2027 წლისთვის შვედეთში ხის ქალაქი აშენდება
შესაძლებელია თუ არა მთელი ქალაქის მხოლოდ ხით აშენება? როგორც ჩანს, პასუხია, დიახ და შვედური კომპანია სწორედ ამას გეგმავს.
ურბანული განვითარების კომპანია Atrium Ljungberg-მა მსოფლიოში ყველაზე დიდი ხის ქალაქის მშენებლობის გეგმა წარადგინა. მშენებლობა 2025 წელს დაიწყება და ის 2027 წლისთვის დასრულდება.
მდგრადი ურბანული დაგეგმარება
პროექტის მიზანი გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრაა. ფოლადი და ბეტონი ნახშირბადის ემისიებთან ბევრად უფროა დაკავშირებული, ვიდრე ხე. ასევე, ხე ნაკლებ დამაბინძურებლებს გამოყოფს.
250 000 კვადრატულ მეტრზე გაშლილი ქალაქი მოიცავს 7 000 საოფისე ფართსა და 2 000 საცხოვრებელ სახლს. აქვე იქნება რესტორნები და მაღაზიები.
შენობებზე CO2-ის ემისიების თითქმის 40 პროცენტი მოდის. ახალი დასახლება სწორედ ამ გამოწვევას პასუხობს.
"ჩვენ ამაყნი ვართ წარმოგიდგინოთ Stockholm Wood City. ეს არა მხოლოდ ჩვენთვის, როგორც კომპანიისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ მთლიანად შვედეთისთვისაა გარდამტეხი მომენტი. ახალი ხის ქალაქი მომავლის სიმბოლოა", — თქვა ანიქა ანასმა, Atrium Ljungberg-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
კომენტარები