ნახეთ: მოკრივე რობოტი, რომელიც ადამიანს ესპარინგება
ფლორიდაში დაფუძნებული კომპანია IHMC Robotics გაერთიანდა Boardwalk Robotics-თან და ეს ყველაფერი ერთობლივი ჰუმანოიდი რობოტის შესაქმნელად. რობოტს სახელად ნადია ჰქვია და მას სპარინგი შეუძლია.
კომპანიის მიერ გავრცელებულ ბოლო ვიდეოში ნაჩვენებია ნახშირბადის ბოჭკოებით შემოსილი რობოტი, რომელიც კრივისთვის დამახასიათებელ მოქმედებებს ასრულებს. რობოტი ურტყამს სავარჯიშო ბალიშს, რომელიც ადამიანს უკეთია.
აღსანიშნავია, რომ რობოტს ინჟინერი "მართავს", რომელსაც VR ჩაფხუტი უკეთია. სპეციალურად შემუშავებული ტექნოლოგია ინჟინრის მოძრაობებს ნადიას მოძრაობებად გარდაქმნის.
ერთი სიტყვით, ეს დისტანციურად მართვადი რობოტია და ის მოძრაობს ისე, როგორც ეს მის მფლობელს მოესურვება.
რობოტის შემქმნელების თქმით, ნადიას "მოძრაობის ყველაზე მაღალი დიაპაზონი აქვს" და ის ამას თავისი 29 სახსარის გამოყენებით ასრულებს. Boardwalk Robotics-ში ამბობენ, რომ მსგავსი მოქნილობა მსოფლიოში არცერთ ჰუმანოიდ რობოტს არ აქვს.
ცოტა ხნის წინ IHMC Robotics-მა სხვა ვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც ნადია საკმაოდ რთულ დაბრკოლებებს უმკლავდება.
კომპანიის ვებ-საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, რობოტი გამოსადეგი იქნება ხანძრის ჩაქრობის, კატასტროფებზე რეაგირებისა და სხვა ექსტრემალური სცენარებისთვის. და ამასთან, თუ ვინმეს კარგი სპარინგ პარტნიორი დასჭირდება, როგორც ჩანს, რობოტი არც ამაზე იტყვის უარს.
კომენტარები