რატომ ყრიან თოვლიან გზებზე მარილს, ანუ როგორ მოვამზადოთ ნაყინი 10 წუთში — STEM მარტივად
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ როდესაც გზები თოვლით იფარება, უსაფრთხოებისთვის მათზე მარილს ყრიან ხოლმე. მაინც რატომ იქცევიან ასე და როგორ უწყობს მარილი ხელს თოვლის ლღობას?
ამის შესახებ პროექტის "STEM მარტივად" ფარგლებში მომზადებულ ახალ ვიდეოში თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის 112-ე საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი, ნათია ადამაშვილი, გვესაუბრება. ის გვასწავლის, როგორ მოვამზადოთ ნაყინი სულ რაღაც 10 წუთში და გაგვარკვევს, რა კავშირშია ეს გზებზე მარილის დაყრასთან. ვიდეოთი გაიგებთ იმასაც, თუ რა არის ლღობის ტემპერატურა და რა ხდება მაშინ, როცა მარილი ყინულთან შედის რეაქციაში.
კომენტარები