20 პაროლი, რომელსაც 2023 წელს ყველაზე მეტი ადამიანი იყენებს
კიბერუსაფრთხოების ექსპერტებმა 2023 წლის ყველაზე გავრცელებული პაროლები გამოავლინეს. მათ მიერ გასაჯაროებული სია თითქმის 2022 და 2021 წლის მონაცემების ანალოგიურია.
კვლევა NordPass-მა ჩაატარა, რომელიც სწორედ პაროლების კონტროლის სერვისია და VPN პროვაიდერის, NordVPN-ის, მიერაა შექმნილი. სპეციალისტებმა საჯაროდ ხელმისაწვდომ სხვადასხვა წყაროში 4.3 ტერაბაიტი მოცულობის მონაცემები გააანალიზეს და დაადგინეს, როგორია მიმდინარე წელს ყველაზე მეტი ადამიანის მიერ გამოყენებადი პაროლების ოცეული.
აი, მათი სიაც:
- password
- 123456
- 123456789
- guest
- qwerty
- 12345678
- 111111
- 12345
- col123456
- 123123
- 1234567
- 1234
- 1234567890
- 000000
- 555555
- 666666
- 123321
- 654321
- 7777777
- 123
ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ სტრიმინგ სერვისებით სარგებლობისთვის საჭირო ანგარიშების პაროლები უფრო სუსტია, ვიდრე ელექტრონული ფოსტის ან სოციალური ქსელების. ასევე, გამოვლინდა რეგიონული განსხვავებებიც, მაგალითად, ევროპაში ფეხბურთთან დაკავშირებული პაროლებია გავრცელებული. დიდ ბრიტანეთში ხშირად იყენებენ საფეხბურთო კლუბების აღმნიშვნელ შემდეგ სიტყვებს: "liverpool", "arsenal", "chelsea" და "rangers", როცა პორტუგალიაში პირველობას "benfica" იკავებს, იტალიაში კი — "juventus" და "napoli".
აღსანიშნავია, რომ:
- აშშ-ში ყველაზე გავრცელებულ პაროლებში 24-ე ადგილზე "fuckyou" არის, ხოლო 63-ზე — "cheese";
- ინდოეთში მეოთხე ადგილზეა სიტყვა "bigbasket”, რაც ქვეყანაში პოპულარულ ონლაინ მაღაზიას უნდა უკავშირდებოდეს;
- სამხრეთ აფრიკაში მე-20 ადგილზე "Sexy1234-ა";
- ბევრ ქვეყანაში სიაში მოწინავე ადგილს იკავებს "dragon", რისი მიზეზიც უცნობია.
NordPass-ის რეკომენდაციით, კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სასურველია, პაროლი სულ მცირე 20 ერთეულისგან შედგებოდეს, რომელიც დიდ და პატარა ასოებს, ციფრებსა და სიმბოლოებს მოიცავს. ასევე, თავი უნდა შეიკავოთ ადვილად ამოსაცნობი კომბინაციებისგან, როგორიცაა დაბადების თარიღი, ადგილები, სახელები და გავრცელებული სიტყვები.
კომენტარები