Google-ის თქმით, მისი AI-ს მქონე "საიდუმლო იარაღი" ChatGPT-ს აჯობებს
Google-ის DeepMind ლაბორატორია ამჟამად ავითარებს ახალ AI სისტემას, სახელწოდებით Gemini, და აცხადებს, რომ ის კონკურენციას გაუწევს და აჯობებს კიდევაც ChatGPT-ს.
ChatGPT-ის დაჯაბნის მიზნით, დეველოპერები გეგმავენ ძველი ხელოვნური ინტელექტის პროგრამის, სახელად AlphaGo-ს, ინტეგრირებას ენების სწავლის მომავალ მოდელში (LLM).
AlphaGo-ში განსაკუთრებული ისაა, რომ იგი "დაფუძნებულია ტექნიკაზე", რომელიც ცნობილია როგორც განმამტკიცებელი დასწავლა, სადაც პროგრამული უზრუნველყოფა უმკლავდება რთულ პრობლემებს ცდებისა და შეცდომების დაშვების გზით. როდესაც ის ატარებს განმეორებით ცდებს, AI იღებს უკუკავშირს ყოველი წარუმატებლობისგან, რათა გააუმჯობესოს თავისი პერფორმანსი. DeepMind ცდილობს, განავითაროს გუგლის მომავალი LLM კომპლექსური პრობლემების დაგეგმვის, ან სულ მცირე, გადაჭრის უნარით.
თუ ამას დავუკავშირებთ გენერაციული AI-ის უნარს, აიღოს ინფორმაცია ინტერნეტიდან და შემდეგ გადაწეროს იგი ბუნებრივი ჟღერადობის ტექსტად, Gemini-ს აქვს პოტენციალი, იყოს უფრო ინტელექტუალური, ვიდრე ნებისმიერი სხვა ხელოვნური ინტელექტი მსოფლიოში. ყოველ შემთხვევაში, ამ მომავალი LLM-ს იდეა სწორედ ესაა.
DeepMind-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, დემის ჰასაბისი, ამტკიცებს, რომ "თუკი სწორად შემუშავდა, [Gemini] კაცობრიობისთვის ოდესმე ყველაზე მომგებიანი ტექნოლოგია იქნება".
AI ამ მომენტში ვითარდება და, ჰასაბისის თქმით, მის ჩაშვებას რამდენიმე თვე დასჭირდება. კომპანიას ასევე ბლომად ფულის დახარჯვა მოუწევს, რადგან პროექტის ხარჯები ათეულიდან ასობით მილიონ აშშ დოლარამდე მერყეობს. შედარებისთვის, ChatGPT 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დაჯდა.
კომენტარები