სალომე ზურაბიშვილი

1 Jul. 2023, 17:14

ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა, ის, რაც ხდება დღევანდელ დღეს და მინდა, აქ გამოვეხმაურო ამ საკითხს, რომ ყოველივე ძალადობა არის სრულიად მიუღებელი, როცა ქვეყანას, როგორც თქვენ ახსენეთ, გააჩნია ევროპული წარსული, გააჩნია უძველესი ტოლერანტობის და ევროპული მომავალი, რისიც გვჯერა და ამაში ვერავინ შეიტანს ეჭვს.

ამიტომ, მე მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვენთვის გლობალურად უკადრისი საქციელი. არ შეიძლება, რომ ამ ფორმით გავუსწორდეთ ერთმანეთს. არ შეიძლება ეს აუტანლობა ერთი მეორესი. არ შეიძლება, რომ ვერ მოისმინო სხვისი კრიტიკა, ზოგჯერ მძაფრი, ზოგჯერ გაუმართლებელი. ზოგჯერ უხეში. მაგრამ მოსმენა ყოველთვის შეიძლება ან გატარება. გაატარე, თუ ვერ მოისმენ. ამიტომ, ამით დავიწყოთ. ეს არის ნამდვილად გამოწვევა ჩვენი ქართველობის წინააღმდეგ, ჩვენი იდენტობის წინააღმდეგ. ბევრს მოაქვს თავი, რომ ქართველები არიან და კულტურას წარმოადგენენ, კულტურა საქართველოსი იყო ზრდილობა და უნდა იყოს ზრდილობა. ჩვენ ამით მოვედით აქამდე.

[...] ძალადობა არის პირველი ნიშანი შიშის და სისუსტის.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო

ჩვენ უკვე ბევრი ვიცით იმის შესახებ, რა ხდება ტვინში, როცა ვხედავთ, გვესმის, ვფიქრობთ ან ტკივილს ვგრძნობთ. მეორე მხრივ,…