რა მოხდა გასულ კვირას? — 10 ამბავი, რომელიც არ უნდა გამოგრჩეს
თუ გასულ კვირას საკმარისი დრო არ გქონდა, რომ ახალი ამბისთვის თვალი გედევნებინა, ჯერ კიდევ არ არის გვიანი ყველა სიახლეს დაეწიო. სწორედ ამისთვის, სტატიაში გასული კვირის 10 ყველაზე მნიშვნელოვან ამბავს გთავაზობთ:
1. საბავშვო ევროვიზია ისევ საფრანგეთმა მოიგო
ფოტო: Corinne Cumming / EBU
2023 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი მასპინძელი საფრანგეთის გამარჯვებით დასრულდა. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელმა ანასტასია ვასაძემ, ნიკოლოზ ხარატმა და ოთო ბაზერაშვილმა 74 ქულით მე-14 ადგილი დაიკავეს.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
2. ბალენსიაგამ 2024 წლის შემოდგომის კოლექცია წარადგინა
ფოტო: Vogue
2 დეკემბერს ლოს-ანჯელესში გამართულ ჩვენებაზე ბალენსიაგამ 2024 წლის შემოდგომის კოლექცია წარადგინა. ბალენსიაგას ჩვენება ღია ცის ქვეშ გაიმართა, სადაც სხვა მოდელებთან ერთად, ახალი კოლექცია Cardi B-მაც წარადგინა.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
3. მაკოლეი კალკინს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს
ფოტო: Getty Images
საახალწლო ფილმში მარტო სახლში კევინის როლის შემსრულებელ მსახიობ მაკოლეი კალკინს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს, რასაც ფილმში მისი დედის როლის შემსრულებელი, კეტრინ ო'ჰარაც დაესწრო და სიტყვითაც გამოვიდა.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ
4. House of the Dragon-ის მე-2 სეზონის ტრეილერი გამოვიდა
ფოტო: HBO
HBO-მ House of the Dragon-ის მე-2 სეზონის ტრეილერი გამოუშვა, რომელიც დაუნდობელი ბრძოლისთვის გვამზადებს. როგორც ტრეილერიდან ჩანს, House of the Dragon-ის მე-2 სეზონს არც ინტრიგები და არც ბრძოლა არ აკლია და სამეფო კარის თამაშების გულშემატკივრები რკინის ტახტის მოსაპოვებლად კიდევ ერთ დიდ ბრძოლას იხილავენ.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
5. 70 წლის უგანდელმა ქალმა ტყუპები გააჩინა
ფოტო: BBC
70 წლის საფინა ნამუკვაიას ტყუპი გოგო და ბიჭი შეეძინა. უგანდის საავადმყოფოს განცხადებით, საფინა ქვეყანაში ყველაზე ხანდაზმული ქალია, რომელმაც ყოველგვარი გართულების გარეშე იმშობიარა. "ჩვენ შეუძლებელი შევძელით! 70 წლის აფრიკის უხუცეს დედას ტყუპების გაჩენაში დავეხმარეთ. დედა და ბავშვები თავს კარგად გრძნობენ", — ნათქვამია საავადმყოფოს განცხადებაში.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
6. ნეპალში ქვიარ წყვილის ქორწინება პირველად დარეგისტრირდა
ნეპალის ხელისუფლებამ 35 წლის მაია გურუგისა და 27 წლის სურენდა პანდეის ქორწინება ოფიციალურად დაარეგისტრირა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ნეპალში ქვიარ წყვილის ქორწინება დარეგისტრირდა, რაც აქტივისტებმა ქვეყანაში LGBTQ თემის უფლებების გამარჯვებად შეაფასეს.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
7. სპილო, რომელიც 33 წელი ფილიპინების ზოოპარკში მარტო ცხოვრობდა, ტყვეობაში მოკვდა
ფოტო: Getty Images
სპილო, სახელად მალი, რომელსაც მსოფლიოს ყველაზე სევდიანი სპილოც შეარქვეს, მანილას ზოოპარკში ცოტა ხნის წინ მოკვდა. მალი 33 წლის განმავლობაში ფილიპინების ზოოპარკში მცხოვრები ერთადერთი სპილო იყო. ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის, PETA-ის ცნობით, მალი წლების განმავლობაში იზოლირებული იყო, რის გამოც ცხოველი მარტოობასა და მოწყენილობას განიცდიდა.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
8. ტეილორ სვიფტი Spotify-ის წლის ტოპ არტისტი გახდა
ფოტო: Getty Images
Spotify-ის მონაცემებით, წლის ყველაზე პოპულარული შემსრულებელი ტეილორ სვიფტია. მომღერალმა Bad Bunny-ის გადაასწრო, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველ ადგილს იკავებდა.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
9. მაილი საირუსის Flowers Spotify-ის წლის ყველაზე პოპულარული სიმღერა გახდა
ფოტო: YouTube
მუსიკის სტრიმინგის ერთ-ერთმა უდიდესმა პლატფორმა Spotify-მ 2023 წლის შეჯამება გამოაქვეყნა. მონაცემების მიხედვით, მაილი საირუსის Flowers Spotify-ის წლის ყველაზე პოპულარული სიმღერაა.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
10. დაბოლოს, BTS-ის შესახებ ახალი დოკუმენტური სერიალის ტრეილერი გამოვიდა
ფოტო: Getty Images
BTS-ის ფანები სამხრეთკორეული ჯგუფის შესახებ დოკუმენტურ სერიალს მალე იხილავენ. სერიალი სახელად, BTS Monuments: Beyond the Star, იმ გზის შესახებ გვიამბობს, რომელიც ჯგუფმა მსოფლიო აღიარებამდე გაიარა. Disney+მა სერიალის პირველი ტრეილერი უკვე გამოუშვა.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
კომენტარები