აშშ განახლებადი ენერგიის სექტორში 20 მილიარდი დოლარის ინვესტიციას დებს
პარასკევს ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ფედერალური "მწვანე ბანკიდან" 20 მილიარდ დოლარს გამოყოფენ. ინვესტიცია რეგიონში სუფთა ენერგიის განვითარებაში ჩაიდება.
ამის შესახებ ABC News იტყობინება.
თანხა ორი პროგრამიდან მოდის და გრანტებს მიაწვდის არაკომერციულ ორგანიზაციებს. ეს ყველაფერი სუფთა ენერგიასთან დაკავშირებულ პროექტებში ინვესტიციებისთვის.
პროექტს ზედამხედველობას მწვანე ბანკი გაუწვს, რომელიც ოფიციალურად ცნობილია როგორც "სათბურის აირების შემცირების ფონდი".
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა ინვესტიციას კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა.
"როდესაც ინვესტირებას სუფთა ენერგიასა და ელექტრო მანქანებში ვაკეთებთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენს შვილებს სუფთა ჰაერზე და წყალზე ექნებათ წვდომა", — თქვა მან.
კამალა ჰარისმა ასევე ხაზი გაუსვა ახალ სამუშაო ადგილებს, რომელსაც ინდუსტრია შექმნის.
გარემოს დაცვის სააგენტოს ადმინისტრატორმა მაიკლ რეგანმა Associated Press-ს განუცხადა, რომ ეს შეიძლება გაუმკლავდეს კლიმატის კრიზისს და დადებითად შეცვლის ეკონომიკას.
კომენტარები