შემდეგი პოდკასტი: კახოვკის ჰესი — რამდენად უსაფრთხოა შავი ზღვა
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
6 ივნისს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ნოვა კახოვკას ჰესი დააზიანეს.
ოფიციალური მონაცემებით, ათობით ადამიანი დაიღუპა, ათიათასობით ადამიანი სუფთა წყლის გარეშე დარჩა, დაინგრა სახლები და დაიტბორა მიწები.
ექსპერტებმა მოვლენას ეკოციდი უკვე უწოდეს. რაც კიდევ უფრო საგანგაშოა, ჰესის აფეთქებამ საბოლოოდ შავ ზღვაზეც უარყოფითად იმოქმედა.
ჩნდება შეკითხვები, რამდენად უსაფრთხოა შავი ზღვა ახლა და როგორი იქნება ის მომავალში. ეს თემა აქტუალურია საქართველოშიც.
შემდეგი პოდკასტის 78-ე ეპიზოდში სწორედ ამაზე ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმარია სახეობათა კონსერვაციის ცენტრ ნაკრესის წარმომადგენელი და ჯიპას უნივერსიტეტის პროფესორი, კახა არცივაძე.
კომენტარები