისი პარტნიორები არიან DataFest Tbilisi, საქართველოს ბანკი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, სმარტ აკადემია და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.
ფორსეტი არის არასამთავრობო ორგანიზაციის, კრეატიული სააგენტოს, დიზაინის სტუდიის და დადეველოპერული კომპანიის უნიკალური ჰიბრიდი. ორგანიზაციის მიზანია, სოციალურად მნიშვნელოვანთემებზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა მონაცემების, დიზაინისა და ახალი ტექნოლოგიებისგამოყენებით.
კომენტარები