ჯეიმს ვების ტელესკოპმა მოხეტიალე პლანეტების წყვილი დააფიქსირა
ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა ასობით "მოხეტიალე" პლანეტა დააფიქსირა. პლანეტები სივრცეში ვარსკვლავების გარეშე მოძრაობენ. თუმცა, ისინი მთლად მარტო არ არიან, პლანეტები წყვილებად გადაადგილდებიან.
ასტრონომები ასეთ აღმოჩენას არ ელოდნენ. ამან პლანეტარული სისტემების ფორმირების შესახებ არსებული მოდელების გადახედვა შეიძლება გამოიწვიოს.
"ჩემი რეაქცია იყო — რაა?! დარწმუნებულები ხართ?! ეს ნამდვილად უცნაურია", — თქვა ასტრონომმა ჰეიდი ჰამელმა.
მეცნიერებს ამ უჩვეულო ფენომენის ორი ახსნა აქვთ. ობიექტები შეიძლება პროტო-პლანეტები იყოს, რომლებმაც სრულად ჩამოყალიბება ვერ მოასწრეს. მეორე ვერსიის მიხედვით, პლანეტები ვარსკვლავურ სისტემებში ჩამოყალიბდა, მაგრამ შემდეგ მათი სისტემიდან გატყორცნა მოხდა.
"ჩვენ ასეთ ციურ სხეულებზე ვფიქრობდით და აი ახლა, ისინი აღმოვაჩინეთ. პლანეტები ზომით იუპიტერზე პატარაა. კლასიკური გაგებით ასეთი ობიექტები არ უნდა არსებობდეს, მაგრამ ფაქტია, ჩვენ ისინი დავაფიქსირეთ", — ამბობენ მკვლევრები.
ასევე: NASA ახალი ტელესკოპის გასაშვებად ემზადება, რომელსაც "მოხეტიალე" ეგზოპლანეტების აღმოჩენა შეუძლია
ციურ სხეულებს შეიძლება ჰქონდეთ პლანეტების გარკვეული მახასიათებლები, როგორიცაა ატმოსფერო ორთქლითა და მეთანით, მაგრამ საკამათოა რამდენადაა ისინი ჩამოყალიბებული პლანეტები.
ასტრონომები კვლევების გაგრძელებას გეგმავენ და იმედი აქვთ, რომ მსგავს ციურ სხეულებზე მეტს გაიგებენ.
კომენტარები