მსოფლიო რეკორდი — NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა საათში 635 266 კილომეტრი დაფარა
ახალი მსოფლიო რეკორდი გვაქვს და ის NASA-ს Parker Solar Probe ეკუთნის. კოსმოსურმა ხომალდმა საათში 635 266 კილომეტრი დაფარა და ამით ის მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მოძრავ ობიექტად იქცა, რომელიც აქამდე ადამიანს შეუქმნია.
კოსმოსურმა ხომალდმა მზეს მე-17-ჯერ შემოუარა და რეკორდიც სწორედ ამ დროს დაფიქსირდა. წინა რეკორდი ამ მხრივ საათში 586 863 კილომეტრი იყო.
ამ სიჩქარით მოძრავ ობიექტს დედამიწისთვის ერთ საათში 15 წრის დარტყმა შეეძლება. მეტი კონკრეტიკისთვის, ამ სიჩქარით ნიუ-იორკიდან ლოს-ანჟელესში 20 წამში გაჩნდებოდით.
მეტიც, ეს არა მხოლოდ რეკორდული სიჩქარე იყო — კოსმოსური ხომალდი მზეს რეკორდულადაც მიუახლოვდა. საუბრია ვარსკვლავის ზედაპირიდან 7,26 მილიონი კილომეტრის დისტანციაზე. იმის გათვალისწინებით, რომ მზის დიამეტრი 1,4 მილიონი კილომეტრია, ეს საკმაოდ ახლო მანძილია.
ცნობისთვის, მანქანის ზომის კოსმოსურმა ხომალდმა მზეს უკვე რამდენჯერმე ჩაუფრინა და ყველ ჯერზე უფროდაუფრო მოკლე მანძილზე მიუახლოვდა მას. მაღალი სიჩქარის შესაძენად და მზესთან მისაახლოვებლად იგი ვენერას გრავიტაციულ ძალას შურდულის მსგავსად იყენებს.
კოსმოსური ხომალდი მზის შესწავლას განაგრძობს და მის გარშემო 7 წრე დარჩა.
კომენტარები