ცოტა ხნის წინ, Touch Platform-მა, ჰოლანდიურ ფონდებთან — Acrobator VC-სა და Crosspring თანამშრომლობით, Startup Challenge გამოაცხადა, რომელში მონაწილეობაც Touch Summit-ის დამსწრე ყველა სტარტაპსს შეეძლო.

ასევე იხილეთ: Touch-ზე სტარტაპებს შესაძლებლობა მიეცემათ, 1 მილიონამდე ევროს ინვესტიცია მოიზიდონ

Touch-ის ორგანიზატორთა თქმით, განაცხადების მიღება 20 ნოემბერს დასრულდა. აღსანიშნავია, რომ განაცხადები შემვიდა არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ მეზობელი ქვეყნებიდან, მათ შორის აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ასევე: პოლონეთიდან, ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან.

გადარჩევის პროცესში ორგანიზატორების შიდა გუნდის გარდა ჩართულები იყვნენ თავად VC ფონდების წარმომადგენლები.

დღეს Touhch Summit-მა 10 შერჩეული სტარტაპი გამოავლინა. ესენი არიან:

  • STORI
  • CALEN AI
  • Crosscreators
  • QuickShipper
  • Warehouse
  • Wempler
  • DataStudio
  • Gotcha Technology Inc.
  • Awork
  • Happykids

10 შერჩეულ სტარტაპს ექნება შესაძლებლობა, ფინალამდე გაიაროს სპეციალური მენტორობისა და ქოუჩინგის სესიები და "დაფიჩოს" ღონისძიების GROWTH STAGE-ზე.

კონფერენციის მეორე დღეს, 3 ფინალისტს მიეცემათ საშუალება სამიტის მთავარ სცენაზე, დიდი აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ, ხოლო გამარჯვებული ღონისძიების დახურვის ცერემონიალზე გამოვლინდება.

Startup Challenge-ში გამარჯვება ნიშნავს, რომ სტარტაპი მიმზიდველია დასავლური VC-ების უმეტესობისთვის. თუმცა, კონკურსის მოგება არ იძლევა დაფინანსების 100%-იან გარანტიას, რადგან, საინვესტიციო გარიგების პირობების განხილვა თავად ინვესტორთან მოხდება.

შეგახსენებთ, რომ კავკასიის რეგიონის უდიდეს ტექნოლოგიური კონფერენცია Touch Summit 2023 თბილისში, 7-8 დეკემბერს, რუსთაველის თეატრში გაიმართება.