როგორ მოხვდა ოქრო დედამიწის მანტიაში — კვლევა
ძვირფასი ლითონები, როგორიცაა ოქრო და პლატინა, დიდი ხანია ადამიანების ყურადღებას იქცევს. ასეთი მასალა ჩვენთვის სილამაზითა და სამრეწველო მიზნებითაა საინტერესო. ამასთან, დედამიწაზე მათი მარაგი მცირეა.
იელის უნივერსიტეტისა და სამხრეთ-დასავლეთის კვლევითი ინსტიტუტის (SwRI) მეცნიერებმა ამ ძვირფასი მასალების წარმოშობა შეისწავლეს — ეს კოსმოსის სიღრმეებიდან დედამიწის მანტიამდე.
ეს ყველაფერი კოსმოსში ციური სხეულების შეჯახებით იწყება, რაც საბოლოოდ პლანეტის ზედაპირზე ძვირფასი ლითონების ჩამოყალიბებით მთავრდება. და როგორც ჩანს, ეს მასალები ზედაპირთან ბევრად უფრო ახლოსაა, ვიდრე ეს აქამდე გვეგონა.
ჯუნ კორენაგმა, იელის პლანეტარული მეცნიერებების პროფესორმა და სიმონე მარჩიმ, SwRI-ს მკვლევარმა ბოულდერში, კოლორადოში, კვლევა ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოაქვეყნეს.
მათი კვლევა ეჭვქვეშ აყენებს ძველ ხედვას და გვთავაზობს ახალ თეორიას, რომელიც ახლებურად განსაზღვრავს ჩვენს გაგებას იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდა ძვირფასი ლითონები, მათ შორის ოქრო და პლატინა, დედამიწის მანტიაში.
"ჩვენი კვლევა ძველის გადაფასებაა", — ამბობენ მკვლევრები.
მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ძვირფასი ლითონები, როგორიცაა ოქრო და პლატინა, დედამიწაზე მილიარდობით წლის წინ გაჩნდა. ეს მას შემდეგ, რაც ადრეული პროტო-დედამიწა მასიურ ციურ სხეულებს შეეჯახა.
ამ შეჯახებამ დატოვა ის კვალი, რამაც საბოლოოდ დედამიწა ჩამოაყალიბა ისეთად, როგორადაც დღეს მას ვხედავთ.
ოქრო და პლატინი მკვეთრად "სიდეროფილური" ელემენტებია. ლოგიკურად, ისინი ან უშუალოდ უნდა შეერწყან რკინის ბირთვს, ან სწრაფად ჩაეშვან მანტიიდან ბირთვში. შესაბამისად, ამ ფენომენს ხელი უნდა შეეშალა მსგავსი ძვირფასი ლითონების ზედაპირზე მოხვედრაში. თუმცა, ეს ასე არ მოხდა.
მკვლევრები სწორედ ამ ამოცანის ამოხსნას ცდილობდნენ. მათი თეორია მოიცავს თხელ, "გარდამავალ" რეგიონს დედამიწის მანტიის შიგნით, სადაც ზედა ნაწილი დნება, ხოლო ღრმა მონაკვეთი მყარი რჩება.
ეს რეგიონი დინამიურ თვისებებს ავლენს, რომელიც ეფექტურად აკავებს მეტალის კომპონენტებს და აქცევს მას მანტიის ფარგლებში. თეორიის თანახმად, ეს პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება.
"ეს ჩვენს თეორიას ამყარებს", — ამბობენ მკვლევრები.
მეტიც, კვლევის შედეგები სცილდება ოქროსა და პლატინას წარმოშობას. ის გვთავაზობს ფასდაუდებელ შეხედულებებს ციური სხეულების ფორმირების შესახებ მთელ სამყაროში. ახალი თეორია ხსნის დედამიწის გეოქიმიური და გეოფიზიკური ევოლუციის ბევრ დამაბნეველ ასპექტს.
კომენტარები