ატლანტის ოკეანეში 4 დღეა დაკარგულ ტურისტულ წყალქვეშა ხომალდ Titan-ს ეძებდნენ. დღეს, 22 ივნისს წყალქვეშა დისტანციური მართვის რობოტმა (ROV), რომელსაც 4000 მეტრის სიღრმეზე ოპერირება შეუძლია, ჩაძირული ტიტანიკის მახლობლად ნამსხვრევები დააფიქსირა. ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის სანაპირო დაცვის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ნამსხვრებები Titan-ს ეკუთვნის.

CNN-ის ცნობით, ამ დასკვნის საბოლოო გამოცხადებამდე სამძებრო-სამაშველო გუნდმა 5 მთავარი ნამსხვრევი შეისწავლა, რაც მათ ნავის იდენტიფიცირებაში დაეხმარა. თავდაპირველად ნავის ცხვირის კონუსი იპოვეს, შემდეგ კი უფრო დიდი ზომის ნამსხვრევები.

"ეს იყო პირველი ინდიკატორი იმისა, რომ კატასტროფის მომსწრენი ვიყავით", — თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა კონფერენციაზე და დაამატა: "ვაგრძელებთ ნამსხვრევების აღბეჭდვას, იმისათვის რომ ზუსტად აღვადგინოთ, რა მოხდა ოკეანის ფსკერზე".

ნამსხვრევები ტიტანიკიდან 500 მეტრის მოშორებით იპოვეს. აღსანიშნავია, რომ ტურისტული ნავი, რომელსაც ლიცენზია არ ჰქონდა, სწორედ ამ ღირსშესანიშნაობის მოსანახულებლად იყო ჩასული 3 800 მეტრის სიღრმეზე. ბორტზე 5 ადამიანი იმყოფებოდა.

ასევე იხილეთ: რა ტექნოლოგიებით ეძებენ და რატომ ვერ პოულობენ დაკარგულ ტურისტულ წყალქვეშა ნავს