CES 2024: I-Robo — მსოფლიოში პირველი რობოტი მზარეული
I-Robo უკვე გამოცადეს აღმოსავლეთ აზიის რესტორნებში. ექსპერტების თქმით, ტექნოლოგიამ თავი კარგად წარმოაჩინა.
TechMagic ტოკიოში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც მსოფლიოში პირველ მზარეულ რობოტებს აწარმოებს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, რობოტებმა მნიშვნელოვნად შეამცირეს შრომის ხარჯები და მოგება ცხრა პუნქტით გააუმჯობესეს.
I-Robo — CES 2024-ზე რობოტიკის კატეგორიის გამარჯვებული
I-Robo CES 2024-ზე რობოტიკის კატეგორიაში საუკეთესო ინოვაციად დაასახელეს.
"ამ ტექნოლოგიის დანერგვით, ჩვენ სამზარეულოში სამუშაო ძალის დეფიციტის პრობლემის მოგვარება გვსურს", — ამბობენ კომპანიაში.
რობოტების გამოყენება შეუძლიათ როგორც რესტორნებს, ისე ოჯახებს სახლის პირობებში.
ტექნოლოგია სპეციალური რეცეპტების ბიბლიოთეკითაა აღჭურვილი, რომელიც მომხმარებელს ფართო არჩევანს სთავაზობს.
TechMagic-ის ინფორმაციით, რობოტის ალგორითმი თანამედროვე კულინარიის მოყვარულების თითქმის ყველანაირ მოთხოვნილებას აკმაყოფილებს.
ამასთან, I-Robo-ს სენსორული პანელი მომხმარებლებს რობოტ მზარეულში ინფორმაციის შეყვანის საშუალებასაც აძლევს. მომხმარებლებს შეუძლიათ პროფესიონალი მზარეულების მიერ შემუშავებული რეცეპტები შეისწავლონ და საჭიროების შემთხვევაში ის შეცვალონ კიდევაც.
რობოტს შეუძლია დაამუშაოს მომხმარებლის ინსტრუქციები ისე, რომ, მაგალითად, დააგემოვნოს, შეურიოს, გაათბოს და გაასუფთავოს საკვები. მას სამზარეულოს ჭურჭელის გარეცხვაც შეუძლია.
ასევე: CES 2024: ხვრინვის საწინააღმდეგო ბალიში, რომელიც ძილის ხარისხს აუმჯობესებს
CES 2024: სხეულის კამერა, რომელიც თქვენი ცხოვრების ყოველ დეტალს აღბეჭდავ
CES 2024: როგორი იქნება Samsung-ის ახალი ტელევიზორები
CES-ზე აღნიშნეს, რომ რობოტს შეუძლია მოქნილად და სათანადოდ დაარეგულიროს ტემპერატურა, გათბობის დრო, ტაფის ბრუნვის სიჩქარე და ბრუნვის მიმართულება მენიუს მიხედვით.
"მომხმარებელმა უბრალოდ უნდა დააჭიროს სენსორულ პანელზე მის მიერ არჩეულ მენიუს და დანარჩენს I-Robo იზამს. იაპონიაში რობოტები უკვე მუშაობენ და მათ საკვები 100 000-ზე მეტჯერ დაამზადეს. ეს მხოლოდ ნახევარ წელში", — თქვა იუჯი შირაკიმ, კომპანიის დამფუნძნებელმა.
კომენტარები