Samsung ჭკვიან ბეჭედზე მუშაობს, რომელსაც Galaxy Ring ჰქვია. ამის შესახებ კომპანიამ თავისივე ღონისძიებაზე Unpacked განაცხადა. მათივე აღწერით, ბეჭედი "ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე" ორიენტირებული "ძლიერი და ხელმისაწვდომი" მოწყობილობა იქნება.

Samsung-მა ღონისძიებაზე Galaxy Ring-ის მოკლე ვიდეო წარადგინა. კომპანიას, ამის გარდა, ბეჭდის შესახებ სხვა ინფორმაცია არ გაუცია. უცნობია ისიც, თუ როდის გამოვა იგი ან რა იქნება მისი ფასი.

CES ღონისძიებაზე წარდგენილ პროდუქტებს თუ გადავავლებთ თვალს, ჭკვიანი ბეჭდები საკმაოდ აქტუალურია. შესაბამისად, სულაც არაა გასაკვირი, რომ Samsung ბეჭედზე მუშაობს.

///

Galaxy Ring-ის გამოშვებაზე კიდევ ერთი რამ მიანიშნებდა: გასულ წელს გავიგეთ, რომ Samsung-მა საპატენტო უფლების მოპოვება სცადა ჭკვიან ბეჭედზე, რომელსაც EKG და ჭკვიანი სახლის მართვის ღილაკები უნდა შემოეთავაზებინა.

Samsung თავის ახალ Galaxy სერიის სმარტფონებში აქტიურად ამატებს AI ფუნქციებს. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ფუნქციებს Galaxy Ring-შიც ვიხილავთ.

ასეა თუ ისე, ისღა დაგვრჩენია, კომპანიისგან დამატებით ინფორმაციას დაველოდოთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.