Google DeepMind-მა ამინდის პროგნოზირების ახალი სისტემა წარადგინა. GraphCast-ს ამინდის პროგნოზირება უკეთ და სწრაფად შეუძლია, ვიდრე ეს ამჟამინდელ წამყვან სისტემებს.

Google-ის ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის მკვლევრებმა Science-ში კვლევა გამოაქვეყნეს, რომელშიც ხელოვნური ინტელექტის ახალ მოდელზეა საუბარი. მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ მოდელს ამინდის პროგნოზირება 10 დღით ადრე შეუძლია და ეს ყველფერი ერთ წუთში. რაც მნიშვნელოვანია, პროგნოზი უპრეცედენტოდ ზუსტია.

ტრადიციულ სისტემებზე უკეთესი

მეთოდი უფრო ზუსტია, ვიდრე მაღალი რეზოლუციის პროგნოზი (HRES), რომელიც დამზადებულია საშუალო დიაპაზონის ამინდის პროგნოზების ევროპული ცენტრის (ECMWF) მიერ.

მკვლევრები ამბობენ, რომ მათი ხელოვნური ინტელექტი ტრადიციულ სისტემებზე 90%-ით უფრო ზუსტია. მათი თქმით, GraphCast ამინდის პროგნოზირების ნამდვილი გენიოსია.

ხელოვნური ინტელექტის მოდელი ასევე მოგაწვდით ინფორმაციას ციკლონების, წყალდიდობისა და ექსტრემალური ტემპერატურის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ სისტემას ჩვენი გაფრთხილება კონკრეტული მოვლენების განვითარებამდე შეუძლია.

არსებობს შეზღუდვები

მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ ამ ეტაპზე არსებობს შეზღუდვები. მათი კვლევა ძირითადად კონცენტრირებული იყო კონკრეტულ პროგნოზებზე და არ იყო გათვალისწინებული ექსტრემალური მოვლენები.

GraphCast არ არის პირველი სისტემა, რომელიც Google-მა ამინდის პროგნოზირებისთვის შეიმუშავა. კომპანიას აქვს შემუშავებული სისტემები, როგორიცაა Nowcasting და MetNet-3. Nowcasting ამინდს 90 წუთით ადრე პროგნოზირებს, ხოლო MetNet-3 აშშ-სა და ევროპაში ამინდის პროგნოზს 24 საათით ადრე ახდენს.

"ახალი ხელსაწყოების შემუშავებითა და კვლევების დაჩქარებით, ვიმედოვნებთ, რომ ხელოვნური ინტელექტი უდიდესი ეკოლოგიური გამოწვევების გამკლავებაში დაგვეხმარება", — ნათქვამია კვლევაში.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.