რისკები, რომლებიც ამოწურული რესურსის აკუმულატორს ახლავს
ფოტო: თეგეტა
ზაფხულის სეზონი აქტიურ ფაზაში შედის და ყველა ჩვენგანი დიდი ხნით ადრე დაგეგმილი შვებულების გასატარებლად ემზადება. შესაბამისად, ქალაქიდან გამსვლელთა ნაკადი მატულობს და გზებზე გადაადგილებაც მეტ სიფრთხილეს საჭიროებს. იდეალური დასვენების მოსაწყობად ბევრი დეტალის წინასწარ გათვალისწინებაა საჭირო — მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამართული ავტომობილია.
იმისათვის, რომ ჩვენი მოგზაურობა უსიამოვნო თავგადასავლებში არ გადაიზარდოს, საჭიროა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ავტომობილი საიმედო მეგზურობას გაგვიწევს, ამისათვის კი სხვადასხვა დეტალის გადამოწმებაა საჭირო. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი აკუმულატორია. ის ავტომობილის გამართულ და უსაფრთხო ფუნქციონირებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.
სეზონებისა და ტემპერატურის ცვლილება აკუმულატორზე მნიშვნელოვნად მოქმედებს. იმ შემთხვევაში კი, თუ მას რესურსი ამოწურული აქვს, ეს გავლენა უარყოფით შედეგებში აისახება. სწორედ ამიტომ სპეციალისტები გვირჩევენ, რომ სეზონურად შევამოწმოთ აკუმულატორის რესურსი და საჭიროების შემთხვევაში ახლით ჩავანაცვლოთ.
მიუხედავად ამისა, მძღოლების დიდი ნაწილი ავტომობილის სეზონური გამართვის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულებით გამოირჩევა. მეტიც, გავრცელებულია სხვადასხვა არასწორი სტერეოტიპი ამ საკითხთან დაკავშირებით. ალბათ, ხშირად გსმენიათ, რომ ავტომობილის სხვადასხვა დეტალის სეზონურად შემოწმება დროისა და ფინანსების ზედმეტი ხარჯვაა. არაერთ პირად ისტორიასაც მოისმენდით, როგორ გაუმკლავდნენ გაუმართავი ავტომობილით სხვადასხვა საფრთხის შემცველ სიტუაციას. მნიშვნელოვანია, ყველა მძღოლს ესმოდეს, რომ მსგავსი მაგალითების განზოგადება არასწორია და საკუთარი თუ სხვისი უსაფრთხოება რისკის ქვეშ არ უნდა დავაყენოთ.
არსებობს რამდენიმე მიზეზი, რატომ არის აუცილებელი აკუმულატორის რესურსის შემოწმება გარკვეული პერიოდულობით, განსაკუთრებით კი შორ გზაზე გადაადგილების წინ.
ავტომობილის დაქოქვასთან დაკავშირებული პრობლემა
აკუმულატორი თავისი ქიმიური შემადგენლობისა და აგებულების წყალობით გამოიმუშავებს ენერგიას, რაც საჭიროა ძრავისა და სხვადასხვა ელექტროდეტალის ასამუშავებლად. ამ ენერგიას სასტარტერო დენსაც ეძახიან. როდესაც მას რესურსი ამოეწურება, ავტომობილის გაჩერებიდან რამდენიმე საათში შესაძლებელია ძრავა ვეღარ აამუშაოთ. ზაფხულში ტემპერატურის მკვეთრი მომატება ერთ-ერთი ფაქტორია, რაც სერიოზულ გავლენას ახდეს აკუმულატორის ეფექტურ მუშაობაზე. აკუმულატორის მოულოდნელად მწყობრიდან გამოსვლამ შესაძლოა პრობლემების წინაშე დაგვაყენოს. ასეთ დროს პრობლემის გადაჭრის რამდენიმე გზა არსებობს: ევაკუატორის დახმარება ავტომობილის სერვისცენტრში მისაყვანად და აკუმულატორის შესაცვლელად; სხვა ავტომობილის ენერგიის გამოყენებით ძრავის დაქოქვა უახლოეს სერვისცენტრში მისაყვანად და აკუმულატორის შესაცვლელად და ა.შ. მაგრამ, დამეთანხმებით, ჩამოთვლილი ვერსიები დასვენებასა და სამოგზაუროდ წასვლას არცთუ სასიამოვნოს გახდის.
ელექტრომოწყობილობების მწყობრიდან გამოსვლა
მოულოდნელად აკუმულატორის მწყობრიდან გამოსვლა რიგ პრობლემებს უქმნის ავტომობილის სხვადასხვა ელექტროდეტალს. როდესაც ძრავას ვაქრობთ და ავტომობილი გაჩერებულია, მისი რამდენიმე დეტალი მაინც მოიხმარს მცირე რაოდენობით ენერგიას. ყველა ეს დეტალი პასუხისმგებელია ავტომობილის უსაფრთხოებასა და "მეხსიერებაზე". თუ აკუმულატორს რესურსი ამოეწურება და აღნიშნული ენერგოდეტალები ვეღარ მიიღებს საჭირო ენერგიას, შესაძლოა, ავტომობილს კომპიუტერი აერიოს და შემდეგ ამ პრობლემის მოგვარება არცთუ ისე მცირე დროსთან და რესურსებთან არის დაკავშირებული. ასეთ დროს მხოლოდ აკუმულატორის შეცვლა ვეღარ დაგეხმარებათ.
ვინაიდან აკუმულატორი ისეთი დეტალია, რომელიც საკმაოდ სენსიტიურია გარე ტემპერატურის ცვლილების მიმართ, დიდია ალბათობა, რომ ზაფხულის ცხელმა დღეებმა დააზიანოს და მწყობრიდან გამოიყვანოს. საშუალო და მაღალი ხარისხის აკუმულატორების მუშაობის პერიოდი 5 წელია. თუმცა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული მისი სიცოცხლისუნარიანობა. წინასწარ რთულია იმის განსაზღვრა, როდის ამოეწურება რესურსი, ამიტომ უმჯობესია, პერიოდულად შევამოწმოთ და თავი დავიზღვიოთ მოულოდნელი არასასიამოვნო სიურპრიზებისაგან.
როგორ გავუფრთხილდეთ აკუმულატორს
აკუმულატორის სიცოცხლისუნარიანობა მეტ-ნაკლებად მძღოლზეც არის დამოკიდებული. არსებობს რამდენიმე რჩევა, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ იმისათვის, რომ აკუმულატორს მაქსიმალურად შევუნარჩუნოთ სამუშაო რესურსი: როდესაც ავტომობილს გამოვრთავთ, არ უნდა დავტოვოთ ჩართული ისეთი ენერგომომხმარებლები, როგორებიცაა მაშუქები, სალონის განათება, აუდიოსისტემა და ა.შ. თუ ავტომობილის ძრავა გამორთულია, ყველა ეს ჩამოთვლილი დეტალი აკუმულატორის ენერგიას მოიხმარს და მისი რესურსიც გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ამოიწურება. თუ ისეთ გარემოში ვართ, სადაც გაჩერებულ ავტომობილზე მაშუქების ან აუდიოსისტემის ჩართვა გვიწევს, უმჯობესია, პერიოდულად დავქოქოთ ძრავა, რათა აკუმულატორმა გენერატორის დახმარებით აღიდგინოს ენერგია.
თუ ამ რჩევებს გავითვალისწინებთ, თუკი სეზონებისა და გარე ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებისას შევამოწმებთ აკუმულატორის რესურსს, მაქსიმალურად დაზღვეულები ვიქნებით უსიამოვნებისაგან და ავტომობილით ყოველი გამგზავრება უსაფრთხო და სასიამოვნო იქნება.
თეგეტა მოტორსის ფილიალებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, აკუმულატორების ფართო ასორტიმენტი დაგხვდებათ. ივლისში კი პრემიუმ ხარისხის პროდუქტებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს. მეტი კომფორტისთვის შესაძლებელია, დისტანციური სერვისებით, პერსონალური მენეჯერის მომსახურებით ან ონლაინ ჯავშნით ისარგებლოთ.
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
კომენტარები