სემ ოლტმენი ისევ OpenAI-ს უხელმძღვანელებს
OpenAI-ს საბჭოს მიერ თანამდებობიდან გათავისუფლებული სემ ოლტმენი ისევ კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელი იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია ახლახან გავრცელდა.
"მივაღწიეთ შეთანხმებას იმის შესახებ, რომ სემ ოლტმენი OpenAI-ს ისევ აღმასრულებელი ხელმძღვანელის რანგში დაუბრუნდება", — ვკითხულობთ კომპანიის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.
განცხადებიდან, ასევე, ვიგებთ, რომ შეიქმნა ახალი საბჭოც, რომელსაც სათავეში ბრეტ ტეილორი ჩაუდგება. სხვა წევრები არიან ლარი სამერსი და ადამ დი ენჯელო. კომპანიაში ბრუნდება გრეგ ბროკმენიც, რომელმაც OpenAI, კოლეგასთან ერთად, პარასკევს დატოვა.
ოლტმენის გათავისუფლების მიზეზად ის დაასახელეს, რომ სემი მათთან კომუნიკაციაში გულწრფელი არ იყო, რაც მის მიერ მოვალეობების შესრულებას ხელს უშლიდა. მალევე ცნობილი გახდა, რომ ის და ბროკმენი სამუშაოდ Microsoft-ში, ხელოვნური ინტელექტის კვლევითი გუნდის გასაძღოლად აიყვანეს. ახლა კი ორივე მათგანი OpenAI-ს უბრუნდება.
კომენტარები