ნახეთ: Pazzi — პირველი რობოტი, რომელიც პიცას აცხობს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ტექნოლოგიების სწრაფი ტემპით განვითარებიდან გამომდინარე, რობოტებს უფრო და უფრო მეტი შესაძლებლობები უჩნდებათ. ისინი ატარებენ ტვირთს, ეხმარებიან შშმ პირებს და საჭმელსაც კი ამზადებენ.
ფრანგული სტარტაპის, Pazzi Robotics-ის, მიერ შემუშავებული რობოტი, Pazzi, სწორედ ასეთი, გამორჩეული და მსოფლიოში პირველი ავტონომიური რობოტია, რომელიც საათში 80 პიცას აცხობს. მის შექმნაში სტარტაპმა 7 წელი და მილიონობით ევრო ჩადო.
შესაკვეთად მომხმარებლები იყენებენ სპეციალურ აპლიკაციას ან პირდაპირ დახლთან არჩევენ სასურველ პიცას. რობოტი პიცას სწრაფად და ეფექტიანად ამზადებს, პროცესის დასრულების შემდგომ კი მომხმარებელს პიცის მიღება შეკვეთაზე არსებული QR კოდის დასკანერებით შეუძლია.
რას იტყვით, დააგემოვნებდით რობოტის მომზადებულ პიცას?
კომენტარები