სამი მიზეზი, თუ რატომ უნდა დაიწყო ინვესტირება დღესვე
ადამიანების ნაწილს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა მათთვის შორეულ პერსპექტივად ესახება. ისინი ფიქრობენ, რომ აქციების ყიდვა და გაყიდვა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ამ დროს კი, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია უმსხვილესი კომპანიების აქციონერი გახდეს და ისევე ივაჭროს აქციებით, როგორც ამას ცნობილი ინვესტორები აკეთებენ.
დიახ, საქართველოს ბანკის მობილბანკის დახმარებით მთელი უოლ-სტრიტი შენს ხელშია — აპლიკაცია საშუალებას გაძლევს სახლიდან გაუსვლელად, ორ წუთში შეიძინო 6 000-მდე განსხვავებული ფასიანი ქაღალდი, აქცია და ფონდი. გეტყვით, რომ საქართველოში, ბოლო 2 წლის განმავლობაში, ამ შესაძლებლობით ათეულობით ათასმა ადამიანმა ისარგებლა.
ამ სტატიის მომდევნო ნაწილში იმ სამ მთავარ მიზეზზე გიყვებით, რის გამოც ვფიქრობთ, რომ ინვესტირების დაწყების გადადება არ ღირს. გამოგვყევი და აღმოაჩინე საკუთარ თავში ინვესტორი.
1. ინვესტირების დაწყებისას დროს დიდი მნიშვნელობა აქვს
საიდუმლო არ არის, რომ ხე ჯერ უნდა დარგო, რათა სამომავლოდ გაიზარდოს. ასეა ინვესტირების შემთხვევაშიც — კაპიტალის გაზრდისთვის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ საქმეში გამოცდილი ადამიანები თანხმდებიან, რომ რაც უფრო ადრე დაიწყებ ინვესტირებას, უფრო მეტის დაგროვების საშუალება მოგეცემა.
გარდა ამისა, ინვესტირებით დაგროვების ჩვევის ჩამოყალიბება შეგიძლია. უმეტეს შემთხვევაში, აქციებით ვაჭრობა გაცილებით მომგებიანია, ვიდრე თანხის ანაბარზე შენახვა. თანამედროვე სამყაროში კაპიტალის დაბანდების ერთ-ერთი საუკეთესო გზა სწორედ ზრდის პერსპექტივის მქონე კომპანიების აქციებში ფულის ჩადებაა.
2. ინვესტირება ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა
სტატიის დასაწყისში უკვე ვახსენეთ, რომ ინვესტირების დაწყება ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა. აქ, მათ შორის, ტექნიკური ნაწილიც იგულისხმება — საქართველოს ბანკის მობილბანკში საინვესტიციო ანგარიშის გასახსნელად მხოლოდ რამდენიმე წუთია საჭირო.
გარდა ამისა, აპლიკაცია შენთვის საინტერესო კომპანიების აქციების დინამიკის თვალის დევნების საშუალებასაც გაძლევს. შესაბამისად, შესაძლებლობა გეძლევა, ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ მუდმივად საქმის კურსში იყო.
თუ ანგარიშის გახსნასა და მართვასთან დაკავშირებით დამატებით კითხვები გაგიჩნდება, მათზე პასუხს Galt&Taggart-ის იუთუბ-არხის ინსტრუქციებში ნახავ. ნებისმიერი დამატებითი საკითხის განხილვას კი ფეისბუქ-გვერდის პირად შეტყობინებებში შეძლებ.
3. ახლა აქციაა — ოქტომბრის ბოლომდე საინვესტიციო ანგარიშით სარგებლობა სრულიად უფასოდ შეგიძლია
ეს კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც ინვესტირების დაწყება არ უნდა გადადო. აქციის ფარგლებში, 31 ოქტომბრამდე შესაძლებლობა გაქვს სრულიად უფასოდ ისარგებლო საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი საინვესტიციო პლატფორმით. ამ პერიოდის განმავლობაში არ მოგიწევს არც ვაჭრობის საკომისიოს და არც საინვესტიციო ანგარიშის მომსახურების ყოველთვიური საკომისიოს გადახდა.
აქციაში ჩართვის უფლება აქვთ როგორც საინვესტიციო მოდულის მომხმარებლებს, ასევე იმ პირებს, რომლებიც ანგარიშს 8 სექტემბრიდან 31 ოქტომბრამდე გახსნიან. ამ პერიოდში შეგიძლია იყიდო ან გაყიდო შენთვის სასურველი ნებისმიერი აქცია ან ფონდი (ETF), ამ ტრანზაქციების სანაცვლოდ კი საკომისიოს გადახდა არ მოგიწევს.
უნდა აღინიშნოს, რომ კამპანია არ ვრცელდება 5 დოლარზე ნაკლები ღირებულების მქონე აქციებზე, ეგრეთ წოდებულ Penny Stock-ზე. ასეთი აქციების შემთხვევაში მოქმედებს სტანდარტული საკომისიო, რომელიც თითო აქციაზე 0,02 დოლარია, ხოლო ტრანზაქციის მინიმალური საკომისიო $0,5-ს, მაქსიმალური კი — 1,5%-ს შეადგენს. თუმცა, საქართველოს ბანკის SOLO/WM მომხმარებლებისთვის ამ შემთხვევაშიც მოქმედებს 3 ტრანზაქციის უფასოდ განხორციელების პირობა. აქციის შესახებ დამატებით დეტალებს შეგიძლია გაეცნო აქ.
თუ შენი ფინანსური ცხოვრების გამრავალფეროვნება გსურს, დაინტერესდი ინვესტიციებით. გამოიყენე ყველა შესაძლებლობა, დაიწყე ინვესტირება დღესვე და გაზარდე შენი კაპიტალი სამომავლოდ.
აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ მობილბანკში აქციაა — 31 ოქტომბრამდე საინვესტიციო ანგარიშის გახსნა და ვაჭრობა შესაძლებელია საკომისიოს გარეშე, უფასოდ.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
კომენტარები