ნახეთ: რამდენად ახლოს ჩაუვლის დედამიწას ასტეროიდი 2029 წელს
2029 წლის 13 აპრილს დედამიწას 99942 Apophis-ის სახელით ცნობილი ასტეროიდი ახლო მანძილზე ჩაუვლის, თუმცა მასთან შეჯახება არ გვემუქრება. ბოლო დღეებში საკმაოდ პოპულარული გახდა სიმულაცია, რომელიც ამ მოვლენას ასახავს, რადგან მასში ჩვენსა და აღნიშნულ ობიექტს შორის ძალიან მცირე დისტანცია ჩანს.
ვიდეო სოციალურ ქსელ Facebook-ში არსებული გვერდის Cosmoknowledge მიერაა გამოქვეყნებული. აი, ისიც:
შესაძლოა, ამ კადრების ნახვამ თქვენ შიში მოგგვაროთ, მაგრამ ამის საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს. NASA-ს პროგნოზის თანახმად, ეს ასტეროიდი დედამიწას ხმელეთიდან 32 000 კილომეტრ დისტანციაზე ჩაუვლის. ამ დროს ის ჩვენთან მთვარესა და ზოგიერთ ხელოვნურ თანამგზავრზე ახლოს იქნება, მაგრამ არ შეგვეჯახება.
ვარაუდობენ, რომ ზემოხსენებული ასტრონომიული სხეული ჩვენი პლანეტის აღმოსავლეთ ნახევარსფეროდან შეუიარაღებელი თვალითაც ხილული იქნება. ეს მეცნიერებს შანსს მისცემს, რომ 99942 Apophis-სს უკეთ დააკვირდნენ და მასზე მეტი გაიგონ.
უნდა ითქვას, რომ აქამდე სპეციალისტები ამ საუკუნის ბოლოსკენ, 2068 წელს, 99942 Apophis-თან შეჯახების გარკვეულ რისკს არ გამორიცხავდნენ, მაგრამ კვლევებმა და სიმულაციებმა ეჭვები საბოლოოდ გააქარწყლა.
"ჩვენი გამოთვლები მინიმუმ მომდევნო 100 წლის განმავლობაში შეჯახების რისკს გამორიცხავს", — აცხადებენ მეცნიერები.
კომენტარები