ნახევრად მდედრი და ნახევრად მამრი — ოკეანეში უიშვიათეს ლობსტერს მიაგნეს
ბოუი უიშვიათესი ლობსტერია. მეტიც, ის შეიძლება სულაც ერთადერთია მთელს მსოფლიოში. ეს საოცარი არსება ფაქტიურად ორადაა გაყოფილი. მისი მარცხენა მხარე ლურჯი ფერისაა, ხოლო მარჯვენა ნარინჯისფერია. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის: ეს ლობსტერი ნახევრად მდედრია და ნახევრად მამრია.
ამ გენეტიკურ ვარიაციას გინადრომორფიზმი ეწოდება.
უიშიათესი ლობსტერი ჯეიკობ ნოულზის მეგობარმა დაიჭირა. ცნობისთვის, ჯეიკობ ნოულზი ცნობილი მეთევზეა, რომელიც TikTok-სა და Instagram-ზე ძალიან პოპულარულია.
ზოგადად, ცისფერი ლობსტერები ძალიან იშვიათობაა. ასეთი არსება ორ მილიონში ერთია. ამას დამატებული მისი ორი ფერი, ლობსტერს 50 მილიონში ერთს ხდის. დაბოლოს, ყველაფერთან ერთად გინადრომორფიზმი არსებას სრულიად უნიკალურს ხდის.
"ეს სრულიად საოცარი არსებაა. მისი ლურჯი მხარე არის მამრის, ხოლო მეორე მხარე მდედრისაა. გასაოცარია", — თქვა ჯეიკობმა ვიდეოში.
ჯეიკობმა სოციალურ ქსელში თავის მიმდევრებს ჰკითხა თუ რა უნდა დაერქმია ლობსტერისთვის. ადამიანების უმეტესობამ ხმა "ბოუის" მისცა. ლობსტერის ეს სახელი დევიდ ბოუის საპატიცსაცემოდ დაერქვა. ეს ალბათ, იმ მცდარი წარმოდგენის გამო, რომლის მიხედვითაც ბოუის განსხვავებული ფერის თვალები ჰქონდა. ბოუის რეალურად ჰქონდა ანისოკორია, რაც ნიშნავს რომ ერთი თვალის კაკალი მეორეზე უფრო დიდია.
ბიოლოგიური სქესი სქესის ქრომოსომების კომბინაციით განისაზღვრება. მაგალითად, ადამიანებში და ზოგიერთ სხვა სახეობაში, მამრებს აქვთ X და Y ქრომოსომა, ხოლო მდედრებს ორი X ქრომოსომა გააჩნიათ.
თუმცა, სხვა არსებებში, მათ შორის მწერებსა და ფრინველებში, სქესი განისაზღვრება Z და W ქრომოსომების კომბინაციით.
გინადრომორფიზმის შემთხვევაში, უჯრედების დიდი ნაწილი X და XYY-ია. ეს ძალიან იშვიათია, მაგრამ მსგავსი შემთხვევები არსებობს და ის ცოცხალი ორგანიზმის ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპზე ხდება.
ამ მომენტისთვის ბოუი თავს მშვენივრად გრძნობს. ჯეიკობმა და მისმა გუნდმა ლობსტერი ოკეანეში არ დააბრუნეს და ის სპეციალურ გალიაში ჰყავთ.
ჯეიკობის თქმით, ბოუვი ახალ სახლს მარტივად შეეგუა.
კომენტარები