ერთი საუკუნის წინ ადამიანებს წარმოედგინათ, რომ დღეისათვის ხანძარს საფრენ კოსტიუმებში გამოწყობილი მეხანძრეები შეებრძოლებოდნენ. თუმცა, როგორც ჩანს, თანამედროვე ტექნოლოგიამ საუკუნისწინანდელ წარმოდგენებს გაუსწრო.

ვიდეოზე ხედავთ შა'ანსის პროვინციას (ჩინეთი), სადაც ხანძარს სამი დრონი აქრობს. მოწყობილობები აღჭურვილია ცეცხლმაქრი და საკომუნიკაციო სისტემებით.

ჩინეთში ცეცხლმაქრ დრონებს უკვე რამდენიმე კომპანია აწარმოებს და, მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგია ჯერჯერობით დახვეწის პროცესშია, შეიძლება ითქვას, რომ მომავალი აქ არის...

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.