Tesla-ს ჩინეთში დამზადებული ელექტრომობილების გაყიდვები გაიზარდა — რა ხდება საფონდო ბირჟაზე
ფოტო: Anthony A / Unsplash / On.ge
გასული კვირის სამშაბათის ვაჭრობის შედეგად, Tesla-ს (TSLA) აქციების ფასი 4,7%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსები ამ ფაქტს ჩინეთში არსებულ ქარხანაში დამზადებული ელექტრომობილების გაყიდვების ზრდას უკავშირებენ.
უფრო კონკრეტულად, ჩინეთის ტრანსპორტის ასოციაციის მონაცემების მიხედვით, Tesla-მ აგვისტოში ბაზარს ჩინეთში წარმოებული 84,159 ავტომობილი მიაწოდა, რაც გასული წლის იმავე თვესთან შედარებით 9,3%-ით მეტია, ხოლო ივლისის მაჩვენებელს 31%-ით აღემატება. როგორც ცნობილია, ივლისში შანხაის ქარხანა გადაიარაღების გამო დროებით დაიხურა.
გარდა შანხაის ქარხანაში წარმოების ზრდისა, გაყიდვების ზრდაში მთავარი წვლილი ფასების შემცირებამაც შეიტანა. გასულ თვეში Tesla-მ მოთხოვნის გაზრდის მიზნით საკუთარ პროდუქტებზე ფასების შემცირების შესახებ ორჯერ განაცხადა. გარდა ამისა, კომპანიამ სამომავლო ფასდაკლებების შესახებაც დააანონსა.
როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის განმავლობაში კომპანიამ ჩინეთში დაახლოებით 625 000 ელექტრომობილი აწარმოვა. უნდა ითქვას, რომ გასული წლის პირველი შვიდი თვის მონაცემი 400 000-ია. მიმდინარე წელს ჩინეთის ქარხნების წარმოების სიმძლავრე გაზრდილია, რაც, მათ შორის, Covid-19-ის შეზღუდვების შემცირებითაც არის გამოწვეული.
გასულ კვირას Tesla-მ Model 3-ის ახალი ვერსია წარადგინა, რომელსაც ერთჯერადად დამუხტვის შემთხვევაში უფრო დიდი მანძილის დაფარვა შეუძლია, ვიდრე მის წინამორბედს. ამასთან, განახლებული მოდელი შედარებით ძვირია.
კომპანიისთვის მიმდინარე წელი რთულად დაიწყო. თუმცა, თუ არსებულ მონაცემებს შევხედავთ, წლის დასაწყისთან შედარებით, მისი აქციების ღირებულება გაორმაგებულია. ამჟამინდელი ინფორმაციით, Tesla-ს ერთი აქცია 266,50 დოლარად ივაჭრება.
აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ მობილბანკში აქციაა — 31 ოქტომბრამდე საინვესტიციო ანგარიშის გახსნა და ვაჭრობა შესაძლებელია საკომისიოს გარეშე, უფასოდ.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
-
გამოავლინეს 17 "კატასტროფული" საფრთხე, რომლებიც ადამიანებს ამ საუკუნეში გვემუქრება გამოავლინეს 17 "კატასტროფული" საფრთხე, რომლებიც ადამიანებს ამ საუკუნეში გვემუქრება
გადახედვა
-
კობახიძე: აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის შუამავლის გარეშე იმპორტმა შესაძლოა ტარიფი შეამციროს კობახიძე: აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის შუამავლის გარეშე იმპორტმა შესაძლოა ტარიფი შეამციროს
გადახედვა
-
კადრებში რაც ხდება, თავიდან ბოლომდე შეესატყვისება პროპორციულობის პრინციპს — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე კადრებში რაც ხდება, თავიდან ბოლომდე შეესატყვისება პროპორციულობის პრინციპს — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
Avatar: The Last Airbender-ის პრიქველზე მუშაობა დაწყებულია Avatar: The Last Airbender-ის პრიქველზე მუშაობა დაწყებულია
გადახედვა
-
ჩატბოტის გრძნობებზე თამაში აღარ გაგივათ! — Claude-თან მოპყრობაზე შეზღუდვებს აწესებენ ჩატბოტის გრძნობებზე თამაში აღარ გაგივათ! — Claude-თან მოპყრობაზე შეზღუდვებს აწესებენ
გადახედვა
-
ეუთოს თავმჯდომარე იგნაციო კასისი 14-16 ოქტომბერს საქართველოსა და სომხეთს ეწვევა ეუთოს თავმჯდომარე იგნაციო კასისი 14-16 ოქტომბერს საქართველოსა და სომხეთს ეწვევა
გადახედვა
-
ISFED: "ქართული ოცნების" მხარდასაჭერად ორ დღეში 400-ზე მეტი არაავთენტიკური ანგარიში შეიქმნა ISFED: "ქართული ოცნების" მხარდასაჭერად ორ დღეში 400-ზე მეტი არაავთენტიკური ანგარიში შეიქმნა
გადახედვა
-
შესაწირი ყუთი "გაციფრულდა": ტერმინალით გადახდას უკვე ეკლესიაშიც შეძლებთ შესაწირი ყუთი "გაციფრულდა": ტერმინალით გადახდას უკვე ეკლესიაშიც შეძლებთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
"ქართული ოცნების" ლიდერებს რაში სჭირდებათ ყალბი გვერდები? — კახა კალაძე ISFED-ის კვლევაზე "ქართული ოცნების" ლიდერებს რაში სჭირდებათ ყალბი გვერდები? — კახა კალაძე ISFED-ის კვლევაზე
გადახედვა
-
ნახეთ: დააფიქსირეს ოკეანის ბინადარი, რომელმაც მასზე დიდი თევზი გადაყლაპა ნახეთ: დააფიქსირეს ოკეანის ბინადარი, რომელმაც მასზე დიდი თევზი გადაყლაპა
გადახედვა
-
ფრინველებსაც აქვთ დიალექტები — რატომ ჭიკჭიკებენ ისინი სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულად? ფრინველებსაც აქვთ დიალექტები — რატომ ჭიკჭიკებენ ისინი სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულად?
გადახედვა
-
EU-მა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებულ 1 600-მდე ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა EU-მა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებულ 1 600-მდე ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: დევნილები საცხოვრისის მაგივრად ფულად კომპენსაციას მიიღებენ — ₾10 000-ს ოჯახის თითოეულ წევრზე ირაკლი კობახიძე: დევნილები საცხოვრისის მაგივრად ფულად კომპენსაციას მიიღებენ — ₾10 000-ს ოჯახის თითოეულ წევრზე
გადახედვა
-
მთავრობა 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიას დამატებით 25 ლარით ზრდის მთავრობა 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიას დამატებით 25 ლარით ზრდის
გადახედვა
-
"როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, არანაირი პირადი ინტერესი არ გამაჩნია" — კალაძე შესაძლო დასანქცირებაზე "როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, არანაირი პირადი ინტერესი არ გამაჩნია" — კალაძე შესაძლო დასანქცირებაზე
გადახედვა
-
"გაუგებარია, გაერკვევა საქართველოს მთავრობა" — პაპუაშვილი ქართული პროდუქციის რუსეთში იმპორტის აკრძალვაზე "გაუგებარია, გაერკვევა საქართველოს მთავრობა" — პაპუაშვილი ქართული პროდუქციის რუსეთში იმპორტის აკრძალვაზე
გადახედვა
-
"ქართულ ოცნებას" ყველაფერი ყალბი და ხელოვნური სძულს და უყვარს და პატივს სცემს ყველაფერს ნამდვილს — შალვა პაპუაშვილი ყალბ ანგარიშებზე "ქართულ ოცნებას" ყველაფერი ყალბი და ხელოვნური სძულს და უყვარს და პატივს სცემს ყველაფერს ნამდვილს — შალვა პაპუაშვილი ყალბ ანგარიშებზე
გადახედვა
-
გამოძიების განახლების მოთხოვნით თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა პროკურატურასთან აქცია დღესაც გამართეს გამოძიების განახლების მოთხოვნით თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა პროკურატურასთან აქცია დღესაც გამართეს
გადახედვა
-
ევროპული წარმოების SeaWill-ისა და Food Luck-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია ევროპული წარმოების SeaWill-ისა და Food Luck-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
-
"ევროპის დღეები ევროპული სიძულვილის დღეებად აქცია" — პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე "ევროპის დღეები ევროპული სიძულვილის დღეებად აქცია" — პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე
გადახედვა
კომენტარები