არქეოლოგებმა ათასობით კილოგრამი ნაგვის ქვეშ 3000 წლის მუმია აღმოაჩინეს
არქეოლოგებმა ლიმაში (პერუ), ათასობით კილოგრამი ნაგვის ქვეშ აღმოაჩინეს 3 000 წლის მუმია, რომელიც, სავარაუდოდ, მსხვერპლად იყო შეწირული.
Reuters-ის ცნობით, აღმოჩენა სან მარკოსის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ამ კვრაში გააკეთეს. მუმია მათ ზედაპირზე გამოჩენილი თმისა და თავის ქალას წყალობით შენიშნეს.
როგორც BBC News იტყობინება, მუმიას გამოკვლევამდე ათასობით კილოგრამი ნაგვის მოცილება გახდა საჭირო.
ადგილზე ასევე იპოვეს სხვა დამარხული ნივთები, როგორებიცაა: სიმინდი, კოკას ფოთლები და თესლი.
არქეოლოგმა მიგელ აგილარმა BBC News-ს განუცხადა, რომ მუმია, სავარაუდოდ, იყო მანჩაის კულტურიდან, ადამიანების ტომიდან, რომლებიც ცხოვრობდნენ თანამედროვე ლიმას გარშემო ძვ. წ. 1500-დან 1000 წლამდე.
მანჩაიელები, როგორც წესი, აშენებდნენ U-ს ფორმის ტაძრებს, რომლებიც ამომავალი მზისკენ იყო მიმართული.
სხვა მახასიათებლებზე დაყრდნობით, როგორებიცაა: მუმიის პოზიციონირება და U-ს ფორმის ტაძარში მისი ადგილმდებარეობა — არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ის ნამდვილად მანჩაის კულტურიდან უნდა ყოფილიყო.
აგილარის თქმით, როგორც ჩანს, ტაძრის მშენებლობის ბოლო ფაზის დროს ეს ადამიანი მსხვერპლად შესწირეს.
კომენტარები